საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პარიზული დერბი კიდევ ერთხელ შედგება - პსჟ "პარიზს" დღეს საღამოს, ჩვენი დროით უკვე 13 იანვარს, 00:10 საათზე დაუპირისპირდება.

ამ გუნდებმა ჩემპიონატში 4 იანვარს ითამაშეს და ლუის ენრიკეს ბიჭებმა საკმაოდ რთულად (2:1) გაიმარჯვეს. როგორც ჩანს, ახალი წლიდან ესპანელი მწვრთნელი ოპტიმალური შემადგენლობის მაქსიმალურად დატვირთვას აპირებს. ვნახოთ, თასზე რა იქნება.

ამ გუნდებმა ტურნირზე ერთი ეტაპი მარტივად გაიარეს. საფრანგეთის სუპერთასზე "მარსელთან" გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. პარიზული გრანდი ამ ტურნირის რეკორდული, 16-გზის გამარჯვებულია.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა შინ ბოლოს "ბაიერნთან" (1:2) წააგო და საკუთარ მოედანზე ყოველთვის შედეგიანია. ინფორმაციისთვის, 12 პლის წინ პსჟ ამ ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

ენრიკეს გუნდის დანაკლისზე მოგეხსენებათ - ჰაკიმი და მბაიე ნაკრებში არიან(აფრიკის თასის ნახევარფინალში), მეკარე საფონოვი კი ტრავმირებულია. შევალიეს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ თასზე მესამე კიპერს, 19 წლის იტალიელს, რენატო მარინის ვიხილავთ. სუპერთასის განაცხადში ლი მოხვდა, ნჯანტუმ კი ტრავმა ვერ მოიშუშა.

სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცემა და მის გამოჩენას მეორე ტაიმში ველით. მოგეხსენებათ, "პარიზის" მეკარე ტრაპთან "კვარას" "ძველი ანგარიშები" გააჩნია.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:მარინი - ბოლი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - ვიტინია, ზაირ-ემერი, მაიულუ - დემბელე, რამოში, ბარკოლა.

დღეს, 23:45 სთ, ინგლისის FA თასი, 1/32-ფინალი

ლივერპული (გიორგი მამარდაშვილს სასტარტოში ველით) - ბარნსლი.

მარი
რა თქმა უნდა ბარკოლა არ ჩააწვდიდა ბურთს კვარა რომ ყოფილიყოს რამოშის ადგილას. საერთოდაც რომ ჩააწოდა საკვირველია, მაგრამ ბურთი თავზე დაეცა და ვეღარ გარისკა, აი კვარას დროს გარისკავდა და არაფრად ჩააგდებდა გოლს თუ ვერ გაიტანდა.
gigla-ს
გიგლა, არ გეწყინოს, მაგრამ თამაში აშკარად არ გიყურებია და რომელიღაც სხვა მატჩზე წერ. რა დამატებითი დრო, რის გატანილი პენალტი. ბარკოლას პენალტი არც დაურტყამს.
ჯუღმაიძე
გაუმარჯოს კვარას და მამარდას! ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!
ჟორა
ბარკოლასგან იმ პასს ნაკლებად თუ ვინმე ელოდა, რადგან თვითონაც შეეძლო დაერტყა, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა რამოშის ადგილზე კვარა რომ ყოფილიყო.
პატრიოტი
არ გესმის ფეხბბურთი გიგია, ხვიჩამ რომ ბარკოლას აჯობა ( ამას კი ბევრი არ ელოდა ) ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მან (ხვიჩამ) ბოლო თამაშიც კრგად ითამაშა, ჩაიხედეთ შეფასებებში
ჟორა
ხვიჩა დაღლილი არაა, მაგრამ ტრამვას უნდა მოარიდონ, რადგამ ხშირად ურტყამენ ფეხებში. კვარა ლიგაზე გიჟივით თამაშობს და იქ უფრო საჭიროა მისი თამაში, ვიდრე საფრანგეთის თასზე.
L.J.
Romel damatebit droshi megobaro???pirdapir penlebi daartyes 😃😃😃tan barkolas ar dauryams penali marseltaan
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
ვერ გაუსწორებს ხვიჩა ძველ ანგარიშებს ტრამპს და აგერ არაა ზარქუა? მიხედავს ბიჭი.)))))))))))))
gigla
გასაგებია რომ კვარა ჩვენია და ობიექტურები ვერ ვიქნებით მ/შორის ვერც მე, მაგრამ როდესაც საუბარია მის დასვენებაზე,ცოტა კომიკურია.. სუპერთასზე ფაქტიურად ერთი ტაიმი ათამაშეს,ისე როგორც წინა თამაშებში, ე.ი. სათამაშო დრო შეზღუდული აქვს და დასვენება არაფერში სჭირდება,პირიქით მეტოქე არც ისე ძლიერია და იქნებ შეაგდოს და სტატისტიკა გაიუნჯობესოს,თუ არა და ლამის მცველად გადააქციეს...კიდევ, აქ სავარაუდო შემადგენლობაში ბარკოლა მოიაზრეთ, არა და თუ დასვენებაზე მიდგა საქმე ლოგიკურად მას უფრო ეკუთვნის დასვენება ვიდრე კვარას,სწორედ კვარა შეცვალა მან ფინალლში და ჩემდა სამწუხაროდ ერთ-ერთი საუკვეთესო იყო პსჟ_ში, მშვენიერი ასისტი, მაგარი თამაში დამატებით დროში და შესრულებული პენალტი, მისი დიდი დამსახურებაა თასით ხელში რომ ხტუნაობდნენ მაკაკებივით პსჟ-ს "ვასკვლავები" მატჩის შემდეგ, მათ შორის კვარაც...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ფრანგული გამოცემა: ზაბარნი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, მაგრამ ლუის ენრიკე აფასებს
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა