გურჯაანში დაწყებული სუპერლიგის მე-15 ტური ბათუმში დასრულდა. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ თელავის თელავი ჩავიდა. ეს გახლდათ კახური გუნდის პირველი მატჩი, რაც ადგილმდებარეობა გამოიცვალა. მოგეხსენებათ, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელსაც VSA BASKETBALL ერქვა, კახეთში გადავიდა. კლუბმა სახელი და ბინა გამოიცვალა, თელავის თელავი დაირქვა და ამიერიდან თამაშებს კახეთის მთავარ ქალაქში ჩაატარებს.

თელავმა პირველი წრე 7 მოგებით და 3 მარცხით, პირველ ადგილზე დაასრულა, თუმცა მეორეში წაგებები დასჩემდა. დღეს თელაველებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს. მართალია, მეორე წრე ივერიონის ძლევით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ჯერ რაშთან, შემდეგ გურჯაანის დელტასთან და დღეს ბათუმთანაც წააგეს. 8 მოგებითა და 6 მარცხით თელავი ცხრილში მე-3 ადგილზეა და მდევრები – ქუთაისი და ბათუმი კუდზე აზიან.

სწორედ ამ გამარჯვებით შეამცირა ლიდერებთან ჩამორჩენა ბათუმმა და გაუთანაბრდა ქუთაისს, რაც ამ გუნდს პლეი ოფში შანსებს უზრდის. აჭარული გუნდისთვის დღევანდელი გამარჯვება იოლად არ მოსულა. მართალია, მასპინძლები ნიადაგ ლიდერობდნენ და მხოლოდ მეორე პერიოდში რამდენჯერმე, ისიც მცირედით ჩამორჩნენ თელავს, თუმცა ბოლოს ყველაფერი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. ეს მოხდა ბოლო წუთზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, დასრულებამდე კი 50 წამი რჩებოდა.

ეროვნული ნაკრების ბათუმელმა წევრმა, გიორგი ოჩხიკიძემ ზუსტი გარღვევით დასრულებამდე 43 წამით ადრე მასპინძლები 87:85 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში, დასრულებამდე 24 წამით ადრე ბათუმელმა, თუმცა თელავში მოთამაშე ლუკა კალატოზიშვილმა 2 მეტრიდან ააცილა და ბათუმს შეტევა დარჩა. ოჩხიკიძემ კიდევ ერთი გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა, ბათუმი 89:85 დააწინაურა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა – 7 წამში 4 ქულის ამოღება იშვიათია არც ამჯერად მომხდარა. საბოლოოდ ბათუმმა 91:88 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ცხრილში სუპელრიგის მოლიდერე სამეულის შემდეგ გამაგრდა.

სუპერლიგის მომდევნო, მე-16 ტური 10 და 11 მარტს გაიმართება.

GBF

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა