ევროპის 6-გზის ჩემპიონი საქართველო ტიტულის დაცვას პოლონეთთან მატჩით იწყებს. ჩვენი 18-წლამდელები ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ხვალ გამთენიისას გაემგზავრებიან, 1/4-ფინალურ შეხვედრას კი 15 ნოემბერს, „მარკეტა სთედიუმზე“ ჩვენი დროით 13 საათზე გამართავს.

18-წლამდელთა ტურნირების ფორმატიდან გამომდინარე სამატჩო განაცხადში 26-ივე მოთამაშე იქნება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა დამწყები 15, რომელთაგან 13-ს, წელს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ექვსი ერის ფესტივალზე, ან სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე უთამაშია.

დამწყებებიდან დებიუტანტები არიან ბურჯი ლუკა ბარბაქაძე და მესამეხაზელი გიორგი ქევანიშვილი. ორი ასეთი მოთამაშეა მარქაფაშიც - იაგო ღუდუშაური და ალექსანდრე გაგუა.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს 18 ნოემბერს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

2025 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

1/4-ფინალი. 15 ნოემბერი. 13:00 (საქ. დრო)

საქართველო - პოლონეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. გიორგი ქევანიშვილი (აია), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ყაზბეგი), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), 19. საბა გიორგიძე (ლელო), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 24. გიორგი მუშკუდიანი (აია), 25. ლუკა ჭაკუა (ლელო), 26. გიორგი არძენაძე (ფოთი)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

ესპანეთი - ბელგია

ნიდერლანდები - გერმანია

ჩეხეთი - პორტუგალია

Rugby.ge

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან