Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა დეკემბერში პერუში ამხანაგური მატჩი ჩაატაროს.

შეხვედრა კლუბს 7-8 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს, რის გამოც კატალონიელები შეთავაზების მიღებას განიხილავენ. გუშინ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის კაპიტნებთან, მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკთან და სპორტულ დირექტორთან, დეკუსთან შეხვედრა გამართა. ლაპორტამ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა "ელ კლასიკოში" "რეალთან" 1:2 წაგების შემდეგ და განაცხადა, რომ კლუბი ფინანსური სარგებლის გამო მზად არის პერუში ამხანაგური შეხვედრა დაგეგმონ.

სავარაუდოდ, აღნიშნული მატჩი ლალიგის წლის ბოლოს, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალთან" შეხვედრის შემდეგ ჩაინიშნება. მოგეხსენებათ, ლიდერების დაპირისპირება 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე მიმართა, რათა განსაზღვროს ფეხბურთელების სამუშაო დღის განრიგი შობის წინა შესვენებამდე. შეგახსენებთ, გარკვეული პერიოდის წინ იგეგმებოდა, რომ "ბარსელონასა" და "ვილიარეალის" შეხვედრა მაიამიში გამართულიყო, თუმცა ეს იდეა საბოლოოდ ჩაიშალა.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ოქტომბერში "ბარსელონას" ლიბიაში ამხანაგური მატჩის ჩატარებაც შესთავაზეს, თუმცა კლუბმა უსაფრთხოების გამო შეთავაზება უარყო. განსხვავებით მათგან, მადრიდის "ატლეტიკომ" და მილანის "ინტერმა" უარი არ თქვეს და ბენღაზში, ადგილობრივ მოედანზე ამხანაგური მატჩი გამართეს, სადაც "როხიბლანკომ" პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა