ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და მთელ ყურადღებას მოითხოვს. სასიამოვნოა, ქართული დაპირისპირება ამ დონეზე რომ გვაქვს, მაგრამ გულშემატკივრობის თვალსაზრისით ცოტა უცნაური შეგრძნებაცაა.

სამშაბათი

სპორტინგი (გიორგი ქოჩორაშვოლს არ უთამაშია) - არსენალი 0:1;

რეალი - ბაიერნი 1:2.

დღეს (23:00 სთ) "ბარსელონა" - "ატლეტიკო" კი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი დაპირისპირება პარიზში ჩატარდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულს" უმასპინძლებს.

თუკი გუნდების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, პარიზელები ორმატჩიანი დაპირისპირების ფავორიტები არიან, მაგრამ ამ დონის დაპირისპირებებში წინასწარ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. თანაც, გვახსოვს გასული სეზონი, როცა საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

სანაკრებო პაუზამდე ლუის ენრიკეს გუნდი კარგ კონდიციებში იყო და ეს ახლაც გააგრძელა, ლივერპულელებს კი, როგორც ჩანს, ამან დიდი სარგებელი ვერ მოუტანა. სეზონში 15 წაგება მართლაც ძალიან ბევრია.

ფაქტია, პსჟ-მა ინგლისური კლუბების დამარცხების იოლ გზას მიაგნო და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება. გიორგი მამარდაშვილი ის მეკარეა, რომელსაც სასწაული რეაქციის გამოვლენა და გუნდის ნებისმიერ სიტუაციაში გადარჩენა შეუძლია(მისი ვიზავი საფონოვი ბოლო მატჩში მაგრად შეცდა). მეორე მხარეს საოცარ ფორმაში მყოფი შემტევებია, ერთმანეთზე ლამაზისა და ორიგინალურის მოფიქრება რომ შეუძლიათ. შესანიშნავად გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია, ვისაც საყვარელ მარცხენა ფლანგზე ვიხილავთ.

ფაბიან რუისმა მომჯობინება მაინც ვერ შეძლო, ბარკოლას არყოფნაზე კი მოგეხსენებათ; "ლივერპულის" მთავარი დანაკლისი მეკარე ალისონია.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში; დუე, დემბელე, კვარაცხელია;

ლივერპული: მამარდაშვილი - ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეში - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, სობოსლაი, ვირტცი - ეკიტიკე.

მსაჯი: სანჩესი (ესპანეთი).

მუწუკიანი ლაწირაკი
ვეთანხმები პრიშჩიკიან თინეიჯერს,მაგრამ 150 დარტყმას კვარა მთელი წლის მანძილზე ვერ გააკეთებს საფრანგეთის ფარჩაკ ჩემპიონატში,ეგ ზედმეტია,ასე 37-ჯერ ნამდვილად დაარტყამს და მამარდა 35-ს მოიგერიებს,2-0-ს მოიგებს პსჟ!
პეტუხი კრიშტიანუ
შენი აზრი რომ აინტერესებდეს ვინმეს არც გალათასარაისთან გამოიყვანდი სალაჰს მეორე ტაიმში,მასეთ დროს პროფესიონალი უფრო მოტივირებული უნდა იყოს,ჰოდა იმანაც საუკეთესო ტაიმი დადო!ახლაც ზემოტივირებული იქნება სალაჰი,არ დააყენებენ კი არა,პირდაპირ ბრძოლაში უნდა შეაგდონ!!!
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
ალისონს რეალურად ტრავმა არ აქვს,მოიმიზეზა და მამარდა შეაგდო ფრონტის წინა ხაზზე,უნდა ვუჩივლოთ ქართველებმა და მუნდიალი გამოვატოვებინოთ!
პეტუხი კრიშტიანუ
შაქრო პაპაააა,ხაშლამა ჩაგეწვა,ხაშლამააა)))))
ჟორა
იცით რა დღეში ვარ? სწორედ იმ დღეში ერთ კაცს მეცხვარე და მესიმინდე სიძეები რომ ყავდა და წვიმა ერთისთვის დამღუპველი რომ იყო და მეორისთვის ამშენებელი.
ლუკა
ერთი ტაიმი მამარდას, მეორე ტაიმი ხვიჩას!
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
გავეცანი ბოლო ინფორმაციებს ბრიტანულ პრესაში და თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე მამარდა პურგენიანი ჩაის დალევას აპირებს,კუჭი აეშლება და ზედ თამაშის წინ ფრედი ვუდმენით ჩაანაცვლებენ!აბა რა გეგონათ,ალისონი აჯობებდა ჭკუაში,რომ მოიმიზეზა ტრავმა?
ოოო, ძნელი ასარჩევია!
რომელს ვუქომაგოოთ? მამარდას თუ ხვიჩას, აი საკითხავი ეს არის?
გიგა
ლივერპული მოიგიჟიანებს თავს!
~პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
ხვიჩამ 150-ჯერ უნდა დაარტყას კარში,მამარდამ 149 მაგარი სეივი უნდა გააკეთოს,ჯანდაბას,ბოლო წუთზე გაუშვას.გმირები:აქეთ ხვიჩა,იქეთ მამარდა!
შაქრო პაპა
სად გინახავთ ლივერპულის მობილიზება? მით უმეტეს, თუ სწრაფი გოლი გაუშვეს, მერე ფეტვის მარცვალივით დაიბნევა დაცვა. ერთი სობოსლაი ყავთ ძლიერი, დანარჩენი სალაჰის თამადობით, ყველა გასაყრელია გუნდიდან და სლოტიც ზედ მისაყოლებელი. მეცოდება მამარდა, მაგრამ ხვიჩას წარმატება უფრო მინდა! ერთი სიამოვნებაა მაგის გატანილი გოლების ყურება.))
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
მოიდა, ხვიჩააააა)))))))))))))
მერაბი ჩხოროწყუ
სიმართლე გითხრათ არ მინდოდა ჩვენი ბიჭების დაპირისპირება ამ ეტაპზე, ორივეს წარმატებებს ვუსურვებ,

სადაც არა აჯობს გაცლა სჯობსო, გინდ ლივერპული იყოს, თან როდესაც ასეთი მთავარი მწვრთნელი გყავს, ვანდეიკმა თავის უსუსურობა სიტისთან მთელ გუნდს გადააბრალა და სლოტმა კი პირადად მამარდას... იმედი მქონდა, რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდაო მაგ ფარჩაკმა.

რაღაც გუმანი ლივერპულის მომდევნო ეტაპზე გასვლას მკარნახობს. თუ ეს მოხდა ჩემი აზრით ლივერპულის გამჩერებელი მერე ვერავინ იქნება
დავით 67
საერთოდ ეს ხდება, როდესაც არავინ არ ელის გუნდის წარმატებას, მაშინ ხდება საოცრებები. ძალიან რთული მატჩი ელის პსჟ-ს. პირადად მე პსჟ-ს ვქომაგობ, რადგან ხვიჩა მიმაჩნია საქართველოში ნომერ 1-ად , თავის საქმეში და ადამიანობაშიც. ბევრი კარგი მესმის მის ქველმოქმედებაზეც
გიორგი დადეშქელიანი
ვაჟა, ცუდი და არასწორი ადამიანი ხარ შენ. ორი ქართველია ერთმანეთის წინააღმდეგ. შეგეძლო სხვა რამე გეთქვა. იქნებ მამარდამ გაიბრწყინოს რაიცი
ვაჟა
კვარაცხელია საბოლოოდ დაუსვამს წერტილს მამარდას კარიერას ლივერპულში

სადავო არ არის,რომ პსჟ ფავორიტია,მაგრამ ლივერპულს იმხელა გამოცდილება აქვს,რომ სრული მობილიზაციის გარეშე,მათი დამარცხების იმედი,ნებისმიერი კლუბისათვის კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.ეს ენრიკემაც ძალიან კარგად იცის და ფეხბურთელებმაც,მაგრამ ერთია ცოდნა და მეორე კიდევ,შინაგანი უპირატესობის ის შეგრძნება,რომლის გადალახვაც მოუწევთ.მინდა პსჟს გამარჯვება,მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად.ალბათ უმრავლესობასაც მსგავსი სურვილი გაქვთ. სავარაუდო შემადგენლობებში სალაჰიც უწერიათ და დარწმუნებული არა ვარ,რომ მას ძირითადში დააყენებენ.ფსიქოლოგიურად მთლიანად მოშლილი ჩანს,თანაც წამსვლელია და მწვრთნელმა შესაძლოა ვინმე სხვა დააყენოს შემადგენლობაში.
lasha
მაინცდამაინც ეხლა შეასრულებს კვარაცხელია თავის კარიერაში პირველ ჰეტრიკს :)

ლივერპული ამ სეზონში ლიგაზე თამაშობს მარტო, სხვაგან ყველგან საშინელი შედეგები აქვთ. ატლეტიკოს, რეალს, ინტერს მოუგეს და თან სამივეს საკმაოდ დამაჯერებლად. არ მგონია მარტივი გასეირნება ჰქონდა პსჟს, არაფერი აქვთ დასაკარგი მერსესაიდელებს
დიმიტრი დუშუაშვილი
სჰენტვის საოცნებო ცჰემპიონტა ლიგაზე და მსოფლიოსტვის საოცნებო მეოტხედფინალსჰი 3 ფეხბურტელი გკავს, ცოტაა რომ ქინდზობები არ იმეტკველოტ? რამდენი კავს ავსტრიას,ჰოლანდიას ან შვეიცარია-დანიას?
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
"კარგი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეებით შევცვალოთ" - სლოტი
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
ხელფასით უკმაყოფილო ბარკოლამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"მამარდაშვილი დიდ სცენაზე თვითდაჯერებული იყო" - ინგლისური მედია ქართველის თამაშზე
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
ხელფასით უკმაყოფილო ბარკოლამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
Rousing The Kop: არავითარი მამარდაშვილის იჯარა - ალისონი "იუვენტუსში" მიდის
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"მამარდა" თუ საფონოვი? "კვარა" თუ ვირცი? - ტეო უოლკოტმა არჩევანი გააკეთა
"მსაჯმა" თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა" - ალვარო არბელოა
"კარგი ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ და სხვა მოთამაშეებით შევცვალოთ" - სლოტი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
"პსჟ-მ ზაბარნიში არანორმალური ფული გადაყარა" - მიიჩნევს უკრაინელი ექსპერტი
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
The Athletic: მამარდაშვილის არაერთგვაროვანი სეზონი და დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში"
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ხვიჩას დასვენება თუ თამაში? - ენრიკეს მთავარი დილემა "ბაიერნამდე" და სავარაუდო შემადგენლობა