4 ნოემბერს, ნიონში, ქალთა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიაკციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. ირის ანტმანის გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.

C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. პირველად ვართ ჯგუფში, სადაც მხოლოდ სამი გუნდია. მეტოქეებს კარგად ვიცნობ. როგორც ადრე, ეს საკვალიფიკაციო ეტაპიც გამოწვევა იქნება ჩვენთვის. ჩვენი ლიგა მარტის შუა რიცხვებში დაიწყება, ამიტომ, დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ შესარჩევის სტარტს. გუნდური მუშაობით და საკუთარი თავის რწმენით შეგვიძლია კარგი შედეგის მიღწევა".

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის 3-7 მარტს, 14-18 აპრილს და 5-9 ივნისს გაიმართება.

NAKREBI.GE

WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს