ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის ფინალში ერთმანეთს თსუ და ქუთაისი შეხვდებიან. ბოლო წლებში ამ გუნდების ჯახი ხშირია, რომლებიც ერთმანეთს ხან საქართველოს თასის ფინალში ხვდებიან, ხან სუპერლიგისაში, ხოლო მემორიალის სატიტულო მატჩშიც ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ.

შარშანდელი ფინალი ძალიან დაძაბული იყო. 2025 წლის 15 იანვარს თსუ-მ დამატებით დროში – 102:95 დაამარცხა ქუთაისი და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალური თასი მეორედ მოიგო. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი უნივერსიტეტელებს ტიტულის მესამედ მოგების შანსი აქვთ, თუმცა თავის მხრივ ქუთაისელებს თავისი გეგმები აქვთ და მათ აქამდე 5-ჯერ მოგებული ტიტულის მეექვსედ აღმართვა სურთ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, რუსთავს აქვს მოგებული, ხოლო ქუთაისელები ზემოთ ნახსენები შედეგით მეორეზე არიან.

დღეს, დიღომი არენაზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში თსუ-მ და ქუთაისმა იმარჯვეს. ორივეს საკმაო ჯაფა დაადგა, მეტოქე გაეტეხა, განსაკუთრებით კი თსუ-ს, რომელიც მატჩის უმეტეს დროს მდევრის როლში იყო. უნივერსიტეტელებს აკლდათ უკანახაზელი, მალკოლმ დრამრაითი, თუმცა უმისოდაც არ უჩიოდნენ შეტევების ორგანიზებას. ვეტერანი გიორგი ცინცაძე ბურთს ჩინებულად ათამაშებდა, რის ხარჯზეც თსუ-ს შეტევები უფრო მრავალფეროვანი იყო.

ვსა უფრო სწრაფად, მობილურად თამაშობდა. ლუკა ლიკლიკაძე და დემარე კინგი ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ, ფარქვეშ კი ტაისონ ჯექსონი და ალექს ჰოლტი თსუ-ს მაღლებს ჯობნიდნენ. ძირითადად ვსა ლიდერობდა, თუმცა თსუ კუდში მისდევდა და რამდენჯერმე დაწინაურებაც მოახერხა. მოერე პერიოდის 25:14 მოგების ხარჯზე ვსა დიდი შესვენებისთვის 10 ქულით დაწინაურდა, თუმცა მესამე პერიოდში თსუ-მ თამაში დაალაგა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ვსა-ს ცენტრი, ტაისონ ჯექსონი საჯარიმოებით დაიტვირთა, აღელვების ნიადაგზე ტექნიკურიც მიიღო და 4 პერსონალურის გამო მესამე პერიოდში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში ვსა ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ თსუ-ს სწრაფი შეტევები კვენტინ ჰარდრიქტისა და გიორგი ცინცაძის სამქულიანებთან ერთად გარდამტეხი აღმოჩნდა. თსუ-მ ლიდერობა მოიპოვა, ბოლო წუთებზე დაცვაში იყოჩაღა და გამარჯვებამდე მივიდა – 95:90.

რაც შეეხება ქუთაისს, ვერ ვიტყვით, რომ გამარჯვება გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ იმერული კლუბი თავიდან ძალიან ჩამორჩებოდა და მესამე პერიოდშიც გვარიანად უკან იყო, გამარჯვება ისე მოიპოვა, არ უნერვიულია. თავად განსაჯეთ – რუსთაველებს სროლა წუვიდათ, განსაკუთრებით კი ვახტანგ გაფრინდაშვილი ჩუბინობდა პერიმეტრიდან და გიორგი ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი 23:5 დაწინაურდა.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 24:10 მოიგეს, პირველი ნახევრის შემდეგ კი 15 ქულით ლიდერობდნენ. მესამე პერიოდი ქუთაისმა 28:8 მოიგო და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. რუსთავი ისედაც 3 ტრავმირებულის (გუგა პატაშური, ლუკა ტაბაღუა, ქიან მეიერსი) გარეშე თამაშობდა და მატჩის პირველ პერიოდში ვილი ისიანიც დაუშავდა. ინერციით რუსთაველებმა ლიდერობა მესამე პერიოდამდე შეინარჩუნეს და შემდეგ ქუთაისელთა ჯერი დადგა.

საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 89:80 მოიგეს და მემორიალის ფინალში თსუ-ს შეუერთდნენ. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის 21-ე გათამაშების სატიტულო მატჩი 15 იანვარს, დიღომი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალზე "ქუთაისმა" გაიმარჯვა
მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან
მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: "დელტა", "თსუ-ჰიუნდაი" და "ქუთაისი"
საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ფინალში "დელტა" და "თსუ-ჰიუნდაი" შეხვდებიან
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო