ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნს, "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი", ლაიტმოტივად ის გასდევს, რომ დიდი წარმატება, რაც "კვარას" თავსაა, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის თვისების დამსახურებაა. "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყველაფერს ამას თითქოს ხელით შევეხეთ, იმდენად ახლოს იყო.

შეცვლაზე შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარ თავში გაიაზრა, რომ ახლა იქნებ ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მისი ღირებულება დაემტკიცებინა. მანამდე ხვიჩა კადრებში რამდენჯერმე გამოჩნდა და თითქოს ჩაფიქრებული, ცოტა სევდიანი იყო. არადა, მინდორზე სრული კონცენტრაციით, მენტალურად სრულყოფილი შევიდა და ნამდვილი გმირი გახდა.

ხსენებულ წიგნში საუბარი იმაზეცაა, კვარაცხელიამ როგორ ისწავლა რთული სიტუაციებისა და ემოციების სათავისოდ გამოყენება. ახლა ზუსტად ეს ვიგრძენით - მოულოდნელობისგან, წყენისგან, უსიამოვნებისგან თუ კიდევ რისგან, რაც მის სასტარტოში არყოფნას (ლუის ენრიკეს აშკარად რაღაცის დამტკიცება სურდა) შეიძლება უკავშირდებოდა, "შვიდიანმა" რბილი, ბზინვარე და ლამაზი ქმნილება "გამოადნო".

შეუძლებელია(წმინდა ქართულ ანალიზში), "ვეფხისტყაოსანი" და "რასაცა გასცემ შენია" არ გაგახსენდეს. ამ ვითარებაში, როცა თითქოს "კვარას" საკუთარ თავზე ცოტა მეტი უნდა აეღო, დასარტყმელ პოზიციაში პასი გააკეთა და ეს ძალიან მალე დაუფასდა, იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოიდგენდა.

"არაქართულადაც" ვთქვათ (არ ვიცით, ამას ფრანგები თუ გამოიყენებენ) - იაპონური ანიმე "ნარუტოს" თანახმად, მთავარია, საკუთარ ოცნებებს არ უღალატო, ამ გზაზე რა პრობლემებსაც არ გადააწყდები. ხვიჩა სწორედ ასეთია.

ჩვენი "შვიდიანი" მართლაც ის გმირია, ფილმები და წიგნები მხოლოდ ამ ერთი თამაშის ირგვლივაც რომ შეიძლება შეიქმნას. სასაუბროს და დასაწერს რა ამოწურავს, უბრალოდ წინ კიდევ ბევრია სანახავი!..

ჟორა
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: კვარა რომ ძირითადში ყოფილიყო ვინ ელოდით მისგან სამ საგოლე მოქმედებას? ეს იყო ენრიკეს გენიალური ჩანაფიქრი და გაუმართლა კიდეც. მაგრამ ერთი 10 წუთით ადრე უნდა გამოეყვანა, მეტს გააკეთებდა.
ფიცარნაგი
რა მათე ნათელა მქვიან ქალო :))))))))))) რა ნარუტო ოხ რა კარგები ხართ :)))))))))) ნარუტო და მაუგლის ფილოსოფია ასულდგმულებს თურმე ხვიჩას :))))))))))))))
Porto
შენ და ავტორი კიდევ ორიოდრ ჯეელი რა საქმითაც ხართ დაკავებული მაგას კულტურულად და ფიზიკის ენაზე ხახუნი ან/და რხევა ეწოდება :)))))))))))))))))
მალხაზ ჯობავა
მართალი ხარ ზაზა ძმაო. როგორც დინამოზე და არამარტო დინამოზე, მოსკოვებში, კიევში მინსკში, ბაქოში, ერევანში და კიდევ სად და სად დადიოდა ხალხი, მიხეილ მესხის თამაშის სანახავად, ისე დადიან და ივლიან პარიზში, ლონდონში, ლივერპულში, მიუნხენში, რომში,მადრიდში, ბარსელონაში და ყველგა იქ და იმ სტადიონებზე, სადაც კი ხვიჩა კვარაცხელიას, ყისმათიანი ფეხი შეეხება მსოფლიოს მოედნების მწვანე ბალახს.
კირილე
ნარუტო?:))))))))))) xaxaxaxaxaxaxaxaxaxaxa
ვოოტ
ტერმინი - ქოცმადიდებელი - ბატონო მამუკავ ბათუმიდან, არა იმდენად ქოცების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად ( თუნდაც იმიტომ, რომ ხსენებული ქმედება ერთობ სათუო გარჯა გახლავთ), რამდენადაც - უშუალოდ მართლმადიდებლობის... ეს კი ცალსახად და უაპელაციოდ საკუთარი სამშობლოს ( თავისთავად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინააღმდეგ მიმართული მტრულ აქტად განიხილება... თქვენ, შესაძლოა, არ გიფიქრიათ ამის თაობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ემაგ ტერმინის შემქმნელებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც უმიზნებდნენ...
ლაშას და სხვებს
სკოლაშიც არ გივლიათ? ვეფხისტყაოსანზე წერს ავტორი, გასცა მაგარი პასი და დაუფასდაო და რაღაცას ბოდავთ. სხვებს გვაცადეთ კითხვა, თქვენ სხვა საქმით დაკავდით
გოგა
100% დარწმუნებული ვარ, რო ენრიკემ სპეციალურად დატოვა ხვიჩა სათადარიგოზე, თან ხო თქვა ეხლა რო ვეთამაშებოდეთ ჩელსის იგივეს ვიზამდიო, თავისი გათვლა ქონდა და 100% გაუმართლა ხვიჩამაც. 10 თამაში 10 საგოლე მოქმედება აქვს უკვე, ასე თუ გაგრძელა და ლიგა ისევ თუ მოიგეს, სერიოზული პრეტენზია ექნება ოქროს ბურთზე
თემო
ნარუტომ თქვაო, მოითხოვეთ და მოგეცემათო, დააკაკუნეთ და გაგიღებენო. ოხ ეს ნარუტო და იტაჩი
ლაშა
რა შუაშია ნარუტო და ვეფხისტყაოსანი, არ მესმის. 70-ე წუთზე, როცა ანგარიში 2-2-ია და ფეხბურთელები საკმაოდ დაღლილები არიან, შემოგყავს დასვენებული, სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელი თამაშის შესაცვლელად. ძაან გაუმართლა ლუის ენრიკეს, რომ კვარასნაირი მოთამაშის სკამზე დატოვების შესაძლებლობა აქვს და ჩანაფიქრიც იდეალურად შეუსრულა კვარამ.
მამუკა ბათუმი
უნდა დამეწერე წაგესევიან ნარუტოს ხსენებაზე ქოცმადიდებილები თქო და აჰა მოგისწრია უკვე. 🤣🙈 შენ არ მეისპე საცხა 🙏
zaza
ჰეითერები სტაბილურობას უწუნებენ და ამტკიცებენ რომ ის ტოპი არარის და რომელ დიდ ფეხბურთელს არქონია ისერა თამაშები არარსებობს ეგეთი ვერავიზე ვერიტყვი კვარა არის სახალხო ფეხბურთელი ხელოვანი და გენიოსი.სტადიონზე სწორედაც ეგეთი ფეხბურთელების სანახავად დადის ქომაგი.გუშინდელი წარმოდგენის სანახავად ამიტომაც ღირდა ღამის თევადა მაგ თამაშის ყურება.არაუშავს როცა ფეხბურთიდან წავა უფრო მეტად გავაანალიზებთ ყველაფერს და დავაფასებთ მის ღვაწლს არამარტო ქართული ფეხბურთის ჭრილში.
porto
ნარუტოს გარდა არაფერი გაგხსენდათ, სადაც მისაღწევ ოცნებებზე არის საუბარი? ან ნარუტოს მაგხელა მხატვრული ად ფილოსოფიური ღირებულება აქვს, რომ სტატიის იდეის დასაბუთებაში მოიყვანოთ?!! ხვიჩა არის მორწმუნე მართლმადიდებელი ამასთან შრომისმოყვარე და ამიტომაც არის წარმატებული!!! დაასრულეთ ეს ნარუტო და ზღაპრების მოყოლა!!
ჯაბა
ეს თამაში ტრენერმა მოიგო ჯოკერივით შეინახა კვარა მერე გამოიყენა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე - "უოტფორდმა" სახლშიც წააგო
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
"პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი მის სახელზე იქნებოდა" - ეთერ ლიპარტელიანი
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია მხეცი და ზეციური საჩუქარია
"მამარდა" თუ საფონოვი? "კვარა" თუ ვირცი? - ტეო უოლკოტმა არჩევანი გააკეთა
ორი მთავარი სამიზნე შეტევაში - პსჟ-მა ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
"პსჟ-მ ზაბარნიში არანორმალური ფული გადაყარა" - მიიჩნევს უკრაინელი ექსპერტი
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა