“ა” ლიგის მე-5 ტური აუტსაიდერთა მატჩით გაიხსნა. თბილისი არენაზე ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე განლაგებული გუნდები – ვინგსი და თელავის ბურჯი შეხვდნენ. ბურჯმა ტურნირი თელავში ბლექ ფორტრესის ძლევით გახსნა, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა დათმო, ვინგსმა, კი გამარჯვების გემო ჯერ არ იცოდა. და აი, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვინგსი თითქმის ყველა მეტოქეს ებრძოლა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად მცირედი აკლდებოდა. დღეს კი ფრთები გაშალა და თელავის არცთუ ურიგო გუნდს დამაჯერებლად – 95:83 სძლია.

თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა. თელაველები საკმაოდ დამაჯერებლად ირჯებოდნენ და პირველი პერიოდი მცირედით – 23:20 მოიგეს, თუმცა მეორედან ვინგსის ლეგიონერები აბობოქრდნენ და მათ მხარი კარგად აუბეს ახალგაზრდა ქართველებმა – გიორგი ნიკოლაევმა, ირაკლი ახალაიამ, ანდრია მდინარაძემ… ვინგსმა მეორე პერიოდი 32:24 მოიგო და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე პერიოდი თანაბარი გამოვიდა, ანუ ვინგსი ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერ აღწევდა. ბურჯის ფეთქებადი უკანახაზელი, ჯორდან სმიტი პერიოდულად ისე ირჯებოდა, მისი შემჩერებელი არავინ ჩანდა, რის ხარჯზეც თელაველები ჩამორჩენას ამცირებდნენ ხოლმე, თუმცა ვინგსის ლეგიონერთა ტრიო – ჯაჯა დევისი, აბდულა შიტუ და ჯერემი ჯონსი დათმობაზე არ მიდიოდნენ – ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და ბოლო პერიოდში სხვაობამ 10 ქულას გადააბიჯა.

თელაველები ბოლო წამებამდე ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ვინგსს 19 ქულით აბდულა შიტუმ ულიდერა, 20-20 ქულა ჯონსმა და დევისმა გაიფორმეს. ბურჯში 30 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით ჯორდან სმიტი გამოირჩა.18 ქულა ჰქონდა დერიკ ჰამილტონს.

“ა” ლიგის მე-5 ტურის 2 შეხვედრა ხვალ, 16 თებერვალს, თბილისსა და კასპში გაიმართება. ლიდერთა შერკინებას დიღომი არენა უმასპინძლებს – ბლექ ფორტრესი ლიბერთის წინააღმდეგ, ხოლო კასპში კიდევ ერთი ლიდერი გრიფინი ახალციხეს უმასპინძლებს.

GBF

სამმა ლეგიონერმა 79 ქულა აიღო,გუნდის 95-დან.არც სახელი აქვთ ქართული,არც კალათბურთელები თამაშობენ,ქართველი და ვის სჭირდება ისეთი გუნდი,მხოლოდ ფულს რომ ხარჯავს ქართულს,დანარჩენი კი,ყველაფერი უცხოურია?ეგ ბიჭები,ამერიკაში უფრო სიამოვნებით ითამაშებენ და არც ამ კლუბებს ექნებათ ამდენი დანახარჯი.რისთვის,ან ვისთვის იხარჯებიან,ნეტავი?
დიფსთეით გლობალუროვი
მოედანზე თეთრი მარტო სუდია იყო?))))))))))))
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა