ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურის წინ არც ერთი ნახევარფინალისტი არ იყო გამოვლენილი. 3 მატჩის შემდეგ კი გუნდები ასე დაწყვილდნენ: თსუ – ვსა, ქუთაისი – რუთსავი. დებულების თანახმად, ნახევარფინალის საგზურები ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულებმა მიიღეს, რომლებსაც მეოთხე გუნდად საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატათ. ეს აღმოჩნდა კლუბი რუსთავი, რომელმაც სხვა ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე გასულ რაშს და მარგვეთს ბურთების შეფარდებით აჯობა.

A ჯგუფი – ივერიონი vs ვსა 102:109 (რუსთავი ისვენებდა)

ამ მატჩის სპორტული ინტრიგა მიზერული იყო. გორის ივერიონს მინიმუმ 10 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, ნახევარფინალში გასვლის შანსი რომ ჰქონოდა, თუმცა სატურნირო ვითარება ისეთი იყო, რომ 11 ქულით გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა.

გორელებს ჯგუფიდან გასვლის იმედი ფაქტობრივად გადაწურული ჰქონდათ, რადგან მესამე პერიოდის მე-7 წუთისთვის 22 ქულით აგებდნენ. მოხდა ისე, რომ ივერიონმა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლო. მატჩის ძირითადი დრო 93:93 დასრულდა. ოვერტაიმში ვსა-მ 109:102 გაიმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. გორის ივერიონი კი ბოლო ადგილზე დარჩა.

რუსთავი მეორე ადგილზე გავიდა თითო მოგება-წაგებით და ბურთების -1 შეფარდებით. ყველაფერი დარჩენილ მატჩებზე იყო დამოკიდებული, გადაასწრებდა თუ არა რომელიმე მეორეადგილოსანი რუსთავს.

B ჯგუფი – ორბი vs თსუ 83:90 (რაში ისვენებდა)

ამ ჯგუფში ისეთი ვითარება იყო, რომ თსუ-ს გასვლა თითქმის გარანტირებული ჰქონდა. მიზანი მარტივი იყო – უნივერსიტეტელებს 17 ქულით არ უნდა წაეგოთ, თორემ პირველ ადგილზე ორბი გადავიდოდა, თსუ-ს კი მეორე ადგილიდან ეცდებოდა ნახევარფინალში გასვლას. თამაში ისე დაიწყო და მიმდინარეობდა, რომ ორბს იმედი გაუჩნდა. ერთი ხანობა ტყიბულის გუნდი 12 ქულითაც იგებდა, მაგრამ მესამე პერიოდში ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

თსუ-მ მესამე პერიოდი 25:15 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ ქულით დაწინაურდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 90:83 გაიმარჯვეს. ორიდან 2 მოგებით თსუ პირველ ადგილზე გავიდა, მოუგებელი ორბი კი, ცხადია, მესამე ადგილზე დარჩა. მეორეზე გასულ რაშს ბურთების -5 შეფარდება დაუგროვდა, რუსთავს ჩამორჩა და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

C ჯგუფი – მარგვეთი vs ქუთაისი 63:88 (გურჯაანი ისვენებდა)

ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა პირველ ადგილზე გასულის ვინაობა. მარგვეთმაც და ქუთაისმაც წინა ტურებში ჯგუფის მესამე წევრი – გურჯაანის დელტა დაამარცხეს და ერთმანეთს პირველი ადგილისთვის შეერკინნენ. ქუთაისის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, რადგან წაგების შემთხვევაშიც კი ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გადიოდა.

თუმცა როცა საქმე ბურთების შეფარდებას ეხება, ლიმიტი არსებობს და ეს გახლდათ 38. სწორედ ამდენი ქულით არ უნდა წაეგო ქუთაისს, რათა საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსი არ დაეკარგა. ეს ფანტასტიკის სფერო იყო და არც მომხდარა. ქუთაისმა დამაჯერებლად აჯობა მარგვეთს, რომელსაც 6 ქულით წაგებაც აძლევდა ხელს, ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასულიყო. 25 ქულით წააგო და მარგვეთი მეორეადგილოსანთა შორის რუსთავის უკან აღმოჩნდა.

ქუთაისი საუკეთესო პირველადგილოსანი აღმოჩნდა, რადგან 2 მატჩი ჯამში 62 ქულით მოიგო და თსუ-ს აჯობა. შესაბამისად, ნახევარფინალში გასული გუნდები შედეგების მიხედვით ამ თანმიმდევრობით განლაგდნენ: ქუთაისი, თსუ, ვსა, რუსთავი. დებულების თანახმად პირველი მეოთხეს შეხვდა, მეორე – მესამეს.

ნახევარფინალები 13 იანვარს, დიღმის არენაზე გაიმართება, ხოლო ფინალი – 15 იანვარს.

GBF.GE

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა