ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსმა" "მილუოკი ბაქსი" 111:105 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კანადელთა ლიდერი ბრენდან ინგრამი გახდა, რომელმაც 35 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "ტორონტო რაპტორსი" 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. სანდროს გუნდი მორიგ შეხვედრას 21 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება NBA-ში მოთამაშე მეორე ქართველს, გოგა ბითაძეს, მისი "ორლანდო მეჯიქი" "დენვერ ნაგეთსთან" 115:126 დამარცხდა.

გოგამ მოედანზე 19 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა 1 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჯამალ მარი გახლდათ, უკანახაზელმა 36 წუთში 32 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

მატჩი სამმაგი დუბლის გარეშე არც ნიკოლა იოკიჩმა დაასრულა, გენიალურმა სერბმა 38 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ორლანდო" 15 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" 21 დეკემბერს "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდება.

alexandre
ვულოცავ სანდროს! წსარგებლიანობით უკვე თითქმის ყველა მატჩში მინიმუმ მესამეა გუნდში! ამჟამად დროში პირველი, ქულებში მესამე! ბედნიერი ყოფილიყოს შენთვის, "მამუ"' გოგასთვის, ყველა ქართველი სპორტსმენისთის ახალი 2026 წელი! და ისეთი გამხდარიყოს თქვენი სამშობლო, რომ კარიერის დამთავრების შემდეგ, დიდი სიხარულით ჩამოსილიყავით აქ საცხოვრებლად. და იმედია 2026 წელს საფუძველი ჩაეყრება ბედნიერი საქართველოს გამთლიანებას, აღმშენებლობას. სიხარული, ბედნიერება, ურთიერთპატივისცემა და ქართველ ხალხს მონდა ვუსურვო!
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ბოსტონთან" სასტარტოში იყო - სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის პასი და ქუიკლის გასროლა - "ტორონტომ" "შარლოტი" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ბოსტონთან" სასტარტოში იყო - სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] ბითაძის კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ორლანდომ" "ინდიანა" 2 ქულით დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა - სანდროს ბრწყინვალე მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილი V ბითაძე - "ტორონტომ" 21-ქულიანი ქამბექი შეასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი "ატლანტასთან" - "ტორონტომ" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა