27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

ფიჯი

ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთერთმეტედ თამაშობს. ის დ ჯგუფში საფრანგეთთან, ავსტრალიასთან და ესპანეთთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ფიჯი ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 18:00 საათზე საფრანგეთს; 2 ივლისს 15:30 საათზე ავსტრალიას; ხოლო 7 ივლისს 20:30 საათზე ესპანეთს ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

ფიჯიმ პირველ შვიდ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიჯრით ითამაშა (2008-2014 წლები), მერე ალაფაზე დაქვეითდა, რომელიც 2018 წელს მოიგო და 2019 წლიდან უძლიერესებს შორის დაბრუნდა. 2024 წელს ესპანეთთან დამატებით დროში დამარცხდა (19:24) და კვლავ ალაფაზე დაქვეითდა, წელს კი 16 გუნდს შორის ითამაშებს.

ფიჯის 20-წლამდელებს საუკეთესო შედეგი 2011 წელს ჰქონდათ. მაშინ მათ მე-6 ადგილი დაიკავეს, თუმცა ამავე წელს, მე-5 ადგილისთვის მატჩში, ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდნენ - სამხრეთ აფრიკასთან 17:104. თავის მხრივ, ფიჯელებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2013 წელს იმარჯვეს - აშშ მე-11 ადგილისთვის 39:3 დაამარცხეს. ყველა ტურნირის ჯამში მათ ანგარიშზე 10 მოგება, 1 ფრე და 39 მარცხია.

ფიჯიზე რაგბი სპორტის ეროვნული სახეობაა. კუნძულებზე ის XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანელებმა და ახალმა ზელანდიელებმა ჩაიტანეს და მალევე მოიპოვა პოპულარობა. რაგბის კავშირი 1913 წელს დაფუძნდა, ნაკრებმა კი პირველი ოფიციალური შეხვედრა 1924 წელს სამოასთან გამართა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ (ეროვნული გუნდის თიკუნი) ყველაზე დიდი სხვაობით 1983 წელს ნიუე დაამარცხეს - 124:4, თავად კი 2005 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ - 0:91.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 1 მილიონსაც (დაახლოებით 880 ათასი) არ აღწევს, 560 სარაგბო კლუბი და დაახლოებით 40-ათასი მოთამაშეა რეგისტრირებული.

1987 წლიდან, ფიჯიმ ერთის გარდა (1995) ყველა მსოფლიო თასზე ითამაშა. მათ სამჯერ შეძლეს და ჯგუფური ეტაპის გადალახვა და 1/4-ფინალში გასვლა - 1987, 2007 და 2023 წლებში. სხვადასხვა დროს ფიჯელებს დამარცხებული ყავთ ტიერ1-ის ქვეყნები - უელსი, შოტლანდია, ავსტრალია, იტალია, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი.

ფიჯის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო ადგილს 2023 წელს იკავებდა (მე-7). მოცემულ მომენტში ის 81.14 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში ისეთი მორაგბეები დაწინაურებულან, როგორებიც არიან ნიკოლა მატავალუ, მეტიუსელა ტალებულა, მარიტინო ნემანი, ჯოშ მატავესი, სემი რადრადა, ბენ ვოლავოლა და ა.შ. ფიჯის 20-წლამდელთა გუნდში ითამაშეს, მერე კი ავსტრალიის ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ ტევიტა კურიდრანი და სამუ კერევი, ხოლო საფრანგეთს - ნოა ნაკაიტაკი.

Rugby.ge

20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ფეიენოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა