მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია „ლივერპულში“ თავისი მდგომარეობით და სერიოზულად განიხილავს იჯარით წასვლის შესაძლებლობას, - ექსკლუზიურად იტყობინება TeamTalk-ი.

ჟურნალისტი გრემ ბეილი წერს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა მეკარე „ენფილდზე“ არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, რამეთუ 33 წლის ალისონმა ამ სეზონში ისევ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, „წითლების“ წარმატებულ გზაზე დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, ბრაზილიელთან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას განიხილავენ, რაც მამარდაშვილის მდგომარეობას არასასურველს გახდის, რადგან თამაში მხოლოდ თასის მატჩებში ან ბეკერის ტრავმის შემთხვევაში მოუწევს.

აღნიშნულია, რომ ალისონის ტრავმისას გიორგიმ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მაგრამ ეს გუნდის ჩავარდნის პერიოდს დაემთხვა, რაშიც ცხადია, ის დამნაშავე არ იყო, მთლად ალის უმაღლეს დონეზეც ვერ იასპარეზა, მწვრთნელმა არნე სლოტმა კი „ბრაიტონთან“ ასოციაციის თასზე მოულოდნელად სათადარიგოთა შორის დატოვა, კლუბი გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე იმედებს ამყარებს, თუმცა მოცემულ მომენტში სტაბილურად თამაშის ნაკლები შანსი აქვს.

გამოცემა წერს, რომ ყველა ახალწვეული, გარდა გიგანტური ქართველისა, რომლის ღირებულება 35 მილიონი ევროა, სათამაშო დროს იღებს, ალისონის მუდმივი დუბლიორობა არ აწყობს და ისეთ გუნდში გადასვლას აპირებს, სადაც მეტი სათამაშო დრო და განვითარების საშუალება ექნება. კლუბი ინფორმირებულია გიორგის შეშფოთებით და მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული არიან გუნდში მისი ხანგრძლივვადიანი მომავლით, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, არაა გამორიცხული, დროებით გაშვება განიხილონ.

გიორგიV
სასწრაფოთ პესეჟეში მამარდა! თორე შევალიე და რუსი დაღუპავენ მაგ გუნდს))
საქართველო
კორპუსები აშენო შენ ჯობია ეგაა შენი საქმე, ფულზე რაც გაიყიდნენ ყველას ჩავარდნა დაეწყო... ეგაა უფლის სამართალი და ამიტო აღარც ხალხი დადის თქვენნაირი ბიზნემენების თამაშებზე !
გიორგი
ეს კაცი არ არის მწვრთნელი სათდარიგო მეკარე სულ ტონუსში უდა გყავდეს ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მიეცეს დრო დაცვასთან შეთამაშების ხანდისხან თუნდაც ათი ოცი წუთი რომ დაჭირდეს ფსიგოლოგურად და ფიზიურად მოდუნებული გამოყავს მინდორზე?უნდა წავიდეს ეს იქნება სტიმული რომელიც გიორგის ახალ სიმაღლეებზე აიყანს ალისონი აქ არაფერ შუაში არაა მწვრთლი ცუდი თვალით უყურებს ეტყობა რაღაცის გამო აითვალისწუნა გავიხსენო აიაქსი გიორგი მიქაუაძის ურთიერთობები
FaBro
გვერდიდან საუბარი მარტივია, თუმცა ამხელა ნახტომს როცა აკეთებ, დიდია იმის შანსი, რომ წუმპეში აღმოჩნდე. ეტაპობრივი განახლება/დაწინაურება ჯობს ყოველთვის და თუ 100% გარანტია არაა იმისა, რომ ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებ, შედარებით დაბალი დონის კლუბით უნდა დაიწყო, სადაც კონკურენცია ნაკლებია. პირდაპირ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან (ალისონი მინიმუმ ხუთეულშია) შერკინება არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთლად საპენსიო ასაკიც არ აქვს. მოედნის ფეხბურთელისთვის 33-34 წლის ასაკი უკვე კარიერის დაისში გადასვლას ნიშნავს, თუმცა მეკარე სპეციფიური პოზიციაა და ამ პოზიციაზე 33 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ფორმის პიკში ყოფილან. აუცილებლად ჭირდება თუნდაც დროებით პრემიერლიგის რომელიმე შუაადგილოსანში გადაბარგება, წინააღმდეგ შემთხვევაში პრაქტიკის გრეშე დარჩება, რასაც შესაძლოა თავდაჯერებულობის დაკარგვა და ფსიქოლოგიური სირთულეებიც მოყვეს. დასკვნა კი ისაა, რომ განვითარების სტადიაში მყოფი ფეხბურთელისთვის დიდი ფული არ უნდა იყოს ლეიტმოტივი, ამაზე 8-10 წლის შემდეგ უნდა იფიქროს , მაშინ როცა საპენსიო ასაკი მოუწევს და სიბერის "ტკბილი ლუკმა" უკვე სკამზე ჯდომითაც შეეძლება გამოიმუშავოს, ახლა კი რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა, რაც ძირითადი შემადგენლობის გარეშე შეუძლებელი ხდება.
ირაკლი
არ ვიცი, იმდენად ადვილი გასათვლელი იყო წინასწარ რომ ასე იქნებოდა...
Zazuka100
დაასამარა ფულის და ბიზნესის გულიზა კარიერა! უბრალოდ ნაკრები მაგარი ჰკიდიათ ყველას გადახედეთ თუ მასე არაა უაზრო ტრანსფერებით რამდენი ნაკრების ფეხბურთელია უთამაშებელი! ფული ჯოჯოხეთს ანათებს ნათქვამია!
ნიკოლოზ ჭიღლაძე
ეხლა ვკითხულობდი რომ რეალს შემცვლელი ჭირდება კურტუასი და მეკარეს ეძებენ,ისინი ფიქრობენ რომ ლენინი მას ვერ შეცვლის ამიტომ მამარდაშვილი შეიძლება დავამატოთ.
უფროსი
გიორგის აგენტმა გაავრცელა შემდეგი განცხადება: ლივერპულიდან წასვლის შესახებ გიორგი მამარდაშვილს არ ჰქონია საუბარი არც Graeme Bailey-თან, და არც სხვა რომელიმე ბლოგერთან. Graeme Bailey-თან საერთოდ არავითარ კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია არც ერთ თემასთან დაკავშირებით.
გიო
მთავარია გჯეროდეს
Knarik222
ფუტბოლი არ მაინტერესებს. აქ რასაც ვწერ ფუტბოლის შესახებ, ყველაპერს სოციალურ ქსელებში ვიპარავ სხვებისგან.
უფროსი
Graeme Bailey ისეთივე ჟურნალისტია, როგორც სურიკა222.
ვაჟა მასწავლებელი
დროზე მამარდ, დროზე! მიაწექი ბოლომდე! ქართულ ფეხბურთს და მაყურებელს შენი იმედი აქვს!

თუ ალისონი წასვლას აღარ აპირებს,მანდ რაღა დარჩენია?ალისონს ისეთი დამსახურება აქვს,თვითონ თუ არ წავიდა,ალბათ არავინ გაუშვებს და რას უნდა ელოდოს?ამ ზაფხულს ბევრი რამ გაირკვევა.
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
თუ მსოფლიო ჩემპიონატზე უარს იტყვიან - ირანს სერიოზული სანქციები ელის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
This Is Anfield: უნიათო "ლივერპულში" ერთადერთი ღირსეული მხოლოდ მამარდაშვილი იყო
"საპასუხო მატჩშიც ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" - "ლივერპულის" ქომაგები გიორგის მადლობას უხდიან
ალისონს ყველაფერი ეპატიება - "ტოტენჰემთანაც" მამარდაშვილი ითამაშებს?
მამარდაშვილი: საგანგაშო არაა - მჯერა, შანსი მომეცემა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა