საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 2026 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა.

მეტოქე 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2012, 2025), მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იყო, რომელიც საქართველოს ორი მატჩის გასამართად ეწვია. პირველი შეხვედრა რუსთავის „ხარები არენაზე“ გაიმართა და მთავარი მწვრთნელის რანგში ვეტერანი ბორჯღალოსნის, ვიტო კოლელიშვილის დებიუტი შედგა.

რადგან შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათის იყო, მასში შეკრებაზე გამოძახებული 38 მოთამაშიდან 30-მა მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა გუნდმა თითო ტაიმი თითო შემადგენლობთ ჩაატარა. შეუზღუდავი იყო შეცვლები.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად მივიდა. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ ბორჯღალოსნებს და მოედანზეც დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

თამაში ჩვენი შეტევებით დაწყო და საწყისი 6 წუთი მეტოქის 22-ში გავატარეთ, მაგრამ ლელო ვერ გავიტანეთ. ფიზიკურად დიდი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა მოწინააღმდეგემ, რომელიც ხელდახელ მაღალ ტემპში თამაშობდა, შეძლო ინიციატივის დაუფლება და პირველ ტაიმში 5 ლელო გაიტანა.

ტაიმის ბოლოს ლელოს გატანის შანსი საქართველომაც მიიღო. მეტოქის 5-მეტრიანში ბურთი ფრთაზე კარგად ჩავათამაშეთ, მაგრამ სტუმრებმა მოახერხეს თავის დაცვა და ლუკა ტაბატაძის აუტში გადაყვანა, მერე კი გიგი სირბილაძეს, რომელმაც ბურთი ლელოში ფეხით შეიცურა, მასზე თამაში მოწინააღმდეგემ დაასწრო.

მეორე ტაიმი საქართველომ პირველზე უკეთ ჩაატარა. შერკინებაში ძალები გათანაბრდა, მატჩის მიწურულს კი უპრატესობა საქართველომ მოიპოვა და მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა. სამხრეთ აფრიკა ვეღარ ახერხებდა უპრატესობის ხაზის გადაკვეთას, საქართველოს კი კიდევ რამდენჯერმე შეეძლო ლელოს გატანა, თუმცა აფრიკელებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს და ტაიმი 0:0 დასრულდა.

„დღეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი 30 მოთამაშეს მივეცით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თამაში ორ ნაწილად გვქონდა დაყოფილი და ტაიმები სხვადასხვა 15-ეულით დავიწყეთ. გამოჩნდა, რომ გუნდს სწორად აქვს გაცნობიერებული საით მივდივართ. სამუშაო ბავრია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დრო გვაქვს და პროცესს ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩში კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით“ - განაცხადა ნამატჩევს ვიტო კოლელიშვილმა.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს მეორედ 27 თებერვალს, „ლელო არენაზე“ შეხვდებიან. თამაში 15 საათზე დაიწყება და იქ უკვე გუნდები კლასიკური, 23-კაციანი შემადგენლობებით იქნებიან წარმოდგენილი.

20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

რუსთავი. „ხარები არენა“. 15:00 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

I ტაიმი: 15. ნიკა ხალვაში (ლელო), 14. საბა ნატროშვილი (არმია), 13. ცოტნე ცუცქირიძე (ლოკომოტივი), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი, კაპ.), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ოიონა), 9. დაჩი წიკლაური (ხვამლი); 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ნიკა კორახაშვილი (ოიონა), 4. საბა მღვდელაძე (კარკასონი), 5. თორნიკე ტორაძე (აია), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 7. ზაზა ლეჟავა (ფოთი), 8. ლუკა შულაია (ლელო).

II ტაიმი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. გიორგი მუშკუდიანი (აია), 12. დათა ახვლედიანი (ლელო), 11. გივი სოსელია (ხვამლი), 10. ლუკა დემურაშვილი (ლოკომოტივი), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია); 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 7. ლუკა გაბუნია (ყაზბეგი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

Rugby.ge

ბუჯანგა
ჯერ ერთი..ანგარიში არ ჰქონდა ამ თამაშს თუ ვძებოთ უნდა ტქვენს ნაწერში და ვითვალოთ...მეორეც.ახლაგზარდა რაგბისტებში გაზრდაში რომ პრობლემებია..არაასაკამრის კომპეტენცია მწყვრთნელების. ფიზიკური და ტატქიკური მომზადების..ამ პრობლემებზე რატომ არ წერთ. ორი სიტყვით სამუშაო კიდევ ბევრია..და იქნებ დაწეროთ გამოიკვლიოთ სამხრეთ აფრიკას რატომ აქვს ნაკლები სამუშაო და ჩვენ მეტი...იქნება ამით დაგეწყოთ ყვითელი პრესასავიტ რომ წეთ..ამას ლელო უნდოდა მაგრამ იმან არ დაადებინა....სპორტული ანალიტიკური ჟუნნალისტიკა მკვდარია..
გუგა
ნეტა არ აპრავებდეთ რა... 35-0 წავაგეთ რეებს წერთ...
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!