BBC-ის ინფორმაციით, ამა წლის წლის 27 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო, სასამართლომ "ლივერპულისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დამნაშავედ ცნო და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ირკვევა, რომ ჩვენებური ავტომობილით გადაადგილებისას მობილურ ტელეფონში ვიდეოს უყურებდა და ეს ფაქტი პოლიციელებმა დააფიქსირეს. უორინგტონის სასამართლომ გიორგის 440 ფუნტის ჯარიმა, ასევე 120 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ხარჯების და 176 ფუნტი სტერლინგის ოდენობის დაზარალებულის დანამატის გადახდა დაეკისრა. მას მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულაც დააკლეს.

ჩეშირის პოლიციის თანამშრომელმა განცხადებაში განმარტა, თუ როგორ დააკავეს მამარდაშვილი 27 იანვარს დაახლოებით 15:45 საათზე.

"მესამე ზოლში ვიმყოფებოდი, როდესაც შავი AUDI-ს მანქანას გავცდი, რომელიც მეორე ზოლში მოძრაობდა. პირველი ზოლი მოძრაობისგან თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ AUDI-ს მანქანა პირველ ზოლში უნდა გადასულიყო და ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო.

როდესაც ამ ავტომობილს გავცდი, შევნიშნე, რომ მძღოლს საჭესთან ახლოს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და რაღაცას უყურებდა. როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხო გახდა, ავტომობილი გავაჩერე, რადგან მძღოლთან მესაუბრა, რომელიც ერთადერთი მგზავრი იყო და მას ვთხოვე, რომ პოლიციის ავტომობილში უკან ჩამჯდარიყო".

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, მამარდაშვილმა ქართული მართვის მოწმობა წარადგინა. მას დანაშაული არ უღიარებია, თუმცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

დავით 67
კი ბატონო არსებობენ პატიოსანი და არაპატიოსანი პოლიციელები, მაგრამ ბრიტანეთს როგორც ასეთი ქვეყანა აქვთ, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს და შესაბამისად ყველაფერი მოსულა. დიახაც ვიდეო არაა ზუსტი მტკიცებულება ფეხბურთში ვარიც რომ ავიღოთ, ყოველთვის სამართლიანი გადაწყვეტილება არაა, მაგალითად პენალტზე. ამ სტატიიდან მე რაც გამიკვირდა და ვერ გავიგე ისა რომ დაზარალებულს უნდა გადაეხადოს 176ფუნტი.უფრო სწორად დაზარალებულის დანამატის გადახდა. ვინ არის აქ დაზარალებული.? ასეა თუ ისე მან დაარღვია წესები,უმნიშვნელო, მაგრამ დაარღვია და დაჯარიმდა. იქ არსებობს კანონები, რომლებსაც იშვიათად არღვევენ. ჩვენ ძალიან შორს ვართ ჯერ რომ ეს ჩვეულებრივად მივიღოთ. ქვეყანაში სადაც პრემიერ რამდენიმე მილიონს და ანტიკვარიატს აღმოუჩენენ, სადაც უშიშროების მინისტრი ქრთამს იღებს საბავშვო ბაღის ამბებში, ეხლა უკვე მისი მოადგილეც ,თავდაცვის მინისტრი სამხედრო ტექნიკას ყიდის,იგივეა (გამოყოფილ თანხას საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავ) ქალაქის მერი ამბობს მე არავიზე პასუხს არ ვაგებო საკუთარი თავის გარდაო, როდესაც მის თანამშრომლებს იჭერენ.ამას ქვეყანა ჰქვია? ამ ბოლო ხანებში, როდესაც სუფრაზე მპატიჟებენ, ჯერ ვკითხულობ ვინ იქნებიან და მერე ვწყვეტ წავიდე თუ არა. არა იმიტომ რომ ვინმესთან კამათი ან ჩხუბი მომივა, უბრალოდ გული რომ არ ამერიოს ეგრეთწოდებულ სხვისი ფულის დამცველ ჯარისკაცებზე.
ჯუზეპე ვერდე
ჩვენი მამარდა ჩვენი სიამაყეა, მაგათ კიდიათ ბალი ათი შაური.. ჩვენ პატრულს რომ დაენახა გააჩერებდა გააფრთხილებდა უჯარიმო ქვითრით და სურათს გადაიღებდა
სიმართლე
წამოვიდეს მაგ თარსი ბრიტანეთიდან, სჯობს ესპანეთში დაბრუნდეს რადგან მანდ უფრო ადაპტირებულია

პოლიციელს,არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია,მაგრამ სასამართლო მის სიტყვას ენდო,მამარდაშვილის სიტყვის წინააღმდეგ.ალბათ ასეც უნდა იყოს,მაგრამ საქართველოში ვიდეომტკიცებულებებიც რომ არსებობს და მტკიცებულებად არ უნდა ჩაეთვალოსო,ძალიან ბევრი რომ მოითხოვს,ამას რა ვუყოთ?პატიოსანი და უპატიოსნო პოლიციელი,იქაც არსებობს და აქაც,პატიოსანი მოქალაქე,იქაც არსებობს და აქაც,მაგრამ სასამართლოს ერთსა და იგივე გადაწყვეტილებაზე,იქ და აქ,განსხვავებული გამოხმაურებები ჩნდება.
ზღვაური
მხოლოდ შერჩენაზე არაა საუბარი და გატარებაზე. მანქანის ტარება ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეს ჩვენთანაა "ნორმა" თორემ ადამიანმა რატომ უნდა გარისკოს ასე? ამიტომაც დათვლას ვერ ავუდივართ დაშავებულ დაღუპულების.
ვაჟა მასწავლებელი
ესეც კაი "ღრუზინი" ყოფილა!. შე კაი კაცო, ამდენი წელია "ევროპელი გახდი" და არ იცი რომ ასეთ რამეებს იქ არავინ არ შეგარჩენს?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - La Repubblica ალისონის და სალაჰის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
"ვამაყობ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ" - აზერბაიჯანის ნაკრებში იტალიელი თავდამსხმელი გამოიძახეს
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
მინოლემ 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
შოტლანდიაში სკოტ მაკტომინეის გამოსახულებით ბანკნოტი გამოუშვეს
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ვამაყობ, რომ ქართველი ვარ... ჩვენი ქვეყნის მენტალიტეტი სწორედ ესაა" - კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ საიტს ესაუბრა
ალისონი "ლივერპულში" რჩება - რას გადაწყვეტს მამარდაშვილი?
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
"ფენომენია, მინდა "ლივერპულში" სალაჰი შეცვალოს" - ჰესკი კვარაცხელიას შესახებ
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"ვინ სჭირდება "არსენალს" მსოფლიოში დომინირებისთვის?" - მორგანმა კითხვაზე უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 2-1 მეშახტე. ღირსეულის გამარჯვება დებიუტანტთა "დერბიში"
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
არტეტამ განაცხადა, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები გახდებიან - ფინალზე კვარაცხელიამ ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-2 იბერია 1999. გვიან გაიღვიძეს...
ალისონი "ლივერპულში" რჩება - რას გადაწყვეტს მამარდაშვილი?
აირია მონასტერი: ალისონი ბრუნდება, მედია მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს, სლოტი იხტიბარს არ იტეხს
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - La Repubblica ალისონის და სალაჰის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"ფენომენია, მინდა "ლივერპულში" სალაჰი შეცვალოს" - ჰესკი კვარაცხელიას შესახებ
ალისონის დაბრუნება (გამომშვიდობებასთან ერთად?), სალაჰის გაცილება და "ლივერპულის" ფრე "ბრენტფორდთან"