ალბანეთში მიმდინარე U20 ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (+86 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, საბა ასანიძემ (94 კგ) კი - ბრინჯაოს მედალი.

გადელიამ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ატაცში 100/104 /106 კილოგრამი დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორის ტიტული გაიფორმა. აკვრაში დაძლეული 125/130 /135 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამითაც. ნათიამ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. აკვრაში 7, ორჭიდში კი 6 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი.

ასანიძემ ატაცში 151/156 კილოგრამი დაძლია და მე-5 პოზიციაზე გავიდა. მან აკვრაში დაძლეული 188/194/197 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 353 კილოგრამით მკერდი მეორე ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.

თორნიკე ლომთაძემ (94 კგ) ატაცში დაძლეული 143 კილოგრამით მე-9 პოზიცია დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 182/188 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 331 კილოგრამით მე-8 საფეხურზეა.

ლუკა ქაშიბაძემ (110 კგ) ატაცში 145/149/152 კგ. დაძლია და მე-9 ადგილი ერგო. აკვრაში დაძლეული 185/193 კილოგრამის ძლევით კვლავ მე-9 საფეხურზეა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 345 კილოგრამითაც.

ირაკლი ვეკუამ (+110 კგ) აკვრაში ბინჯაოს მედალი მოიპოვა - ატაცში 155/160 კილოგრამი დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა - აკვრაში დაძლეული 195/204 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 364 კილოგრამით კი მე-5 საფეხურზეა.

გივი დარსაველიძე (+110 კგ) ატაცში 153/160 კგ. დაძლია და მე-7 საფეხურზეა. აკვრაში დაძლეული 187/194/202 კილოგრამით მე-5 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 362 კილგრამით კი მე-6 საფეხური ერგო.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
U20. საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
კიდევ 2 მედალი მილანიდან! - საბა ასანიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა
ასანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
საბა ასანიძემ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: 14 წლის ნათია გადელიამ ორჭიდის ჯამში 149 კგ ასწია