პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ეკიპმა“ „ლივერპულის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე სტატია გამოაქვეყნა.

"ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში 29 მოგერიება ჰქონდა - ვინ არის ალისონის შემცვლელი გიორგი მამარდაშვილი? აი, ხუთი ფაქტი, რომელიც მასზე უნდა ვიცოდეთ.

„ლივერპულის“ პირველი ქართველი ლეგიონერია

„ვალენსიასგან“ 2024 წელს 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, ერთი სეზონით იჯარით „ღამურებში“ დატოვეს, 2025 წლიდან კი „წითლების“ ღირსებას იცავს. ამ სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ბოლო 21 მარტს „ბრაიტონთან“ ჩატარდა. ის გიორგი ქინქლაძის, თემურ ქეცბაიას, ზურაბ ხიზანიშვილის, მიხეილ ყაველაშვილის და რატი ალექსიძის შემდეგ მეექვსე ქართველია, რომელიც პრემიერლიგის კლუბს წარმოადგენს.

„სეივებით“ ევროპირველობების რეკორდსმენია

გიორგის დებიუტი საქართველოს ნაკრებში (მწვრთნელი ვილი სანიოლი) 2021 წელს 20 წლის ასაკში შედგა. ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო. მაშინ საქართველო მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. მის ანგარიშზე 4 დაპირისპირებაში 29 მოგერიება იყო, მათ შორის 21 ჯგუფურ ეტაპზე. ჩეხეთთან მისი 11 „სეივი“ ევროპირველობების ჯგუფური ეტაპების რეკორდია.

პრემიერლიგაში იმ იშვიათ მეკარეთა შორისაა, რომელიც ცაციაა

ამ სეზონში ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ სამი მეკარე თამაშობს მარცხენა ფეხით: მამარდაშვილი, რობინ რუფსი (სანდერლენდი) და ჯორდან პიკფორდი (ევერტონი). ეს გიორგის გარკვეულ პრობლემას უქმნის, რაც გამოსასწორებელი აქვს. ამის კომპენსაციას ექს-ვალენსიელი თავისი სიმაღლით (197 სმ) ახერხებს - ხელებს კარის ხაზზე ფრთებივით შლის.

ვინისიუსს ნიძლავი მოუგო

ლა ლიგის გასული სეზონის 30-ე ტურში „რეალის“ ძლევისას (2:1), ვინისიუსის დარტყმული პენალტი მოიგერია. მისი თქმით, ბრაზილიელს დაენიძლავა, რომ თერთმეტმეტრიანს არ გატანინებდა და 50 ევრო მოუგო. ეს ერთგვარი ანეკდოტია, რომელიც პენალტებისას ქართველის სიმარჯვეზე მეტყველებს. ესპანეთში უკანასკნელ 2 სეზონში ამ კომპონენტით 4 საუკეთესო მეკარეს შორის გახლდათ (მოგერიებების 50% 2023-2024-ში და 28.6% 2024-2025-ში).

გიორგის მამაც მეკარე იყო

მამის მსგავსად, 25-ნომრიანი მაისურით თამაშობს. მისი მამა, დავითიც პროფესიონალი მეკარე იყო. გიორგიმ 2025 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მშობლის მემკვიდრეობას აგრძელებს. მერსისაიდელთა რიგებში 25-ე ნომრით მეკარეთა შორის ბოლოს პეპე რეინა იყო - 2005-2013 წლებში 394-ჯერ ითამაშა".

დათო
შენი ლოგიკით ალისონმა შეგნებულად დაიმტვრია თავი რომ პსჟ-ს აცდენოდა და მამარდას სეირისთვის ეყურებინა? გულშემატკივრობა, ფანონა.. მშვენიერია, მაგრამ საღად აზროვნების უნარი არ უნდა დაკარგოთ.
ლადო
აბა სხვანაირად როგორ წარმოგიდგენია ლივერპულში თავის დამკვვიდრება? ლამაზი თვალების, ბოხი ხმის და სიმაღლის გამო არავინ დაგნიშნავს ლივერპულის მთავარ მეკარედ.
zura222
რამდენიც არ უნდა დაწერონ მამარდასთვის მთავარი თამაშია და არა სკამზე ჯდომა და როცა გადამწყვეტრი თამაშები ახლოვდება და მონსტრ პსჟ-სთან თამაშია წინ მაგ დროს ალისონის "ტრავმა" და სანგარში დამალვა და იქედან ყურენა როგორ გააქვთ გოლები უთამაშებელი მამარდას კარში ესაა არაკაცობა და არ ვიცი კიდევ რაა @@@
კკტეს
კოტე ხარ თუ ბეთხოვენა, ასე რამ დაგაბიღმავა?
კოტეს
კიმაგრამ, საიდან ამდენი ბოღმა?
ტ
კოტე არა და ყოტე უფრო მოგიხდებოდა
კოტე
რეკორდსმენი..? აა გაშვებულ გოლებს გულისხმობთ? გაშვენულ გოლებშია კია რეკორდსმენი ბოლო თამაშში გაამყარა რეკორდიც ;)
The Athletic: მამარდაშვილის არაერთგვაროვანი სეზონი და დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში"
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
Rousing The Kop: არავითარი მამარდაშვილის იჯარა - ალისონი "იუვენტუსში" მიდის
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
"მამარდაშვილი დიდ სცენაზე თვითდაჯერებული იყო" - ინგლისური მედია ქართველის თამაშზე
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
Rousing The Kop: მამარდაშვილს ალისონის დონემდე მისაღწევად დიდი გზის გავლა მოუწევს - ბრაზილიელის წასვლა გარდაუვალია
Rousing The Kop: არავითარი მამარდაშვილის იჯარა - ალისონი "იუვენტუსში" მიდის
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
"მამარდა" თუ საფონოვი? "კვარა" თუ ვირცი? - ტეო უოლკოტმა არჩევანი გააკეთა
"კარგი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეებით შევცვალოთ" - სლოტი
The Athletic: მამარდაშვილის არაერთგვაროვანი სეზონი და დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში"
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"მამარდაშვილი დიდ სცენაზე თვითდაჯერებული იყო" - ინგლისური მედია ქართველის თამაშზე