“ა” ლიგის გათამაშება ჩვეულად დაძაბული სცენარით მიმდინარეობს. უკვე მესამე ტურია, ლიდერი იცვლება – კასპის გრიფინი და თბილისი ბლექ ფორტრესი ერთმანეთს ცხრილის სათავეში ცვლიან. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ გასულ ტურში და გრიფინს რომ მოეგო, ლიდერობას მთელი 2 ქულით იმყარებდა, ბლექ ფორტრესი კი კასპელებს ეწეოდა და ურთეირთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე ასწრებდა.

გრიფინი გამოკვეთილად სოლიდური გუნდი და სუპერლიგის საგზურის მოგების უმთავრესი კანდიდატია. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც კასპელებს ჰქონდათ წაგებული, სწორედ ფორტრესი გახლდათ. მატჩის მასპინძელი გრიფინი გახლდათ და ლიდერობის გამყარების უკეთეს შანსს შიდა ქართლელები ვერც ინატრებდნენ. საამისოდ მოგება იყო საჭირო, რაც ლაშა ელბაქიძის გავრთნილმა ბლექ ფორტრესმა არ დათმო. შეხვედრა დაძაბული, საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით – 89:84 დასრულდა.

სათქმელად და დასაწერად იოლია, მოედანზე კი დიდი ამბები ხდებოდა. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან – მეორე, ხშირად თანაბარი ანგარიშიც ფიქსირდებოდა. მესამე პერიოდში საინტერესო რამ მოხდა – კასპელებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 59:51. სტუმრებმა მობილიზება გამოაცხადეს, ერთ მუშტად შეიკრნენ და გრიფინს შტურმი მოუწყვეს. მესამე პერიოდის დარჩენილი 4 წუთი ბლექ ფორტრესმა 12:0 მოიგო და ბოლო ათწუთეულს ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 63:59.

გრიფინმა მოახერხა ლიდერობის კვლავ დაბრუნება და თამაში თანაბარ კალაპოტში გაგრძელდა. საკვანძო გახლდათ ლევან აფციაურის 3-ქულიანი, რომელიც ფორტრესის უკანახაზელმა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ჩააგდო და თავისი გუნდი 85:81 დააწინაურა. კასპელთა ფორვარდმა, ვახტანგ გოგბერაშვილმა სამიანითვე უპასუხა, მაგრამ კეიშონ ფოლკნერ-სიტმა დასრულებამდე 15 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი ორქულაინი ჩააგდო და გრიფინი 1 შეტევის იმედად დარჩა. 3 ქულით ჩამორჩენილმა კასპელებმა სამქულიანი გააცუდეს, რომელიც ბლექ ფორტრესმა მოხსნა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყდა.

ამ გამარჯვებით ბლექ ფორტრესი გრიფინს ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა პირად შეხვედრებში ორივეჯერ ჰყავს დამარცხებული და ამიტომაც ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. ეს 2 გუნდი 2 ქულით მოსწყდა მდევრებს, რადგან ლიბერთიმ თავისი მატჩი წააგო. ლიბერთი დაამარცხა “ა” ლიგის დებიუტანტმა ვინგსმა, რომელმაც უკვე მეორე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ვინგსმა ბოლო წუთზე იმარჯვა – აბდულა შიტუმ ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, რითაც ვინგსის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. საბოლოოდ 78:76 (სტატისტიკა) და ვინგსი “ა” ლიგაში დასარჩენ ბრძოლაში ჩაერთო.

მესამე მატჩში თელავის ბურჯმა ახალციხეს 89:79 (სტატისტიკა) სძლია და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. ლიდერების შემდეგ 3 გუნდს – ბურჯს, ლიბერთის და ახალციხეს თანაბარი ქულები აქვთ, რაც რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 3 ტურში უკომპრომისო ბრძოლის გარანტია.

შედეგი ტურის მატჩები 5 და 6 მარტს გაიმართება.

GBF

კობა
ეჰ!!.. სამწუხაროდ, უპატრონოდაა მიგდებული ქართული, ანუ სახელმწიფო ენა!!!...
ვაჟა მასწავლებელი
ბლექ ფორტრესი, ვინგსი, გრიფინი, = კალათბურთის ჩემპიონატს საქართველოში აშშ კონგრესი აფინანსებს თუ მოზამბიკის??? საინტერესოა სახელი გრიფინი როგორ ესმის დამრქმევს? თქვე კაი ხალხო "ტატამაი" მაინც დაირქვით ან "კლინკერაი", რადგან ისტორიულად ძიუდოშიც მაგრები ხართ და ცემენტის გამოშვებაშიც, კასპიდან თბილისამდე ვისაც ინგლისური არ "გვეკერკება" ყველასთვის გასაგები იქნება.
ემიგრანტი
გუნდის ქართული სახელები გვიტყდება უკვე? ეჰ 🫤
მარადმწვანე აიათოლა
კასპელთა გუნდმა რომ უბრალოდ კასპი მაინც დაირქვათ, ძალიან ტეხავს?))))))))))))
ნაცარქექია
სურათზე: სამი ქართველი მოთამაშე და ერთი ფერადკანიანი მსაჯი. )))))))))))))))))))
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
Le Parisien: კვარაცხელია თუ დუე - ისინი რეაბილიტაციას შეეცდებიან
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "გალათასარაისთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულს" შანსი შეუნარჩუნა - "გალათასარაიმ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
"გალათასარაისთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
OK Diario: "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა. სლოტს მხოლოდ ერთი შანსი აქვს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] სალიამ "ნიუკასლში" ოფიციალურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა
თუ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში დარჩება - "დეზები" არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებენ
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა