ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, პირველ ტურში საქართველოს ნაკრები რიგაში მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მესამე წუთზე გერმანს მატიუშენკომ გახსნა, ამის შემდეგ ასათიანის გუნდი გააქტიურდა და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნა, პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრების მეკარეს თორნიკე ბუკიას შესანიშნავი შანსი ჰქონდა, იგი მეტოქეებს უყურადღებოდ დარჩათ და კარსაც მიუახლოვდა, თუმცა მისი დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0:1 დავთმეთ.

მეორე ტაიმი კვლავ ლატვიელთა გოლით გაიხსნა და ედგარს ტარაკანოვსმა სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, ამის შემდეგ ნიკოლოზ გაბრიჩიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 22 წამით ადრე კი საკუთარი გოლის გატანა ანდრეის ბაკლანოვსმაც მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლატვიელთა კარის დარაჯს რაინერს მურნიეკსს 18 მოგერიება ჰქონდა და მასპინძელთა წარმატებაც სწორედ მისმა შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა.

მომდევნო მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 25 იანვარს ხორვატიასთან ჩაატარებს.

zura222
რაოო გვარგადაკეთებულები არ ყავთოო ? DD აბა ის ოვს-ები და ევს-ები ვინ იყვნეენ ?? ქართულში ჩვენ ვამატებთ ი-ს და სხვა ქვეყნებში მაგალითად დერიუგინს ეძახდნენ დერიუგინ აზაროვს ეძახიან აზაროვ და არა დარიუგინი-ს და აზაროვი-ს ლატვიაში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს და იმათ გვარებს რატომ არა აქვთ დაბოლოება-ს ?
zura222
რა 18 მოგერიება ? შორიდან გაგორებულ ბურთებს ადვილად რომ იღებდა და ახლოდან პირდაპირ რომ ხვდებოდა ბურთი ეგაა მოგერიება ? მოგერიებები ჰქონდა 2-3 და ის დანარჩენი 15 "მოგერიება" ჩვენების უსუსური და უჯიგრიო თამაშს ბრალი @@ მინიში და ფუტზალში ყოველთვის მაგარი ტექნიკური ფეხბურთელები გვყავდა და ჩვენები ნებისმიერ მეტოქეს ატყუებდნენ და ტექნიკაში "ლატვიელი" ოვს-ები და ევს-ები გაჯობებენ რაღა გვაქვს სათქმელიი @@@

დაიწყო თუ არა მატჩი,პირველივე წუთზე,იმდენი ტექნიკური წუნი გვქონდა,რომ ცხადი გახდა,ბიჭები მობილიზებულები ვერ იყვნენ.საქართველოს ნაკრებისაგან არასოდეს ამხსოვს,ამდენი ბურთის ვერ მიღება,ვერ გაგება,ან არაზუსტი პასი.შებორკილები გამოვიდნენ მოედანზე,გოლიც მალევე გაუშვეს და ამის შემდეგ,ლატვიელების მეკარემაც ზედიზედ ითამაშა კარგად.ერთი გოლი,ფსიქოლოგიურ წონასწორობას დაგვიბრუნებდა,მაგრამ ვერც იქამდე მივაღწიეთ და მსაჯიც მხოლოდ ცალ მხარეს ხედავდა.ლატვიელები წყნარად თამაშობდნენ,თავის გეგმას მიჰყვებოდნენ,ჩვენ კი,მთლიანად დავიშალეთ და წაგება კანონზომიერი იყო.
ბადრი
გვარგადაკეთებულები ლატვიას არ ჰყავს. იქაური რუსული ფესვების მოთამაშეები არიან. ლატვიაში გვარს ს უმატებენ, ისე როგორც ჩვენთან უცხოური გვარი ძირითადად ი მთავრდება. ანდრეევ ჩვეთან ხომ ანდრეევი არის, ეს არ ნიშნავს რომ გვარი გადაიკეთა
გოგა
მართალია ამო,სხვების მოწვევას განსაკუთრებით რუსების არ ჯობია კაი ჩასუქებული ქართველებით გავიდეთ და თუნდაც სამარცხვინოდ ვაგებდეთ იმას მაინც ვიტყვით არავინ გვყავდა მოწვეულიო მერე რა ლატვიის ნახევარი გუნდი გვარგადაკეთებული მოთამაშეებით იყო სავსე თუნდაც ტარაკანოვსი, საქართველოს ჰიმნის აჟღერებას არ ჯობია კულისებში თამაშის მერე წამოწოლა და დასვენება ძუნძულის მერე სამაგიეროდ მოწვეული არავინ გვყავს,რომელი ჯობდა ვიღაც ოკუპანტი მეტელკინა საქართველოს ჰიმნზე რომ იდგა თუ აგერ ბალტიისპირელებთან ამაყად რომ წავაგეთ სამაგიეროდ არავინ იყო გუნდში მოწვეული,ვერ ისწავლეს ამ სხვა ქვეყნის გუნდებმა ამაყი ქართველებისგან რომ ჯობია თუნდაც ყველა თამაში თუნდაც სუსტ და მოწვეული ლეგიონერებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებებთან ასტრონომიული ანგარიშებით წააგო მაგრამ სხვა გვარისა და სხვა ქვეყნის თუნდაც გამოსადეგი სპორტსმენი ახლოს არ გაიკარო,გუშინ უფრო ამაყები არ ვიყავით ქართველები ვიდრე ამ სამიოდე დღის უკან საქართველოს ჰიმნი რომ ჟღერდა ვიღაც გადამთიელი მეტელკინას გამოისობით? ჯობდა რა თქმა უნდა ჯობდა
ტიტე
ძალიან მიკვირს ზოგი კომენტარი, რა თქმა უნდა როცა გულშემატკივრობ წაგება სასიამოვნო არასდროს არ არის, მაგრამ, მარტო იანვრის თვეში ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ქართული სახელმწიფო იყო წარმოდგენილი და საგულშემატკივრო გვქონდა, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, ეს არ არის პატარა საქმე, ანდაც დააკვირდით რეგიონში ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელიც ახერხებს და სპორტის ძირითად სათამაშო სახეობებში (ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი, წყალბურთი, ფუტსალი) ბოლო წლებში თითქმის სისტემატურად ხვდება ევროპის ჩემოინატის ძირითა დეტაპზე? რომ აღარაფერი ვთქვათ ფიგურულ სრიალზე სადაც ქართველებმა (ეგაძე, ბერულავა) თუნდაც სხვა ქვეყნის სკოლის აღზრდილებმა ოქროს მედლები მოგვიტანეს, ასე რომ იქ მოხვედრა და ის რომ გულშემატკივრობის საშუალება მაქვს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა უკვე და ეხლა ზოგის კომენტარს რომ ვკითხულობ, მგონია რომ ეს ხალხი აშკარად ნერვიულობს იმაზე ბირთული სახელმწიფო რატომ არ ვართ. ნოდარ დუმბაძემ თქვა სამშობლო ისეთი ხაჭაპური არაა მარტო ყველი გიყვარდეს და ცომი გადააგდოო, ასე რომ ვისაც იანვარში ნერვებმა გიმტყუნათ სხვა არხზე გადართეთ, თქვენი მოსაწონი არხები მრავლად იქნება.
დათო
მართლაც პარადოქსების ქვეყანა ვართ,გუნდურში ევროპის ჩემპიონების გავხდით ფიგურულ სრიალში და ამ დროს ერთი სტანდარტული ყინულის მოედანი არ არსებობს ქვეყანაში და კატასტროფულად აგებენ ქვეყანასთან ვისაც ბურთი წლების წინ საზამთრო ეგონათ
amo
არა,მონაწილეობაზე უარი არ უნდათ უარი არა, აქაც ფიგურული სრიალის მსგავსად რუსები ან სხვა გადამთიელები უნდა ჩამოიყვათ,ალბათ ამას გულისხმობენ,ვიტომ ეს ნახევარ უჯრედიანი რუსეთუმე 'პატრიოტები'.... ძალიან კარგი ნამდვილი ეროვნული ნაკრებით რომ გავიდნენ,ისე როგორც ხელბურთელები....აი წყალბურთელები თუ არიან მოწვეულები კი დაღუნეს შტანგები,მე-9 ადგილისთვის ნაღდი ეროვნუი ნაკრებითაც ვიბრძოლებით, თუ არა და მე-9 თუ-12 რა მნიშვნელობა აქვ... ჩვ
გიორგი
რომელმა გულშემატკივარმა მიიღო ამა წლის იანვარში სიამოვნება... წყალბურთში? ხელბურთში? ფუტზალში? წლებია ასე გრძელდება.. ერთადერთ სახეობაში კალათბურთში წლების განმავლობაში გვეამაყებოდა ჩვენი ნაკრების გამოსვლა
RR
ეს ეზოს გუნდიც არაა. ალბათ უფრო - სადარბაზოსი. ტიპებმა ერთი კომბინაციაც ვერ გააკეთეს. სირცხვილი!
გიორგის
რა ვქნათ აბა არ გავიდეთ, უარი ვთქვათ საერთოდ მონაწილეობაზე?
ცოტნე
იგივე ხდება აქაც რა ფეხბურთის ნაკრებში. საძმაკაცო და თემები. მაგიტომაც წავაგეთ 4:0 . ხელშეხებელნია არიან ზოგ ზოგიერთები როგორც კაშია და ანზორა
გიორგი
ამას ვამბობდი. გავლენ ევროპის ჩემპიონათზე ნებისმიერ სახეობაში და ნერვების შლის მეტი არაფერი ელოდებათ გულშემატკივარს.
rona
მე ამათზე ხელი სომხეთთან 1-3 წაგების მერე ჩავიქნიე, მარა ასეთ განადგურებას არ ველოდი.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ქართველების გარეშე - "სპორტინგმა" "ფამალიკაოს" სძლია
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა
გულიაშვილის "რასინგს" "ეიბართან" მარცხი შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] რა პენალტი და რა თავური - "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის დუბლით "გენგამს" მოუგო
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა