„ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასის 1/16-ფინალურ მატჩშიც (3:0) არ ათამაშა და ინგლისური მედიის გაკვირვება გამოიწვია.

Anfield Watch წერს: „გამორჩეული ნიჭის მქონე მამარდაშვილს „წითლებში“ ასპარეზობა პრაქტიკულად არ უწევს. შაბათს „ბრაიტონთანაც“ სათადარიგო იყო და ალბათ, საკუთარ თავს კითხვას უსვამს, როდის გავა მოედანზე.

როდესაც ქართველმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა ესმოდა, რომ ალისონის ადგილის დაკავება ძალიან გაუჭირდებოდა, ვინაიდან ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. თუმცა, გიორგი შანსის მიღებას იმედოვნებდა, რაც ხშირად არ ხდება. 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისში, როცა ბეკერი ტრავმირებული იყო. აქვს თუ არა მამარდაშვილს ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა „ენფილდზე“? გულშემატკივრები ელოდნენ, რომ „ბრაიტონთან“ სასტარტოში იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება მთელი სეზონის მანძილზე მისთვის გზავნილია და შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ალისონი ტრავმას მიიღებს.

როდესაც კლუბმა მამარდაშვილი 25 მილიონ ფუნტად შეიძინა, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ და ბევრი ალისონის გრძელვადიან მემკვიდრედ მიიჩნევდა. ახლა, „ენფილდზე“ კარიერის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები წარმოიშვა და დაირხა ხმები სხვა მეკარის, მაგალითად, რობინ რუფსის დამატების შესახებ. არ მისცა რა თავის გამოჩენის შესაძლებლობა თასზე, სლოტმა იმედი გაუცრუა გიორგის და „წითლებში“ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მისი მომავალი, უკეთეს შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშაა“.23 წლის ნიდერლანდელი რუფსი (სიმაღლე 193 სმ) „სანდერლენდთან“ კონტრაქტით 2030 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული - transfermarkt-ის მიხედვით ფასი 18 მილიონი ევრო.

Rousing the Kop-ი აღნიშნავს, რომ უცნაური გადაწყვეტილებით სლოტმა გაანაწყენა მამარდაშვილი, რომელსაც შეიძლება მოთმინება არ ეყოს, რამეთუ არაა გამორიცხული, ალისონი კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, რაც პრობლემაა ქართველისთვის.

ხაზგასმულია: როდესაც მამარდაშვილი თამაშობდა, ფანები უკმაყოფილოები არ იყვნენ, ქართველი თავისი როლით უდავოდ იმედგაცრუებულია, ხოლო ის, რომ სლოტმა „ბრაიტონთან“ სათადარიგოთა შორის დატოვა, მკვეთრი სიგნალია.

უცხო
არ უნდა გადასულიყო ლივერპულში არცერთ შემთხვევაში ამ სეზონზე ძალიან უკან დაიხია დიდი დრო დაჭირდება ძალების აღსადგენად ფაქტიურად ნახევარი მომაცალი დაკარგა ერთი წელიც რომ ეთამაშა რომელიმე გუნდში უდიდეს გამოცდილებას დააგროვებდა.
დავით 67
b-ს.მთელი რუსეთი კიდევ საფონოვს აგინებდა ამხანაგურ მატჩში პერუსთან გაშვებულ გოლში. რა ვქნათ ახლა? შენ როგორც კარგად მოაზროვნევ მატვეი სჯობია ლუკას?
b
მთელი პარიზი შავალიეს ლანძღავდა. რაც შეეხება სეივებს, საფონოვმა სულ რამდენი მატჩი ჩაატარა ეგეც თუ იცი? მოკლედ ამ ხნის ადამიანი ასეთი აზროვებით არ უნდა იყო , არც ახალგაზრდა, მაგრამ... ხო
G.A.L.
ნუ დაგვავიწყდება, რომ წელს მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც ბევრ რამეზე მოქმედებს. მაყ შორის კლუბების შემადგენლობაზე. რაც შეეხება გიორგის, მოთმინება და თავდაუზოგავი ვარჯიში. ალისონისთვის კონკურენციის გაწევა რთული საქმეა, მაგრამ მასთან პაექრობაში ბევრად მოუმატებს. შანსი კი მას აუცილებლად მიეცემა. ალისონი ასაკშია და თანაც ტრამვებისკენაა მიდრეკილი. წარმატებები გიორგის და საქართველოს ნაკრებს!!!
ფეოლა-ს
ენა გამოყავი წავიკითხოთ რის თქმა გინდა
ნინო
სლოტს წყალი აქვს შემდგარი-მისი გუნდი ვეღარაა ისეთ ფორმაში, როგორც ადრე და შესაბამისად საუბარია იმაზე რომ არნე სლოტს გაუშვებენ.. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ალისონს უფრო ენდობა და არ რისკავს!..
ფეოლა
დიდი ფული კეთდება ტრანსფერებში.იცის დარგული არა სლოტი ადრე თუ გვიან გაუშვებენ.შესაბამისად ზედმეტი ფული არ აწყენს ტრანსფერებიდან.თან ჰოლანდიელია.აბა ეხლა ნორმალური მწვრთნელი კიდევ მეკარის დამატებაზე იფიკრებდა თვითონ გუნდს აქ სპადი.ესეთი 2 კარგი მეკარე გყავს.ფული ბაბაია ფული.ევროპელების მოგონილია ეს ფინთები ატკატები და ასე შემდეგ.მაგრამ ისე აკეთებენ უმაგლეს დონეზე არ იწვავენ თავს!!!
სლოტი წკიპზე იყო ცოტა ხნის წინ.
სლოტს უნდა გააცმევინონ. ასეთი ახალგაზდა და პერსპექტიულად აღიარებულია მამარდა და შანს არ აძლევს თასზეც კი არ ათამაშებს.
დავით 67
ინგლისში ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ბოლომდე ენდობიან. ასეთი პრაქტიკაა მანდ. სხვა ლიგებში ოდნავ არადამაკმაყოფილებელი შედიგის შემდეგ ანთავისუფლებენ მწვრთნელებს და ფეხბურთელებსაც სკამზე სვამენ. ასე რომ მამარდა მხოლოდ ალისონის ტრავმის შემთხვევაში ითამაშებს. პსჟ-ში სხვანაირადაა საქმე. შევალიეს დიდი შეცდომები არ დაუშვია, მაგრამ საფონოვი დააყენეს. არადა მატვეი არაფრით არ სჯობია საერთო ჯამში შევალიეს. ფაქტია რომ მან პენალტების აღებით მოიპოვა ეს. არადა სეივები შევალიეს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე საფონოვს. ისე არ მგონია რომ ენრიკე ლიგაზე გარისკავს და საფონოვს დააყენებს. მამარდას შემთხვევაში რჩება ერთი ვარიანტი. ლოდინი. სანამ ალისონი არ წავა.
ნიკო
აშკარაა თანამემამულის დაწინაურება სწადია!
gigi
ამ სლოტს დროზე გააჯმევინონ

ხომ შეიძლება სლოტიც გაუშვან?
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"ეს სირცხვილია. ძირითადის მეკარე "ვულვზის" მწვრთნელმაც კი დაასვენა" - როგორ ეხმაურებიან "ლივერპულის" ქომაგები სლოტის უცნაურ გადაწყვეტილებას?
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
This Is Anfield: უნიათო "ლივერპულში" ერთადერთი ღირსეული მხოლოდ მამარდაშვილი იყო
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა