ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "ლივერპულმა" "რეალი" მაკ ალისტერის გოლით 1:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა შემდეგ კი უპირატესობა "მერსისაიდელების" მხარეს გადავიდა. 27-ე წუთზე დომენიკ სობოსლაი კურტუასთან პირისპირ აღმოჩნდა, ბელგიელმა კარის დარაჯმა უნგრელს აჯობა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა, 43-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილის წამოწყებული შეტევა სობოსლაის შორეული დარტყმით დასრულდა, თუმცა კურტუამ კვლავ ურთულესი მოგერიება განახორციელა. ამ მომენტიდან ორ წუთში ჯუდ ბელინგემმა იბრაჰიმა კონატე ჩამოიშორა, მამარდაშვილმა კი ინგლისელის დარტყმა ფეხით მოიგერია.

მეორე ტაიმში არნე სლოტის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, უგო ეკიტიკე გოლის გატანასთან რამდენჯერმე ახლოს იყო, მაგრამ კურტუა "რეალის" გადარჩენას კვლავ აგრძელებდა. კუთხურიდან საკუთარი შანსი მიიღო "ლივერპულის" კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმაც, გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც ბელგიელი აღმოჩნდა.

"მერსისაიდელთა" შეტევებმა შედეგი 61-ე წუთზე გამოიღო და სობოსლაის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში მაკ ალისტერმა გადაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მეორედ მოახერხა.

„ლივერპული“ 9 ქულით მე-6 ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს ეინდჰოვენში პსვ-სთან ჩაატარებს, იქამდე კი პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრება და „ნოტინგემს“ უმასპინძლებს. „რეალი“ 9 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - რეალი 1:0

გოლი: მაკ ალისტერი (61)

ლივერპული ყოველთვის ლივერპული არ არის.სანამ ამოყვინთავდა,რამდენი წელი იყო,ჩემპიონობასთან ახლოსაც რომ ვერ მიდიოდა?ახლაც,ლივერპულმა დაცვის ერთერთი ბურჯი და დაცვიდან შეტევების ორგანიზატორი,ასევე მრავალი გოლის თვითონ გამტანი,ტრენტ ალექსანდერი დაკარგა.კარში ალისონი იდგა,მაგრამ თამაში უკვე აღარ იყო და გუნდი ქულებსაც ჰკარგავდა და გოლებსაც უშვებდა.მალევე,ალისონიც დაემტვრათ და გუნდში ახალ მოსულ მამარდაშვილს მოუწია მისი ჩანაცვლება.გუნდური თამასი,ისედაც არეულია,სხვა ქვეყანაში ხარ,არც ფეხბურთელებს იცნობ კარგად,არც ენა იცი,ნორმალურად და პირდაპირ გრანდებთან გიწევს დატაკება!-რა თქმა უნდა გუნდს კიდევ უფრო გაუჭირდა!მეკარეებს ძალიან იშვიათად ცვლიან,რადგან მცველებთან სრული ურთიერთგაგება თუ არ გაქვს,ძლიერი მეტოქეები,აუცილებლად გამოგიჭერენ,შეუთამაშებლობაზე.თანაც ალისონი შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც კია,დღეისათვის და მის გარეშე,ისედაც არეული დაცვა კიდევ უფრო რომ დაიძაბებოდა და აირეოდა,ამას რა დიდი ტვინი უნდა?რამდენჯერ მოხდა,როცა ლივერპულის მცველი,მამარდასგან წინ გამოსვლას და ბურთის დაუფლებას ელოდა,ის კი არ გამოდიოდა,ისიც ხდებოდა,როცა მამარდა ერთგან აძლევდა პასს,ის კი,სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა და ბურთი იკარგებოდა.არ იყვნენ შეთამაშებულნი და ამის წამალი,მხოლოდ ერთად თამაში და ამ დროს გაჩენილი გაგება და ნდობაა.დააგროვეს საკმარისი დრო,მამარდამაც გაიგო,ვისგან რას უნდა ელოდოს,ვის რა შეუძლია,ლივერპულის დაცვამაც ავად თუ კარგად გადააწყო,ტრენტის გარეშე ბურთის ამოტანის მოდელები და თამაშიც გამოსწორდა.მამარდა შესაძლოა ალისონზე უკეთესი არ არის,მაგრამ შარშანდელი მეკარე რომ გაუშვეს,რომელმაც შარშან ბრწყინვალედ შეცვალა ალისონი და მამარდაშვილს ენდნენ,რაღაცას მაინც ხომ უნდა ნიშნავდეს,ქართველისათვის?კი,დაბრუნდება ალისონი და ალბათ ისევ მას ჩააბარებენ კარს,მაგრამ გიო უკვე იცნობს გუნდს,ისინიც იცნობენ გიოს და მეორედ როცა მოუწევს თამაში,ყველასთვის გაცილებით იოლი იქნება ერთად თამაში.ეგეც არ იყოს,მან უკვე საკუთარ ტყავზე იწვნია,რას ნიშნავს პრემიერ ლიგაში თამაში და ახლა,მისთვის გაცილებით იოლი იქნება,იმ ნაკლოვანებების გამოწორება,რაც მის თამაშში გამოჩნდა.რასაც ვერ გამოასწორებს,იმ ნაკლოვანებების დაფარვაში,უკვე მცველებიც დაეხმარებიან.როცა იცი,შენი პარტნიორის ყველა ავკარგი,ბუნებრივია პარტნიორიც შენ პლიუსებს გამოიყენებს და რასაც ვერ აკეთებ,იმას არ მოგთხოვს.ლივერპულის დონის ფეხბურთელებს,იმდენი ინტელექტი კი აქვთ,ამას მიხვდნენ და თუ ვერ მიხვდნენ,მწვრთნელი მისცემს,მითითებებს.მამარდა ალისონისაგან განსხვავდება და ეს ბუნებრივია,ორი ერთნაირი ფეხბურთელი,მსოფლიოში არ არსებობს.მწვრთნელის ამოცანა სწორედ ის არის,ყველა ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები ისე მოარგოს ერთმანეთს,რომ გუნდური თამაშის საუკეთესი ვარიანტი მიიღოს.ესპანეთში რა კარგად დაიწყო და რეალთან როგორ გაუჭირდა,არ გახსოვს?ძლიერი მეტოქე,შენ ნაკლს უფრო ადვილად პოულობს და იყენებს,მამარდა ვალენსიაში,სრულიად განსხვავებულ დაცვის სისტემასთან თამაშობდა და რა გასაკვირია,ახალ სისტემაზე გადასვლას დრო რომ დასჭირდეს?გავიდა ეს დრო,გუნდიც გადაეწყო,ისიც და ბოლო თამაშებში,ლივერპული ლივერპულს დაემსგავსა.ბევრი საქმე არ ჰქონია,რადგან დაცვა ათამაშდა,მაგრამ ისიც ხომ ამ დაცვის ნაწილია და რაც დაცვამ კარში დარტყმები გაატარა,ისინი დამაჯერებლად მოიგერია.როგორ გგონია,კიდევ რომ გაეშვა,დაცვა ასე დაწყნარებული და თავდაჯერებული გამოჩნდებოდა?წინა თამაშში დავწერე,ლივერპულმა თამაშში,მხოლოდ ერთი შეცვლა განახორციელა და კარი მშრალად პირველად შეინახა,ეს იმას ხომ არ ნიშნავს,რომ ლივერპულმა ამ მატჩში თავისი თამაშის ძაფი იპოვა და მწვრთნელმა შეცვლებით,ამ ძაფის დაკარგვა აღარ გარისკა მეთქი.რეალთამ მატჩმა,ჩემი ვერსიის სიმართლე დაადასტურა და არც რეალი გაახარეს,ისინიც მშრალად დაამარცხეს.რაც გინდა თვალები დაიბრმავო და გვერდზე გაიხედო,ამ გამარჯვებაში,მამარდას წვლილიც ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც დანარჩენების.შესაძლოა მეტიც კი,რადგან მეკარე ნახევარი გუნდიაო,ნათქვამია.მეკარის თავდაჯერება,გუნდსაც მატებს თავდაჯერებულობას და შედეგიც სახეზეა.ეგეც არ იყოს,იმ მესამე მეკარემაც ხომ ითამაშა და ის რა,უკეთესი იყო?ტრავმამდე ალისონიც უშვებდა და იმ მესამე მეკარემაც გაუშვა.დაცვის სისტემა იყო ტრენტის გარეშე სათამაშოდ გადასალაგებელი და რაკი ესეც ნაწილობრივ მაინც დალაგდა,ახლა გიო იქნება,ალისონი თუ ის მესამე მეკარე,ყველასთვის გაადვილდება თამაში.სად ერთი ცვლადიანი განტოლება და სად ორ ცვლადიანი?მანდ არც ალისონის ბრალი იყო და არც მამარდაშვილის.
Bs
ხვიჩა თავისუფალი სივრცეების მოძებნა და ათვისება თუ არ ისწავლე დარჩები პერიოდულად მანათობელ ვარსკვლავად! ,,გახსნა" ხვიჩას პრობლემაა. კომპაქტური დაცვის პირობებში ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი, ძალიან ხშირად ვერ ხედავს იმ ცარიელ სივრცეს რომელიც მის გარშემო იქმნება.
.-ს
ლივერპული ყოველთვის ლივერპულია.სასაცილოა როცა დაცვის კარგი თამაშით გინდათ მამამარდა ძირითადში ჩაეწეროს. გუშინ ერთხელ დაურტყეს კარში. რა სასწაულები დაინახე.? როდესაც ალისონი გამოჯანმრთელდება ხომ ხვდება სადაც დაბრუნდება. წინა თამაშებში აშარად ცუდად ითამაშა, რისი აღიარებაც არ გინდათ ქოც

ეს უკვე ნამდვილი ლივერპული იყო!გიოც თავის ადგილზე იყო და დაცვაც.გუნდმა თავისი თამაში იპოვა.ყოველ შემთხვევაში,ბოლო ორი თამაში,ამას გვეუბნება.
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებული პენალტი, რეკორდი და სამი გაშვებული გოლი (ორი რიკოშეტით) - "ლივერპული" "სიტისთან" დამარცხდა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
მბაპე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი - სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია