სუპერლიგის მე-7 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ სუპერლიგაში “ა” ლიგიდან ამოსული “რუსთავი” ჩავიდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ ზღვისპირელებს უკანახაზელი – ამარი ჰარდი გამოუჯანმრთელდა და ისედაც კარგად ჩატარებული საწყისი მატჩების შემდეგ მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. ბედის ირონიით, სწორედ დღევანდელ მატჩში დაუშავდათ ბათუმელებს მეორე ლეგიონერი – ჯერემი შოუ, რომელმაც მატჩის მიწურულს მართლაც შოუს ელემენტის შესრულების დროს ტრავმა მიიღო.

ჯერემი შოუმ ბურთი ეფექტურად ჩატენა და იატაკზე დაშვებისას მუხლი ამოუვარდა. ამ დროს საქმე უკვე მოთავებული იყო – ბათუმი 10 ქულით უგებდა “რუსთავს”, თამაშის დასრულებამდე კი 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. ჯერემი შოუსთვის ეს იყო 23-ე ქულა და ის ბათუმელთაგან საუკეთესო ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მასზე მეტი – 25 ქულა მესამე ლეგიონერმა, მაირინ ტომასმა მიითვალა, რომელმაც პლუს 13 მოხსნაც გაიფორმა.

რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს, თამაშის მსვლელობისას კი მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ხომ გაუწიეს და რამდენჯერმე გადაასწრეს კიდეც. ჩინებული დანამატი ჰყავთ ქვემოქართლელებს კორტლენდ მარტინის სახით, რომელმაც რუსთავში სადებიუტო მატჩში 5 სამქულიანი ჩააგდო. თავის მხრივ ტრავმა რუსთავის მოთამაშემაც მიიღო. მეორე პერიოდში ვილი ისიანი ფარზე შესვლის დროს ჯარიმით გააჩერეს, რომელიც უხერხულად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც სტუმართა პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

საბოლოოდ ბათუმმა შეხვედრა 102:93 (სტატისტიკა) მოიგო და ცხრილის მე-6 საფეხურზე გამაგრდა. სუპერლიგის მორიგი, მე-8 ტური 5 ქალაქში – ქუთაისში, თბილისში, ტყიბულში, რუსთავსა და გორში, 12, 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.

GBF

დაგაგვიანდა გენო
ვა, თეთრი კალათბურთელიც თამაშობს ჩვენთან? ეს უკვე მიღწევაა.
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა