ბარსელონას ლეგენდა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ანდრეს ინიესტა პერუში ფინანსური თაღლითობის სკანდალში გაეხვა. ადგილობრივი პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის ცენტრშიც ინიესტას კომპანია "არასდროს თქვა არასდროს" (NSN) და მისი სამხრეთამერიკული ფილიალი აღმოჩნდა.

41 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს ბრალად ედება მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რომელმაც პერუელ ბიზნესმენებს 600 ათას დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. პროკურორების ცნობით, ინვესტორები კომპანიაში გარკვეულ თანხას დებდნენ სპორტული და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, თუმცა პროექტების უმეტესობა ჩაიშალა, ხოლო ფული - გაუჩინარდა.

სასამართლოში კომპანიამ Gucho Entertainment SAC-მა და სხვა ინვესტორებმა სარჩელი უკვე შეიტანეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინიესტას სახელი და იმიჯი გამოიყენეს გარანტიის სახით ღონისძიებებისთვის დაფინანსების მოსაზიდად. ორგანიზატორები, NSN-ი და მისი ფილიალი დაპირებულ ღონისძიებებს ვერ ასრულებდნენ და ინვესტორების კაპიტალი არ დაუბრუნებიათ.

ინვესტიციები, დაპირებები და ჩავარდნილი ფესტივალების პროექტების სერია 2023 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ინიესტამ პაულ ვალდერამა რუბიოსთან და კარლოს გომეს პინტორთან ერთად დააარსა - NSN South America. ფეხბურთელი თავადაც მონაწილეობდა კომპანიის პოპულარიზებაში, რაც, გამოძიების ვერსიით, გამოყენებულ იქნა ადგილობრივი ბიზნესმენების დასარწმუნებლად.

NSN South America გეგმავდა მასშტაბურ ღონისძიებებს, მათ შორის: Upa Upa Fest — ერთადერთი ღონისძიება, რომელიც მაინც გაიმართა, თუმცა ფინანსურად წარუმატებლად. ამხანაგური მატჩი პერუს "სენსიანოსა" და ეკვადორის "ელ ნასიონალს" შორის. K-Pop Music Fest და ლეგენდების მატჩი პერუსა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. შედეგად, მხოლოდ პირველი ფესტივალი შედგა, თუმცა ზარალმა დანარჩენი ღონისძიებების გაუქმება გამოიწვია.

გაკოტრება და ბრალდებები:

2024 წლის ივნისში NSN South America გაკოტრებულად გამოცხადდა და ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის გამოძიება უკვე მიუთითებდა ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და ამასთან ერთად ანგარიშებს, რომლებიც არასდროს ყოფილა აქტიური. ერთ-ერთი დაზარალებული, ივან პეტროცი, ამტკიცებს, რომ 35 ათასი დოლარი ჩადო ამხანაგური მატჩის ორგანიზებაში, რომელიც "ბარსელონასა" და "სპორტინგ კრისტალს" შორის მაიამიში უნდა გამართულიყო. სხვა ინვესტორები, ხუან მანუელ ვარგას ალვა და ხორხე ალბერტო იანიეს ხილსი აცხადებენ, რომ ჩადებული თანხები (15,000 და 14,850 დოლარი) უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პერუს პროკურატურის ცნობით, NSN South America-ს ფინანსური ანგარიშის დეტალური აღწერა არსადროს წარმოუდგენია, ხოლო ინიესტას მთავარი კომპანია უშუალოდ უკავშირდება სავარაუდო თაღლითურ სქემას. ამ დრომდე არცერთ ფიგურანტს არ მიუცია ჩვენება. ინვესტორების განცხადებით, ინიესტას სახელი და რეპუტაცია სწორედ იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ მათთვის სანდოობის შთაბეჭდილება შეექმნათ. შედეგად კი, დაკარგული ფული, გაუქმებული ღონისძიებები და გაკოტრებული ფირმა დარჩათ.

მეგრელი
მიუსვამენ რომეო მიქაუტაძეს ამასაც ))))
ლუკა-ს
ხომ კარგად ხარ? მშვიდობა გაქვს?)))
ლუკა
უცხოეთიდან გადმოგზავნილი თანხები, რომლებიც ხმარდება, ნაც რადიკალების დაფინანსებას: საქართველოს აოხრებას, გადატრიალებას და გადაწვას, ინიესტას "კაპიკები" რა მოსატანია?
jo
შენ უბრალოდ პარლამენტში არ ხარ და გეტყობა არც პარლამენტარები გყავს სანათესაოში, საძმაკაცოში. ვწუხვარ.
მალხაზ ჯობავა
600 ათასი რა თანხაა, მაგდენი ჩვენი პარლამენტარების ცოლებს და საყვარლებს ბარდაჩოკში უგდიათ. შენ მაგი ნახე მთავრობა და ბიზნესმენები მილიარდებში რომ გვაგდებენ საქარტველოს მოსახლეობას თორემ, პერუს ბიზნესმენების რაღაც ათასებში გადაგდება რა მოსატანია.
გიგა
მე მგონი ჩემს გარდა, ყველა თაღლითია!
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა