საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

მსოფლიო რაგბმა 2026 წელს საქართველოში - თბილისსა და ქუთაისში გასამართი ჩემპიონატის დეტალები დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა და პირველად 2009 წლის შემდეგ, მასში კვლავ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეიცვალა ჩემპიონატის სახელიც და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნაცვლად, მას ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა.

განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ა და გ ჯგუფის თამაშები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ბ და დ ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო სამივე თამაშს „ავჭალაზე“ გამართავს - 27 ივნისს უელსთან 18 საათზე; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკასთან და 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაისთან. ნახევარფინალები 12-13 ივლისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 17-18 ივლისს შედგება.

შეგახსენებთ, საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს პირველად 2017 წელს უმასპინძლა და მან მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.

„მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ახალი, თამამი ფორმატით. მონაწილეთა რაოდენობის 16-მდე გაზრდა იმის დასტურია, რომ გვსურს რაგბი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო პოპულარული გავხადოთ და უფრო მეტ ახალგაზრდა მოთამაშეს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა“.

„საქართველომ ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია და ახლაც მოუთმენლად ველით მასთან თანამშრომლობას, რათა ჩავატაროთ მსოფლიო დონის ჩემპიონატი“ - განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბრეტ რობინსონმა.

„სიხარულით და სიამაყით ველოდებით ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება. ამ პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა თბილისსა და ქუთაისში, სამ ფანტასტიურ სტადიონზე, პრივილეგიაა ჩვენი სარაგბო ერისთვის. მზად ვართ უმაღლესი დონის თამაშებისთვის, რომელიც გულშემატკივარს მრავალი წლის განმავლობაში ემახსოვრება“ - აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.

2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც გამოიყენება ბოჭვის დაწევის მეთოდიკა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს თავთან კონტაქტის ალბათობა. ეს ინიციატივა მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა ნაკარნახები და ის წარმატებით დაინერგა შიდა ჩემპიონატებში.

Rugby.ge

გიორგი
მეორე ადგილი სავსებით რეალურია. მგონი ყველაზე უკეთესი ჯგუფია. მართალია, მართალია მერჩივნა პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან, მაგრამ ეს მეტისმეტი იქნება. წარმატებები!!!
alexandre
2026 წელს წარმატებები ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს! მინიმუმ მეორე ადგილი ჯგუფში, თუმცა, ნამდვილად რთული ამოცანაა. მაგრამ, ნამდვილი ლომები გვეზრდება და ყვრლაფერს დადებენ ხალხის გასახარად!
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ