crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში, თბილისის ‘ხვამლმა’ ‘ყაზბეგს’ 16:0 სძლია და საპლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

„ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ შეხვედრას წვიმამ თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები, რამაც სანახაობრივი მხარე დააკნინა.

‘ხვამლმა’ ყველა ქულა პირველ ტაიმში აიღო. ნომინალურმა სტუმრებმა საწყის 30 წუთში 3 ჯარიმა გაიტანეს. ზუსტი დარტყმები ლუკა თაყაიშვილმა შეასრულა, ტაიმის ბოლოს კი რიცხობრივი უპირატესობა (ლევან გომიაშვილის სინბინის გამო) გამოიყენა და გიორგი კურტანიძემ ლელო გაიტანა, რომელიც თაყაიშვილმა გარდასახა.

შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, მსაჯმა შოთა თევზაძემ კი ყვითელი ბარათი კიდევ 5-ჯერ გამოიყენა. 50-ე წუთზე ლუკა გელაშვილი (ხვამლი) და ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი) დაისაჯნენ, ხოლო 58-ეზე ნიკოლოზ ცოფურაშვილი (ყაზბეგი) და გიორგი ვარდოსანიძე (ხვამლი). მატჩის მიწურულს რიცხობრივი უპირატესობა ‘ყაზბეგმა’ მიიღო (ლუკა სულუაშვილი), თუმცა ამით ვერ ისარგებლა და 0:16 დამარცხდა.

შედეგად, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ‘ხვამლი’ 30 ქულით მე-8 ადგილზე რჩება, თუმცა საპლეიოფო ზონას ახლა მხოლოდ 5 ქულა აშორებს. ‘ყაზბეგი’ 18 ქულით ბოლოსწინა ადგილს ინარჩუნებს და 2 ქულით უსწრებს გასავარდნ მე-10 ადგილზე მყოფ ‘გორს’. თამაშის საუკეთესო მოთამაშე ლუკა თაყაიშვილი გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა