მიხეილ ვართანოვი გახლავთ პირველი არბიტრი, რომელმაც საქართველოდან მსაჯთა ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. 22-25 იანვარს საბერძნეთის ქალაქმა სალონიკმა ფიბა-ს FRIP (Fiba Referee Instructor Programme) პროგრამის პირველი დონის (Level 1) სემინარს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოდან წარგზავნილმა არბიტრმა პირველად მიიღო მონაწილეობა და ტესტირება წარმატებით დააგვირგვინა.

თუმცა სალონიკში გამართულ სამდღიან ტესტირებებს წინ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი უძღოდა. FRIP-ის პირველი დონის მისაღებად საჭირო სწავლება 9 კვირას გაგრძელდა. საბერძნეთში ჩასვლასა და გამოცდების ჩაბარებამდე ვართანოვს ონლაინ უწევდა სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება. მთლიანობაში მან 9 სასწავლო კურსი გაიარა, რომლებიც სამსაჯო საქმიანობის ყოველ დეტალს მოიცავდა. ეს ხდებოდა ონლაინ, დეკემბერსა და იანვრის თვეში, რისი საშუალებითაც ინსტრუქტორობის კანდიდატები ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდნენ ყველა წვრილმან თუ მნიშვნელოვან დეტალს და ეს ყველაფერი სალონიკში, გასულ უქმეებზე დაგვირგვინდა.

ვართანოვმა მოიპოვა მსაჯთა ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია და მას საშუალება ეძლევა, ამ მიმართულებით ევროპის მასშტაბით იმუშაოს. ბრიტანეთიდან მოწვეული რიჩარდ სტოკსისგან სწორედ მიხეილ ვართანოვმა გადაიბარა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ეროვნული ინსტრუქტორის ფუნქცია და მსაჯობასთან ერთად ის ქართველი კოლეგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ზოგადად მსაჯთა კორპუსის გამართულად მუშაობაზე ზრუნავს.

ამ საქმეში ვართანოვს დიდად დაეხმარება FRIP-ის პროგრამის ლიცენზია და ევროპაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად სამსაჯო სიახლეებსა და თანამედროვე სტანდარტებს ქართველ არბიტრებს გაუზიარებს.

ლევანი
ვართანოვი მაღალი დონის და მონდომებული მსაჯია. დაქართველოს ჩემპიონატის მსაჯობის დონეც საკმაოდ ნორმალურია, რაც უცხოელ სპეციალისტებსაც აღუნიშნავთ, იგივე სტოკს.
ოჰო,
ჩვვნი მსაჯების კვალიფიკაციაზე და მაგათ გამართულად მუშაობაზე თუ აიღო პასუხისმგებლობა,პირდაპირ თავი გაუწირავს - მაგათ უმრავლეობას კალათბურთი საერთოდ არ აინტერესებს და "დაახლოებით" თუ ხვდება მოედანზე რა ხდება!
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა