ლა ლიგის ბოლო მატჩში „ვილიარეალმა“ სახლში „ატლეტიკო“ 5:1 დაამარცხა.

1 გოლი მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მან მოედანი 88-ე წუთზე მარჯვენა ბარძაყის დაზიანების გამო დატოვა. თუმცა, ისე მოჩანდა, სერიოზულად არ დაშავებულა - ძველი ტრავმის მცირე რეციდივია.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.2, sofascore 8.1, Flashscore 8.1.

გიორგიმ აწ უკვე გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ვილიარეალმა“ ჩემპიონატი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

„ატლეტიკო“ 69 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა და ისიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილიარეალი - ატლეტიკო 5:1

გოლები: 1:0 პარეხო (30, პენ), 2:0 პერესი (34), 3:0 მიქაუტაძე (40), 3:1 პუბილი (43), 4:1 გუიე (45), 5:1 პერესი (54)

აუხსენით ანანოს
არავითარი ცალრუკიანი ჩემპიონი არ არის. ტყილების გამოცხობა არაა საჭირო!
tngh
წარმატებები ჟორჟს და საქართველოს ნაკრებს!!! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!!!
ანანო მკალავიშვილი
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი არმან ცარუკიანი ))

ლა ლიგის მესამეადგილოსანია და მაგაზე მაღლა ვინღაა?ბარსა,რეალი,ინტერი,პსჟ,ბავარია და ინგლისში არსენალი,ან მანჩესტერული გუნდები?ინგლისისათვის ძალიან მსუბუქია,არა მგონია გამოადგეს,ბავარიაში კეინია და თამაშის სტილიც განსხვავებული,რეალში მბაპე ჰყავთ და მოურინიო რას მოიფიქრებს,ღმერთმა იცის,პსჟში დემბელეა და არსად წავა,ბარსელონა?-მათ ლევანდოვსკის ტიპის ათლეტური გამტანი სჭირდებათ,თორემ დაბლებს თვითონ ზრდიან ყოველწლიურად და ჰყიდიან.ინტერი?-ლაუტარო ჰყავთ და მთელი ინტერი მასზეა აწყობილი.არც ის მგონია,რომ თვითონ კლუბმა მოისურვოს,მისი გაყიდვა.რაკი მწვრთნელი,ასეთი სეზონის შემდეგ,მაინც გაუშვეს,ეს ნიშნავს,რომ უფრო ამბიციური მიზნები აქვთ და მომდევნო სეზონში უკვე გამოჩნდება რა სურთ,ან მას რა ადგილი მიეკუთვნება,იმ ახალ პროექტში.წინა სეზონში,ვილიარეალმა შეგნებულად თქვა უარი,თასზე და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში აქტიურ ბრძოლაზე.ხვდებოდნენ,საკმარისი რესურსი არ ჰქონდათ და ძალები აღარ გაფანტეს,სამ ფრონტზე.მომავალ სეზონში,ვფიქრობ შემადგენლობის გაღრმავებას შეეცდებიან და ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვას შეეცდებიან.რას შესძლებენ,მაგას უკვე უშუალოდ პროცესი გამოაჩენს.წუხელ ვილიარეალის თამაშს ლაივბალზე ვუყურებდი და დიქტორმა,ჟორჟზე ასეთი რამე თქვა,30 მილიონად იყიდეს და თქვა „ თქვა,მისმა ტრანსფერმა გაამართლაო,ნიშნავს რომ უბრალოდ პირი დააღო და ხმა არ ამოიღო“ვო.ეს უკვე შეფასებაა!პარეხოს წასვლის შემდეგ,დარწმუნებული ვარ,გიორგის ფუნქციები და დატვირთვა გაეზრდება.წუხელაც რამდენიმე წუთი,ფაქტობრივად გამთამაშებლის პოზიციაზე და ფუნქციებით გამოჩნდა და ბურთის გადანაწილებას ის აწარმოებდა.არ ვიცი ეს სიტუაციურად მოხდა,თუ წინასწარ დათქმული იყო,მაგრამ საკმაოდ კარგად კი მოქმედებდა და ეგეც უნდა ჩავინიშნოთ.

საქართველოს ჩემპიონატის შემხედვარემ,ცოტა არაკოპრექტულია,რუსეთის,უკრაინის თურქეთის ჩემპიონატებს წუმპე ვუწოდოთ.რუსეთსა და უკრაინაში ფიზიკურ მომზადებას მაინც შეიძენ,თურქეთში კი,საერთოდ ვარსკვლავებიც თამაშობენ.სხვა საქმეა,რუსეთ-უკრაინიდან თავის აღწევა რომ ჭირს და პრობლემებს ქმნიან.პორტუგალია ნამდვილად არ არის ქართველებისათვის ხელსაყრელი ქვეყანა,რადგან საკუთარი საფეხბურთო კადრებიც ძალიან მაღალი ხარისხისები იზრდებიან და ბრაზილიელებიც ხომ თავისუფლად მკვიდრდებიან პორტუგალიაში.ვერც ბელგიის და ნიდერლანდების გარემოს დავარქმევ,ქართველებისათვის ხელსაყრელად,რადგან აფრიკიდან ძალიან დიდი ნაკადი მიდის და ახალგაზრდა ქართველი ტალანტის გაზრდა,სულ არ ენაღვლებათ.თავიდანვე თავს გამოიჩენ კარგია,ვერ გამოიჩენ და ასობით შენნაირი უტალახებთ კარს.არც მათი და ქართული მენტალიტეტი უხდება ერთმანეთს.ინგლისში საერთოდაც ქვეყნის ნაკრებში მატჩების 70% მაინც უნდა გქონდეს ნათამაშები,სამუშაო ვიზა რომ მოგცენ.გერმანია და ესპანეთი,იცოცხლე კარგია,მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან იქ გადახტომა,ადვილი საქმეა?ჯერ აქ უნდა გამოიჩინო თავი და იქ რომ მიხვალ,თავიდანვე გამოიჩინო თავი,თორემ არავინ გაგაჩერებს და არც დაინტერესდებიან.ალბათ მაინც ცენტრალური ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატებში სჯობია ახალგაზრდის გასვლა.ვარჯიშის კარგი პირობები აქვთ და მერე,ისინიც ჰყიდიან,საუკეთესო ფეხბურთელებს.კაშკაშა ტალანტს,ყველგან იპოვიან და პროფესიონალიც თუ არის,ყველგან გაბრწყინდება,მაგრამ სხვებმა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია,ფიზიკური მომზადება,შეეგუონ ევროპული ცხოვრების წესს და უკვე ამის შემდეგ შეუტიონ ტოპ ქვეყნებს.ფორმის აღსადგენად საქართველოში დაბრუნება და ქართული კლუბების დახმარება,ყველასათვის სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში,თუ ფეხბურთელები ისეთ კონტრაქტებს დადებენ კლუბებთან,რომ მერე მათი ტრანსფერით,კლუბებმაც რაღაცა ხეირი ნახონ.სხვა შემთხვევაში მათთვის ფეხბურთელის ფორმაში ჩაყენება,მხოლოდ ძმაკაცური ჟესტი იქნება და კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.კი,ხშირად ხდება,რომ უანგაროდ ეხმარებიან ხოლმე,ძველი ურთიერთობების ხათრით,მაგრამ რაც ადამიანურად სწორია,ფინანსურად ხშირად წამგებიანია ხოლმე,კლუბისათვის და ესეც გასათვალისწინებელია.რა თქმა უნდა ეგ თვითონ კლუბების გადასაწყვეტია,მაგრამ მაინც სათქმელია.
შალიკო მესამე აღმაშენებელი
ბომბარდირების ათეულშიც შევიდა და გოლს პლიუს პასებშიც საერთოდ მეექვსეა ლიგაში. თანაც ლამის ნახევარი თამაშები სრულად არ ჩაუტარებია. ან სკამზე იყო, ხან 15 წუთი ეძლეოდა, ხანაც ერთი ტაიმი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი სეზონი ჰქონდა და ადაპტაციაც უნდა გაევლო. მხეცია, მხეცი! ინგლისის, იტალიის და თუნდაც ესპანეთის ტოპ კლუბებიდან უნდა ელოდოს ზაფხულში შემოთავაზებებს. არც პსჟ-ს გამოვრიცხავ. ყველგან როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს. წარმატებები ჩვენს ბომბარდირს. უყვარს გოლების გატანა და რა ქნას?)))
sss
gadadit argia miyavt vinmes? tu samogzaurod wavidnen?
Sasha
მე იმასაც დავამატებდი, რომ სპორტული და სარეაბილიტაციო მედიცინა 200 000 თავით უფრო მაღლა დგას იქ.
ვახტანგი
ჩემი რჩევაა თუ ვინმე ქართველი კარგ ფეხბურთს თამაშობთ, გადადით ესპანეთში, ინგლისში და გერმანიაში, თუნდაც მეორე ლიგებში. სამივე ქვეყანაში ძალიან კარგი საფეხბურთო გარემოა და ინფრასტრუქტურა, რაც მთავარია განვითარდებით. დაანებეთ თავი რუსეთს, თურქეთს, უკრაინას და მსგავსს წუმპე ჩემპიონატებს. ბოლო-ბოლო პორტუგალიაში, ავტრიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში და მსგავსს პატარა ქვეყნებში წადით, კარგად თუ ითამაშებთ, კარგ ხელფასებიც გექნებათ მერე. ნუ დახარბდებით თავიდანვე მხოლოდ ხელფასებს, პირველ რიგში კარგი ფეხბურთი ითამაშეთ და განვითარებაზე იფიქრეთ და ყველაზე მთავარი სტაბილური სათამაშო პრაქტიკა უნდა გქონდეთ კლუბებში. თუ რაღაცაა დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო და ბათუმის დინამო უნდა იყოს ბაზა, სადაც ფორმას შეინარჩუნებთ და ვიდრე უკეთესს კლუბებს არ მოძებნდით. მაგ. საზონოვი, 2 წელია სკამზე ჯდომას არ ჯობია დინამოში თამაში?

ვილიარეალის ლეგენდამ,ამ მატჩში პენალტით გახსნა ანგარიში (პირველი და უკანასკნელი,ამ სეზონში) და ეს იყო მისი უკანასკნელი მატჩი,ვილიარეალის შემადგენლობაში.ატლეტიკოს 9 ფეხბურთელი აკლდა და რა თქმა უნდა პრობლემები შეექმნა,მაგრამ თვითონ ვილიარეალმა,ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.ფსიქოლოგიური ტვირთი აღარ აწვებოდათ და ზედიზედ წაგებების შემდეგ,ახლა გაილაღეს.მწვრთნელი მიდის,პარეხო მიდის,პედრასაც მგონი მიდის,სეზონიც დამთავრდა და გუნდმა ლამაზი გამარჯვებით გააცილა ,თანამებრძოლები.ვილიარეალს ასეთი ანგარიშით არასოდეს დაუმარცხებია,ატლეტიკო და ალბათ არც ისე ბევრი კლუბი იქნება ისეთი,ვისაც ასე სასტიკად დაემარცხებინოს,მადრიდის ატლეტიკო.
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
რომელ ადგილზეა ხვიჩა - Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
უარი პსჟ-სა და "არსენალს" - ალვარესმა "ატლეტიკოს" სასურველი კლუბი დაუსახელა