ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე "მონაკო" 3:2 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. პარიზელთა ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, პენალტი მოიპოვა და 69-ე წუთზე შეცვალეს.

Opta-ს ინფორმაციით, ჩვენებურმა ამ დაპირისპირებაში ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა. მას გოლის გატანის 8 მცდელობა ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა.

სტატისტიკას 2003 წლიდან აწარმოებენ და ანრის მსგავსი რამ ორჯერ აქვს გაკეთებული. 2004 წელს ეს ფრანგს "ჩელსისთან" შეემთხვა, 2 წლის შემდეგ კი მოსკოვის ცსკ-სთან.

შეხსენებისთვის, ამ სეზონში ხვიჩამ ყველა ტურნირზე 30 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გულშემატკივარი
იმიტომ რომ ნელა იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად უადვილდებათ მისი დაბლოკვა. შეადარეთ იამალის სწრაფ გადაწვეტილებებს და ნათელი გახდება ყველაფერი.
ბონდო
მონაკოც რუსებისა და ყველას ანტი რეკორდი რუსების წინააღმდეგ აქვს მათ შორის წინამორბედ პრეზიდენტს:)))
Gia
მუდმივად უბლოკავენ დარტყმას მცველები,რატომ ემართება ესე ვერ ვიგსებ,ბევრს ფიქრობს დარტყმამდე? სანამ დაარტყამს უკვე ჩაწოლილები არიან დასაბლოკად მცველები,კარამდე აღარც მიდის ბურთი
იხვი
რას აიტეხეთ, რა ხდება. ჩვეულებრივი სტატისტიკაა. გაფუჭებული მომენტების ანტირეკორდები ყოველთვის აქვთ და ექნებათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორც ანრი, კრიშტიანო, მესი, ფენომენი და სხვა დიდ ფეხბურთელებს. აბა არტიომ ძიუბამ თამაშში რვა მომენტი კი არა, შეიძლება რვა თამაშში ზედიზედ კარში ვერც დაარტყას.
zura222
მართალია კვარამ აშკარად მოუკლო დრიბლინგებზე უფრო იშვიათად მიდის პასების უმეტსობას უკან აძლევს(თუმცა ეს მისი ბრალი არაა ენრიკეს უაზრო ტაქტიკის ბრალია)და მთავარი--მომენტების განიავება--რვაჯერ დაარტყა კარში და გოლის გატანა კი არა მეკარემდე არცერთი არ მივიდეს ეს უკვე პრობლემაა! არადა დარტყმა ნორმალური აქვს (ჩაკვეტაძისგან განსხვავებით)ძლიერიც და ზუსტიც მაგრამ არ აქვს ე.წ. "ზამახი" და "პადსებია" რაც აქვს მაგალითად მიქაუტაძეს ! "ზამახით" გაიტანა თავის პირველი გოლი პსჟ-ში მცველი რომ დააწვინა მაგრამ მთლად ტექნიკურად ვერ გააკეთა --ბურთი გაექცა და ძლივს მისწვდა ვარდნაში . გადამწყვეტ მომენტებში უფრო დინჯად უნდა იმოქმედოს და უნდა იცოდეს რომ იმ მომენტში მცველი ვარდნას აკეთებს ბურთზე ან მკვეთრად აკეთებს მოძრაობას მოსლოდნელი დარტყმისკენ და ან "ზამახზე" დაიჭიროს მცველი და ისე დაარტყას ან უკეთეს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელს მიაწოდოს--შენი პასით რომ იტანს გოლს თანაგუნდელი არანაკლებ ბედნიერი უნდა იყო ! გავიხსენოთ დავით ყიფიანის თამაშის მთავარი კრედო--ბევრჯერ უთქვამს რომ მე ის უფრო მიხაროდა როცა ჩემი პასებით იტანდნენ გოლებსო ! მოკლედ ხვიჩაა დაამუღამე "ზამახები" და პადსებიები" ! სხვათა შორის რა მწვრთნელებთანაც მითამაშია ყველა მასწავლიდა სიდინჯეს საჯარიმოში და "ზამახებს" და "პადსებიებს" !
z
ასე რომ გაწიწმატდით ზოგიერთები რაა!! თქვენთვის ახალია რომ კვარას ერთ-ერთი სუსტი წერტილი, მომენტების დაბალი გამოყენებაა, ვერ ამჩნევთ რომ ბიჭი ფორმაში არ არის, სისწრაფეც დაკარგული აქვს და აჩრდილია იმისა რაც იყო ნაპოლის საჩემპიონე სეზონში, ამიტომაცაა ენრიკე ყოველთვის ცვლის თამაშის ბოლო მესამედში, როგორც წესი თავის ლიდერებს მე-60 წუთიდან არავინ ცვლის, ხოლო მოპოვებულ პენალტს და სხვა ეპიზოდურ გაფართხალებას, კვარას ტალანტის მქონე ფეხბურთელს ყველა თამაშში ექნება მომენტი,მაგრამ პრობლემა ზუსტად მომენტების გამოყენებაშია...ხოლო სოფასკორეს და სხვა ორღობის გამომცელლების შეფასებებს ის არაფერს ნიშნავს და კაპიკია მისი ფასი.....კიდევ ერთი ფაქტი, რომ მას ხანგძლივი ჩავარდნა აქვს - ნაკრების ნაჩვენები შედეგები ბოლო ორ შესარჩევ ციკლში - ბოლოდან მე-2 ადგილი ჯგუფში. დიახ!!! კვარა, ნაკრების მარტო ლიდერი კი არა, მისი პოტენციალის 80-90 პროცენტია. გახსოვთ ნაპოლისდრინდელი კვარა!!! ნაკრები გრიალით,რომ გაიყვანა ევროზე და იქაც თავი არ შეურცხვენიათ....ასეა სამწუხაროდ, დანარჩენი თქვენ იცით!!!.....თუ არა და ვიძახოთ კვარა ყველაზე მაგარია - მესიაა და ვაგინოთ ერთმანეთს და ყველას, ვინც ოდნავ მაინც გააკრიტიკებს....მეტი რა ვიცით როოო!!!
მედეა
უჰ, რა ვიცინე
Star lord
Thierry Henry. ეს ისე, ცნობისთვის, ტიერი ანრი. გაიმეორე აბა “ჟურნალისტო”
Star lord
ტიენრი? ვინ არის ტიენრი? გაუნათლებელო “ჟურნალისტო”, უბრალოდ ტვინის ნაკლებობა გაქვს თუ მართლა სპეციალურად უშვებ ასეთ შეცდომას? ვაიიი თქვენს პატრონს უწიგნურს
გიორგი
ჯარიმას პენალტს ხვიჩას არ არტყმევინებენ პას არ აძლევენ თუ აწვდიან დაგვიანებით კიდევ კარგი თამაში გამოუვიდა
გია
აბა თქვენ იცით, რამე ცუდი ჩაგივარდეთ კვარაზე ინფორმაცია და დაიწყეთ ხალხის დაწამვლა.

ჯერ სადა ხართ, როგორც ნაპოლიში დაამყარა ანტირეკორდები, პირველი წლის გამონათების შემდეგ, იმაზე უარესს იზამს აქ, 100%. რეალურად უკვე შვება კიდეც, ამ საფრანგეთის ჩემპიონატში ფაფხურის მეტს რომ ვერაფერს აკეთებს, მაგრამ გასაფორმებელია ეს ამბავი
კვარაცივია
0
oops
რაღა თვალა ბეის "ობიექტური" შეფასებები და წამებში მიფუჩეჩებული სიუჟეტები კვარაზე და რაღა ეს სტატია. ფარული გესლი იგრძნობა
fani
ვაი თქვენს პატრონს, Opta ხართ თუ გუფთა! ჯერ ერთი, ყველა კი არ ააცილა, არამედ ნაწილი დაუბლოკეს (აქედან სულ ცოტა ერთი უეჭველი გოლი იქნებოდა). მეორეც, პენალტი მოიპოვა, თანაგუნდელები არაერთხელ ჩინებულ პოზიციაში გაიყვანა, მესამე გოლში მიიღო მონაწილეობა (პრე-ასისტი შეასრულა) და ზოგადად, ძალიან აქტიური იყო. სწორედ ამიტომ დაუწერეს გამოცემებმა მაღალი ქულები
zura222
არ აუცილებია რვავე დარტყმა ნახევარი მცველებს მოხვდა

რაც კარში მიდიოდა,ისინი დაუბლოკეს,როცა გასატანი ჰქონდა,პენალტით წააქციეს და ამდენი რომ დაუგროვდა,ეგ მის აქტიურობაზე მეტყველებს,პირველ რიგში.
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა? - სლოტმა ბრაზილიელის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"კვარა" და დემბელე "ჩელსის" ერთად შეუტევენ? - პსჟ-ს ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა