პსჟ-ს შესახებ RMC-ს ტელეარხზე გადაცემა After Foot-ში ჟურნალისტებმა დანიელე რიოლომ და ფლორან გოტრომ ისაუბრეს. მათ უპასუხეს კითხვაზე - პარიზული გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სპეციალურად შერჩევით უდგებიან და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მონდომებული თამაშობენ, ვიდრე ლიგა 1-ში?

დანიელე რიოლო: „ირჩევენ თუ არა შეხვედრებს? ვერ გეტყვით, ამის სათქმელად დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ამას განზრახ აკეთებენ, მე კი დარწმუნებული არ ვარ. ლუის ენრიკე დაუდევრობას არ მოითმენს, როდესაც ფეხბურთელები უგულოდ თამაშობენ და ბოლომდე არ იხარჯებიან. შაბათს „ლუი II“-ზე ვიტინიას ძმა იყო, ჟოაო ნევეშის ძმაც, ფაბიან რუისის ნათესავი, ვფიქრობ, მათ ისინი ვერ იცნეს. ამ სამის ასეთი ცუდი თამაში უბრალოდ შოკია.

ხვიჩა კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს. გამიზნულად ირჯებიან ასე? მე ამას უფრო მენტალურ დეკომპრესიას დავარქმევდი. ქვეყნის პირველობაზე ჩვეულზე მეტი მატჩები წააგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ უკეთ გამოდიან. ეს სიახლე არაა, ნორმალურია, ჩავარდნები მუდამ შეინიშნებოდა, ასე ხდებოდა, როდესაც მწვრთნელი ლორან ბლანი გახლდათ. მაშინაც სხვადასხვა ტურნირზე სხვადასხვაგვარად ასპარეზობდნენ. თვით „ტოტენჰემთანაც“ მიუხედავად ანგარიშისა, პსჟ ძალიან არ დომინირებდა, არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად მოქმედებდნენ.

ფლორან გოტრო: „არ მგონია, რომ შეხვედრებს გამიზნულად შერჩევით უდგებიან, რადგან თამაშს „ტოტენჰემთანაც“ ვერ აკონტროლებდნენ. სჯერათ, რომ ლიგა 1-ში უპირატესობა გააჩნიათ და ფეხბურთელთა დამოკიდებულებას თავისდაუნებურად ეს განაპირობებს. თუმცა, ბევრი რამ საგანგაშოა, რაც შედეგებში აისახა. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდ მატჩებში ნუნო მენდეშის და განსაკუთრებით აშრაფ ჰაკიმის გარეშე დარჩენამ, დეზირე დუეს და უსმან დემბელეს არყოფნამ პრობლემები შექმნა“.

rona
კაით რა დაისვენა რის დაღლა ამდენხანს, ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიაა, რამე პრობლემა თუ შეხვდა მოედანზე(ყველა დარტყმა და ყველა პასი არ გავა) ან მოედნის გარეთ(მეუღემ სამწუხაროდ ბავშვი დაკარგა) უჭირს მერე ამ დისკომფორტიდან იოლად გამოსვლა, ამიტომ მუდამ პირადი ფსიქოლოგი უნდა ყავდეს.
გიორგი
რასაც ამბობენ სისულელეა! საქმე სულ სვა რამეშია! კერძოდ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გუნდმა ვარჟიში სულ რაღაც 2 კვირაში გააგრძელა და დასვენება სრულფასოვნად ვერ შეძლო რის გამოც, ასეთი დატვირთული სეზონის შემდე, რეაბილიტაცია ვეწღარ მოახერხა რაც დღემდე გრძელდება! ვფიქრობ,(და არა მარტო მე) რომ დრო ამ ჩემპიონატისთვის ( მსოფლიო საკლუბო) არასწორადაა შერჩეული და ტურნირიც ზედმეტადაა გაწელილი! ეს არის ყველაფრის თავი და თავი!!!!!
ჟორა
დასირებულო უგნურებო, ჩემპონატის დაწყების შემდეგ ნახევარი გუნდი დამტვრეულია და რაღა გამორჩეულ თამაშზეა საუბარი? საერთოდ კი ეს აუცილებელიცაა, რადგან მთელი გუნდი ტრამვირებული ხომ არ იქნება? ფეხბურთში არის თამაშები, რომლებსაც შეიძლება ფეხიც შეწირო და თავიც, მაგრამ ასეთ თამაშს სეზონზე 8-10-ის მეტს ვერ ითამაშებ და თუ ის თამაშები ლიგაზე იქნება, რაა აქ ცუდი?
მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[PHOTO] საფონოვი კვარაცხელიას უკან იდგა და სურათიდან ამოშალეს - არშავინმა შევალიეს გვამი უწოდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
ხვიჩა და პსჟ კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულისთვის კატარში ითამაშებენ
"ზუსტად იგივე ვუთხარი "კვარას", როცა პირველად შევხვდი" - რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?
მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
"ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია" - მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო