"კადისის" შემტევი იური ტაბატაძე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებას გამოეხმაურა.

"ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ოცნება ხდება, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველაზე მაღალი დონეზე - ეს თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. განსაკუთრებული მომენტია, როცა ესპანეთის წინააღმდეგ თამაშობ, რადგან შეგიძლია შენი შესაძლებლობები ლა ლიგის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოცადო. ჩემთვის ეს დიდი პატივია. როცა შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი თითოეული ბურთისთვის, თითოეულ ეპიზოდში, იმისთვის, რომ შენი ხალხი გააბედნიერო.

ეს განსაკუთრებულია, რადგან ჩემი შემდეგი ნაბიჯი, ისევე როგორც "კადისის" შემდეგი ნაბიჯი, ლა ლიგაში თამაშია. ასე რომ, შემიძლია ჩემი თავი გამოვცადო ლა ლიგის მოთამაშეების წინააღმდეგ, რათა გამოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და გავიგო, როგორ შემიძლია ასეთ დონეზე თამაში.

ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს "ალმერიასთან" თამაშში, რადგან ვერ შევძლებ ამჯერად "კადისის" დახმარებას. ამიტომ ვუსურვებ წარმატებას ჩემს თანაგუნდელებს და მჯერა, რომ შეგვიძლია "ალმერიასთან" გამარჯვება, - თქვა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას 15 ნოემბერს ესპანეთის (თბილისში), 18 ნოემბერს კი ბულგარეთის (სოფიაში) წინააღმდეგ გამართავს.

კადისი მეექვსე ადგილზეა და 12 თამაშში,მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი.ახლად გადასულმა ტაბატაძემ,პირველივე მატჩებში გაიტანა გოლები და გუნდს ქულები მოუპოვა,მაგრამ მასთან ერთადაც კი,ასეთი შედეგიანობის მქონე გუნდისაგან,ლა ლიგაში გადასვლაზე ფიქრიც კი არასერიოზული მგონია.მაგრად უნდა მოუმატონ,შედეგიანობას და შეტევის სიმწვავეს.ტაბატაძეს შეხედავენ,ფეხბურთელებს,გუნდის შიდა სამზარეულოს და მოთხოვნებსაც გაეცნობა,რომ სამომავლოდ,უფრო შინაურად იგრძნოს თავი.სანიოლიც საშინაო დავალებებს მისცემს და შეხედავს,მის პროგრესირებას.თუ შესაძლებელი ახდა,შესაძლოა მოედანზეც გამოუშვას,თუნდაც სიმბოლურად,რომ პირველი მატჩის მღელვარება გადალახული ჰქონდეს.მოკლედ,ვულოცავ ნაკრებში გამოძახებას და ვუსურვებ წარმატებებს.იმედი ვიქონიოთ,რომ სულ მოუმატებს და მოუმატებს.
მეგრელი
ბატონო დონალდ, ალავერდი ვისთან ხართ?)))
იური გავრილოვი
ახლა ფიოდორ ჩერენკოვი მყავდეს, მე და ტაბატაძე ჯერ იბერიელებს გავხევდით შუაზე და მერე იმ მეორე გუნდსაც ბულგარულ წიწაკას დავაყრიდით თავზე.
იური მოდის
სად დაერხა ესპანეთს?!
იური ნიკულინი
ზდაროვა იური!
იური გაგარინი
ჰაა, წამოვდგე?
o.k.
წარმატება იურის.. მაგრამ თუ შეთამაშება არ მოხდა გუნდის, ძნელია წარმატების მიღწევა ძლიერ გუნდებთან, ორი ფეხბურთელი არ გვაყავს ერთი გუნდიდან..
იური
საღადაოდ გვაქს საქმე, ბატონო დონალდ? ესპანეთს თუ ჰეთ-თრიქი არ შევუსრულო, აგერ მე და აგერ გერმანია.
დონალდ ტრაპაიძე
ერთი კაცი იყო დიეგო მარადონა და ერთი კაცი იყო პელე.მათ თავიანთი შრომისმოყვარებითა და სამშობლოს სიყვარულით ძლიერად იბრძოლეს და შექმნეს მთელი ეპოქა...(რა თქმა უნდა,გუნდის გარეშე ვერ ითამაშებ:).ერთი კაცი ცოტაა თუ ბევრია? მგონია,რომ საიდუმლო სიყვარულშია,რომელიც ასაზრდოვებს შემართებასა და გამარჯვებას. იური-ბატონო,თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ,რადგან გაქვთ მთავარი - სიყვარული!!!თავდადება არის ის,რაც არასოდეს არ იკარგება;რაც რჩება სამუდამოდ,რაც არ უნდა იღადავონ ზოგიერთებმა. :)
alexandre
იური! წარმატებებს გისურვებ! ასეთი გულანთებული იყავი მუდამ, როდესაც შენი სამშობლოს დაცვა მოგიწევს საფეხბურთო მინდორზე! გაიხარე,გენაცვალე!
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
"ჰაიდენჰაიმი" ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
რატომ არის სმარტ საათი სპორტსმენის საუკეთესო მეგობარი
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
"უბრალოდ თქვა, რომ თამაში უნდა, ასე როგორ გაანადგურეთ?" - მერსონმა სალაჰი დაიცვა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
იური ტაბატაძის "კადისი" წინ მიიწევს
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
[VIDEO] ტაბატაძემ "კადისს" მოაგებინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ