"არსენალი"-"ნიუკასლის" მატჩის შემდგომ "მეთოფეთა" თავკაცი კარგ ხასიათზე იყო და ჟურნალისტთა შეკითხვებს ენაწყლიანად პასუხობდა

"არსენალი"-"ნიუკასლის" მატჩის შემდგომ, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, არსენ ვენგერი კარგ ხასიათზე იყო და ჟურნალისტთა შეკითხვებს ენაწყლიანად პასუხობდა. ფრანგმა განსაკუთრებით აღფრთოვანებულმა ილაპარაკა იმაზე, რომ მისმა გუნდმა პრემიერლიგაში თამაშების შემოტრიალების ახალი რეკორდი დაამყარა.

- რას იტყვით ახალ მიღწევაზე?

- ეს საუკეთესო პასუხია იმ შეკითხვებზე, რომელიც ჩვენი მისამართით სეზონის მიმდინარეობისას ჩნდებოდა. ყველას დავუმტკიცეთ, რომ მაღალი სათამაშო კლასი და ძლიერი ნებისყოფა გვაქვს. "ნიუკასლთან" ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ და გამარჯვების გზა მაინც გამოვნახეთ. ბუნებრივია, იმის გააზრებამაც გვიშველა, რომ თამაშების შემოტრიალება ადრეც გამოგვდიოდა. მომწონს, როცა ჩემი გუნდი სეზონის ამ ნაწილში ასეთი თავდადებით იბრძვის. ამის წყალობით გულშემატკივრები ბოლომდე მხარში გვიდგანან.

- ვან პერსისა და კრულის კინკლაობაზე რას იტყვით?

- ვერ გეტყვით, მათ შორის რამე ჰოლანდიაშიც მოხდა, თუ გაუგებრობები დღეს დაიწყო. ისინი მეტისმეტად ნერვიულად გამოიყურებოდნენ. ჯერ რობინთან არ მისაუბრია. ისე, მოხარული ვარ, რომ ვან პერსი წითელ ბარათს გადაურჩა.

- დრო ხომ არ არის, რომ "ტოტენჰემმა" ნერვიულობა დაიწყოს?

- არ ვიცი. მე მხოლოდ იმაზე ფიქრის დრო მრჩება, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის თავგანწირვა და რა კარგია, როცა საკუთარი ძალების რწმენა დავიბრუნეთ. ამან სეზონის ბოლოს შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოს, თუკი ოდნავ მაინც მოვდუნდებით.

- იმედგაცრუებული ხომ არ ხართ, რომ გუნდი ძალიან ადრე ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას?

- იცით რა, კონკრეტულ მომენტამდე საკმაოდ კარგად ვასპარეზობდით, თუმცა მერე ტრავმების გამო მიყოლებით ოთხი განაპირა მცველი დავკარგეთ. იძულებული გავხდი, განსაკუთრებული ზომები მიმეღო; თანაც, არა ერთი რომელიმე მატჩის, არამედ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისთვის. ამის გამო შეცდომებს ვუშვებდით და მეტოქეები ამას იყენებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა
კვარაცხელია: საქართველო მარად ჩემთანაა - "ინტერთან" ფინალი სიზმარივითაა
სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა. "ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფინალი გველოდება" - ლუის ენრიკე
ცნობილი გახდა "შახტარში" არდა ტურანის ხელფასის ოდენობა
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
ბელინგემი საოპერაციოა - ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს
"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა
პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი
მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის
პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა