რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და 6-კვირიან მარათონს 15 მარტს მადრიდში დაასრულებს.

ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება. პირველ ეტაპზე 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.

2025 წლის მსგავსად, ბორჯღალოსნები გაისადაც ა ჯგუფში ითამაშებენ და მისი მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნებიან. ამჯერად შეიცვლებიან მასპინძელი გუნდები და შვეიცარიასა და ნიდერლანდებს სტუმრად ვეთამაშებით, ესპანეთს კი თბილისში დავუხვდებით. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.

ჩემპიონატს შვეიცარიასთან მატჩით 8 თებერვალს, ივერდონში ვიწყებთ; ნიდერლანდებს 15 თებერვალს ამსტერდამში ვეწვევით; ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დავასრულებთ.

ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. თითოეული ჯგუფის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ, ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს ერთ ლოკაციაზე, მადრიდში შედგება.

ამრიგად, 2026 წლის თებერვალ-მარტში, ბორჯღალოსნები საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში მხოლოდ ორ თამაშს გამართავენ - ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ნახევარფინალს.

მანამდე კი მათ ნოემბრის სამი ტესტ-მატჩი ელით საქართველოში - 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, შესაბამისად აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან. სამივე შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

6 ერი,კომერციული ტურნირიაო,არ გვიღებენ,არადა იქ მოთამაშე გუნდები შესარჩევის გარეშე იღებენ,მსოფლიოს თასის საგზურებს,იმ საუკეთესო 12 თუ რამდენი გუნდია,იქაც რომ ვერ მოხვდნენ,მაშინაც კი.ვის უნდა გაეჭიმო?სამართალს მაინც ვერ ვიპოვით.ჩვენი ამოცანაა,ქართული რაგბი,უფრო ხელით თამაშზე ორიენტირებული გახდეს,სანახაობრიობაც რომ ექნებათ და მაყურებელს მიიზიდავს.თუ ეს შევძელით,ჩვენი ნაკრები,ფინანსურად მომგებიანი შეიძლება გახდეს და მაშინ,ისინიც მიგვიღებენ.აღარავის უნდა,მხოლოდ ფიზიკაზე დაფუძნებული,ერთფეროვანი,მექანიკური რაგბი,შემოქმედებითი მუხტის გარეშე.ბავშვთა რაგბი უნდა შევცვალოთ,ამ მიმართულებით,7 კაცა რაგბი განვავითაროთ,ახალგაზრდა მწვრთნელები განვავითაროთ,ამ მიმართულებით და ახალგაზრდულ ფესტივალებზე,ბავშვებისაგან გამარჯვებებს კი არ ვითხოვდეთ,ბავშვებისაგან,არამედ ტექნიკური უნარების დახვეწას და მრავალმხრივ მორაგბეებად ბავშვების გაზრდას.მხოლოდ ფიზიკური რაგბი,რეგრესისთვის იქნება განწირული,ისე როგორც ჩავარდა რუმინული რაგბი.წესებში ბოლო წლებში მიღებული ცვლილებები,შეუქცევადად მიდის უხეში ძალის გამოყენების ნორმირებისაკენ და შესაბამისად,ჩვენც თუ არ შევიცვალეთ,მალე სხვებზე უკან აღმოვჩნდებით.
რეზო
როგორც იმ მზეობა სუპერ თასიდან გავედით, აქედანაც უნდა გავიდეთ. სხვა გზა არაა. გასარისკია. საერთოდ ვერ მოგვკვვეთავენ და იქნებ ამან დაძრას პროცესი.
Левани
Месаме адгилзе гасули гунди шехвдеба меотхе адгилзе гасулс5-8 адоилисатвис 1-2 Ертманетс Нахеварфиналши
Tornike
რა კაი ტურნირია. პირველი მესამეს ხვდება. მეორე კი ალბათ ვერ გადის ნახევარფინალში. ეხლა არ გინდა იჩალიჩო, რომ მესამეზე გახვიდე. ესეთი ფორმატი ისტორიაშია შესატანი.
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | უკეთესი ადგილის დასაკავებლად მსოფლიო თასის კენჭისყრისთვის
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მზადება დაიწყო