ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 108:104 დაამარცხა. რეზულტატი გუნდების ლაზარეთიდან გამომდინარე მოულოდნელი იყო.

მასპინძელთა მხრიდან გუნდს ჯამალ მარი, კრისტიან ბრაუნი, ნიკოლა იოკიჩი, იონას ვალანჩუნასი და კამერონ ჯონსონი აკლდათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი შემადგენლობის 4 მოთამაშის არყოფნაში შეძლეს და "ირმების" ბარიერი წარმატებით გადალახეს. მივყვეთ სტატისტიკას...

ფაქტია, მეორე სუნთქვა გაეხსნა ტიმ ჰარდევეი ჯუნიორს, რომელმაც დღეს 25 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა დააფიქსირა. სეზონის სტარტზე სკეპტიკოსების შეხედულებას კი საშუალოდ 13.8 ქულით, 2.3 მოხსნითა და 1.3 ასისტით უპასუხა.

აარონ გორდონმა 25, ხოლო პეიიტონ უოტსონმა 18 ქულა ჩააგდეს.

ზეკ ნაჯის ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება გახლდათ.

"ბაქსის" მხრიდან, იანის ანტეტოკუმპომ სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

მაილის ტერნერმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ეიჯი გრინმა და ბობი პორტისმა - 14-14.

ამრიგად, ტრავმიანობის მიუხედავად კოლორადოელები წარმატებულ სვლას განაგრძობენ და 26 მოგებითა და 13 წაგებით მრისხანე დასავლეთში მე-3 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" გამართავენ.

ამის საპირისპირო სიტუაციაა "მილუოკიში", "ირმები" 17 გამარჯვებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან, იმავე 14 იანვარს კი "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლებენ.

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა