Uefa.com-მა "გალათასარაის" ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს ვრცელი სტატია მიუძღვნა. გამოქვეყნებულ სტატიაში ფეხბურთელის კომენტარებიცაა მოყვანილი, სადაც მან მძიმე ბავშვობა გაიხსენა, ასევე თურულ გუნდში გადაბარგებაზე და მიზნებზე ისაუბრა.

"ძალიან ღარიბ ოჯახში გავიზარდე. შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი ვიყავი. დედა ადრე დავკარგე, მამა კი 2020 წელს. სანამ ცხოვრებაში რაიმეს მივაღწევდი, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე.

უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე, დავხმარებოდი ჩემს ძმებსა და დებს, ცოტა ფული მაინც მეშოვა. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ყველანი ვცდილობდით ერთად გვეცხოვრა".

ოლუსოსუნი, სადაც ოსიმენი გაიზარდა, ნიგერიის ქალაქ ლაგოსის გულში მდებარე უბანია, აფრიკის უდიდეს ნაგავსაყრელთან ახლოს. სწორედ აქ ცხოვრობენ ისინი, ვინც არ ნებდებიან. და სწორედ აქ ისწავლა ოსიმენმაც არასდროს დანებება.

"ამ ადგილმა შემქმნა. შეიძლება სიმდიდრე არ მომცა, მაგრამ გამოცდილება მომცა. ხასიათი მომცა. ყოველ ჯერზე, როცა ნიგერიაში ვბრუნდები, იქ მივდივარ. ბავშვებს ვეუბნები: "თუ მე შევძელი, თქვენც შეგიძლიათ".

როდესაც ოსიმენი თურქეთში ჩაფრინდა, დაახლოებით დილის სამი საათი იყო. სიბნელე, ხმაური და ასობით ადამიანი ელოდა მას.

"მსგავსი არაფერი მინახავს. ისინი თვითმფრინავს უყურებდნენ, გარეთ იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ სახლში ყოფილიყვნენ ოჯახებთან ერთად. კაცები, ქალები, ბავშვები - ყველა იქ იყო, ერთი მოთამაშის გამო. ამის შემდეგ, უბრალოდ არ შეიძლება გულგრილი დარჩე. მათთვის თამაშობ. ყოველი დარტყმა, ყოველი ოფლის წვეთი - ამ ემბლემისთვის კეთდება.

მე აბსოლუტურად შეყვარებული ვარ ამ კლუბზე. მზად ვარ, მასთან ერთად ყველაფერი გადავიტანო. კარგი, ცუდი და რთული. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი კარგი რამ იქნება.

"გალათასარაის" პრეზიდენტს ჩამოსვლისთანავე ვესაუბრე. ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილად გვინდა განცხადების გაკეთება. გვინდა, რომ წელს მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ თურქეთს ჰყავს გუნდი, რომელმაც ევროპაში განსაკუთრებული რამ გააკეთა.

ჩვენ ჩემპიონატში მრავალი წლის განმავლობაში ძლიერები ვიყავით და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ ახლა დროა, ჩვენი დონე დავამტკიცოთ უდიდეს შეხვედრებში - ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ეს არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. როდესაც მოედანზე ამ ჰიმნის ქვეშ გადიხარ, გინდა შენი კვალი დატოვო".

ოსიმენმა ასევე თავისი ცხოვრების ორი იდეალი დაასახელა. ერთი მისი ოჯახის წევრია, მეორე კი ლეგენდარული კოტ'დიუვარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბა.

"ჩემი ძმა და დიდიე დროგბა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს და დიდ პატივს ვცემ. ჩემი ძმა ლაგოსის ქუჩებში მუშაობდა და სპორტულ გაზეთებს ყიდდა - ის გზის პირას, მანქანებს შორის იდგა, ხელში გაზეთების დასტით. ის იყო ის, ვინც შთამაგონა, რომ ბევრი მემუშავა. მისი დანახვა, თუ როგორ ცდილობდა ფულის შოვნას, რაც არ უნდა რთული ჩანდეს ეს, ჩემთვის მაგალითი იყო.

ჩემი კიდევ ერთი მაგალითი დიდიე დროგბაა. ვუყურებდი როგორ თამაშობს, როგორ ცხოვრობს ფეხბურთის გარეთ. მადლიერი ვარ მისი, რადგან ჩემი წარმატების ნაწილს მას მივაწერ. ვცდილობდი, მისი ზოგიერთი თვისება, თამაშის ელემენტები, რამაც ის თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად აქცია, გადმომეტანა", - ამბობს ოსიმენი.

alexandre
ძალიან მაგარი ფორვარდია. როგორც ხვიჩა ამბობს, კარგი მეგობარიო, გვერდში მდგომი. ადამიანიც მაგარი, რა რთული გზა გაიარა, არ ივიწყებს თავის ფესვებს! ჰო და დიდ წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
"შოკში ვარ" - ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...