სუპერლიგის მატჩები დაიძაბა. ეს ლოგიკურია: რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის დასასრული, მით უფრო მძაფრდება სატურნირო ვითარება. ცხრილის ქვედა ნახევარში, უფრო კი ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები ძალ-ღონეს არ იშურებენ, გამარჯვების მოსაპოვებლად და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუკი გუშინ ბოლოადგილოსან დელტას გურჯაანში მცირედი დააკლდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, დღეს მისმა კონკურენტმა რაშმა მორიგი 2 ქულა იზეიმა.

რაშს მეორე წრეში გამართული 3 მატჩიდან 2 მოგება ჰქონდა და თბილისი არენაზე ტყიბულის ორბს მასპინძლობდა. ორბს 7 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა. რაშის ლეგიონერმა, ევან მილიგანმა ფენომენალურად დაიწყო მატჩი და პირველ პერიოდში 20 ქულა ჩააგდო. რაში ჯერ 17:2 იგებდა, თუმცა ორბმა ჩამორჩენის გაბათილება იწყო და ბოლო პერიოდში წინაც გავიდა.

როცა ტყიბულის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 13 ქულას მიაღწია (84:71) და დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა რაშის გამარჯვება იმითაა ორმაგად დასაფასებელი, რომ ასეთი წნეხის შემდეგ თამაშის შემოტრიალება შეძლო და ბოლო წამებზე ჩაგდებული საჯარიმოებით გაიმარჯვა – 91:89

მილიგანმა შეხვედრა 30 ქულით დაასრულა, ბოლო წუთების გმირები კი ლუკა ზაქრაძე, ტრევონ ტომასი და დენგ გაკი გახდნენ, რომლებმაც არაერთი ბურთი ჩააგდეს და რაშს სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოაპოვებინეს.

თბილისი არენაზე გამართული მეორე მატჩი ყველაზე ამბიციური გუნდების დაპირისპირება იყო – შარშანდელი ფინალისტები: თსუ და ქუთაისი. იმერულ კლუბს ტრავმების გამო ტაირი ბოიკინი, ლუკა ალავიძე და ბაქარი ბერეკაშვილი აკლდა, რამაც ხელი შეუშალა, ბოლომდე ებრძოლა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა გააბათილეს, შემდეგ ჩამორჩენილებმა კიდევ მოახერხეს ბოლო პერიოდში გათანაბრება, მაგრამ ეროვნული ნაკრების მოქმედმა და ყოფილმა წერვებმა – შესაბამისად, ალექსანდრე ფევაძემ და გიორგი ცინცაძემ შეძლეს თსუ-სთვის გამარჯვების და ცხრილში პირველი ადგილის განაღდება. თსუ-მ 71:67 იმარჯვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, რომელიც დროებით, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ მარგვეთს დასაკუთრებული.

7 მარტის ბოლო მატჩი გორში გაიმართა, სადაც სათამაშოდ რუსთავი ჩავიდა. ივრიონს პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებების ხარჯზე ცხრილში საკმაოდ სოლიდური ადგილი ეკავა, თუმცა გუნდს ბოლო ხანებში აშკარად უჭირს. ლეგიონერი ცენტრის დაკარგვის შემდეგ ფარქვეშეთი ძალიან დაუსუსტდა. რუსთავს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან მდევრები – დელტა და რაში წამოეწივნენ და გორში რომ არ მოეგო, რაში გადაასწრებდა.

გიორგი ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველებმა სამაგალითოდ ითამაშეს. მათ სადებიუტო ქაოსის შემდეგ თამაში დაალაგეს და ლიდერობას მალევე დაეპატრონნენ. ბევრად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე რუსთაველები წარმატებით ლაშქრავდნენ მასპინძელთა ფარს, იქნებოდა ეს სამქულიანები, სწრაფი გარღვევები თუ საშუალო, ან სამწამიანი ზონებიდან მითვლილი ბურთები.

შეუჩერებელი იყო მონტეს მატისი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. მან 23 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. რუსთაველებს კარგად შეეთვისა აფროამერიკელი ცენტრი კაოსი ეზიაგუ, რომელმაც 9-დან 9 ორქულიანი (უმეტესად ფარქვეშიდან) ჩააგდო. საბოლოოდ ქვემო ქართლელებმა შიდა ქართლელები ისე დაამარცხეს, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა – 85:76 სტატისტიკა).

სუპერლიგის მე-15 ტური 8 მარტს ბათუმში დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი თელავს უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი გახლავთ ვსა, რომელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალა და ვიქტორ სანიკიძის აკადემიიდან კახეთის დედაქალაქში გადავიდა, სადაც შემდეგი ტურიდან საშინაო თამაშებს უმასპინძლებს.

GBF

რუსთავმა ბათუმთან წააგო და სუპერლიგაში დასარჩენად კასპის გრიფინს შეხვდება
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე - "უოტფორდმა" სახლშიც წააგო
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა" - ეთერ ლიპარტელიანი
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი