ბელგრადში, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან 3-3 გოლი საბა ტყეშელაშვილმა და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს, 2 გიორგი მაგრაქველიძემ, თითო-თითო კი რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ველიკო ტანკოსიჩმა, ვატო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე შვიდი შეხვედრიდან ორი მოიგო (თურქეთთან და სლოვენიასთან), ხუთი წააგო (საბერძნეთთან, ხორვატიასთან, იტალიასთან, რუმინეთთან და საფრანგეთთან) და მეათე ადგილი დაიკავა.

არ უნდა ავჩქარდეთ,მაგრამ მოვუჩქაროთ.
alexandre
ბიჭებს მომავალში ვუსურვებ უკეთეს შედეგს! წარმატებები პირად ცვხოვრებაში და ნაკრებში. საიტს კი მეორედ ვთხოვ დაწერეთ, რა მნიშვნელობა ქონდა მე-8, მე-9 ან მე-10 ადგილის დაკავებას. მადლობა.
გიზოგ
მეც მაგ აზრს ვემხრობი, მომალში და რაც შეიძლება მალე მწვრთნელიც და მოთათამაშეც უნდა შეიცვალოს ქართველებით, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ეს მოხდა ფუტზალში.
იოსები
ყოჩაღ ბიჭები!

ძალიან ცოტა ხანია,რაც საქართველოში წყალბურთი აღორძინდა და ჩემპიონატი იმართება,ქართველი წყალბურთელებისათვის დიდ ტურნირებზე თამაში აუცილებელია,რომ განვითარდნენ,მაგრამ რაკი საჭირო რაოდენობის წყალბურთელები არ გვყავს,განვითარებული წყალბურთის სკოლების წარმომადგენლებს იმატებენ და საქართველოს ნაკრები ასე თამაშობს.ძალიან ძლიერი,ან ახალგაზრდა უცხოელი,საქართველოს ნაკრებში რომ არ წამოვა ცხადია,რადგან ასეთი თავისი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებს.ჩვენ უკვე ასაკოვანიწყალბურთელები მოგვყავს,რომლებიც თვითონაც იკმაყოფილებენ დიდ ტურნირებში თამაშის ამბიციას და ამავე დროს,თავის გამოცდილებით და ოსტატობით,ჩვენ ბიჭებსაც ეხმარებიან,წინსვლაში.დღევანდელ ნაკრებში,ქართველები უფრო მეტნი არიან და უფრო მნივნელოვანი როლი აკისრიათ,ვიდრე ადრე იყო,მაგრამ მათი დახმარება,ჯერაც აუცილებლად გვჭირდება.ვეტერანი უცხოელები ცხადია რომ ძალიან დიდხანსაც აღარ თამაშობენ და ამიტომ,საკმაოდ ხშირად გვიხდება მათი ჩამ,ნაცვლებელი ახალი უცხოელის ჩამოყვანა.ეს კი,ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული.ყველას სჭირდება ახალ გუნდთან ადაპტაციის პერიოდი და ეს,ყოველთვის წარმატებითაც ვერ მთავრდება.ამ ტურნირმა გვაჩვენა,რომ ჩვენი სათამაშო დონე მომატებულია,მაგრამ ამავე დროს,გუნდი სათანადოდ არ იყო მომზადებული.ამდენი გაუმართლებელი და ხშირად სრულიად უაზრო თამაში,წინა წლებში თითქმის არ გვხვდებოდა.რამდენჯერ მოხდა,რომ უმეტესობა მივიღეთ,მაგრამ ორიოდე წამში დავჯარიმდით,ან იმ წამსვე დავარტყით,თანაც ცუდად,ან კიდევ ბურთი დავკარგეთ და აქეთ გაგვიტანეს გოლები?საკმაოდ ბევრჯერ.დისციპლინაც მოიკოჭლებდა და სათამაშო აზროვნებაც.რამდენიმე თამაშში მოვახერხეთ,როცა ბოლო წამებზე ჩვენი შეტევა იყო,მაგრამ იმდენი მოვახერხეთ,რომ ბურთი ჩვენ მეტოქეებს გავატანინეთ.წითელი ბარათებიც ცალკე თემაა!ერტი სიტყვით,ვერც მწვრთნელმა ივარგა და ვერც გუნდმა.რა თქმა უნდა ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ.თანდათან ახალგაზრდებიც იზრდებიან და სულ უფრო ნაკლები ლეგიონერების დახმარება დაგვჭირდება,ასეთ შემთხვევაში კი,უფრო ხარისხიანი ლეგიონერების მოყვანაც გაგვიადვილდება.სად 6-7 ლეგიონერის მოყვანა და სად თუნდაც 3-4 კაცისა.
ვაჟა მასწავლებელი
და სად "მოვიძიოთ-ს: სუპერმარკეტებში შემოგევლოს ჩემი თავი. მანამდე ჩემი კომენტარის დასაწყისი დაკვირვებით წაიკითხეთ უმჯობესია. მშვენიერაძე გვახარია და ჩიქვანაია "ნატურალიზებულები" იყვნენ მოსკოვის გუნდებში ისეთი დონისანი იყვნენ = ე.ი ქართულ გენს მოდგამს წყალბურთი და სხვათაშორის ხელბურთიც (იხ. მე-20 საუკუნის 60-ანი წლების ინფორმაციები სპორტული გაზეთებიდან).
და სად "მოვიძიოთ" ?
იქნებ გეგულებათ სადმე, პატივცემულო მასწავლებელო" და ასწავლეთ, მიუთითეთ ნაკრების მესვეურებს და ფედერაციას . P.S. ხელბურთელებს ურჩევენ იქნებ ვინმეს ნატურალიზაცია მოგვეხდინაო: ხაზზე და დაცვაში . ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ჩვენი წყალბურთისათვის ამ და წინამორბედმა "სლავებმა" და წყალში ნუ ჩავყრით ყველაფერს. სხვა საქმეა, თუ ფა როცა უკეთესი და მათი შემცვლელი ადგილობრივი გამოჩნდება და ქართულ კლუბებსაც გამოაფგება საერთაშორისო ასპარეზზე ...
ვაჟა მასწავლებელი
ამ "გაქართველებულ" სლავებს თამაშებში ვერ ვამჩნევ ქართულ "ჯიგარს". იქნებ ჯობია მათ მაგივრად ქართველი წყალბურთელები მოვიძიოთ, რომელთაგანაც ჩამოყალიბდებიან მომავალი მშვენიერაძეები, გვახარიები, ჩიქვანაიები, ისელიძეები და მათნაირები?!
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"რეალს" გაუმართლა, რომ ვინისიუსი ჰყავს" - ალვარო არბელოა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" დამარცხდა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] იუბილარ გოჩოლეიშვილის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" "უნიონს" მოუგო
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს