"პარი სენ-ჟერმენს" "პარკ დე პრენსზე" "ბორდოსთან" დაპირისპირება ელოდება
ასეც ხდება ხოლმე... ჩვენი გაზეთი წმინდა სპორტულ თემატიკას იშვიათად სცდება, მაგრამ ახლა სწორედ ეს გამონაკლისია. სერიულმა მკვლელმა მუჰამედ მირამ ერთი დღის ინტერვალით ჯერ 3 ფრანგი ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ კი სკოლის შესასვლელთან ატეხა სროლა და 3 ბავშვი და 1 მასწავლებელი იმსხვერპლა.

საფრანგეთი გლოვობს და ბუნებრივია, ამავე ფონზე ჩაივლის უქმეებზე გამართული ყველა სპორტული შეჯიბრებაც. მათ შორის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის შეხვედრები.

დავუბრუნდეთ ფეხბურთს. საფრანგეთის თასიდან გამოვარდნისა და 17-თამაშიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს" "პარკ დე პრენსზე" "ბორდოსთან" დაპირისპირება ელოდება.

ლეონარდომ განაცხადა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად წავაგეთ და რაკი ყველაზე მეტად გულში ჩემპიონობა გვქონდა ამოჭრილი, ერთი მარცხი ახლა ვეღარაფერს შეცვლისო. ეს ალბათ ნათელი გზავნილი იყო კარლო ანჩელოტისთვის, რომ ჩემპიონატში მსგავს წაფორხილებას მისგან არ მოითმენენ. არადა, "ლურჯ-წითლების" თამაში მარცხისკენ ნელ-ნელა მიდიოდა.

აღვნიშნავდით კიდეც, ზედიზედ ხუთ თამაშში ბოლო წუთებზე გოლის გატანა მარტო ბრძოლისუნარიანობის კი არა იღბლის საკითხიც არის-თქო. აი, თასზე იღბალმა უგანა თუ არა, დედაქალაქელები დამარცხდნენ.

პსჟ-ს იმედიან განწყობას ალბათ ის აძლევს, რომ ლიგა 1-ში შინ ჩატარებულ შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აქვთ, "ბორდო" კი გასვლით შეხვედრებში ვერ ბრწყინავს.

რისი თქმა შეიძლება ფრანსის ჟიიოს გუნდზე? ჟირონდელებს "პარკ დე პრენსი" ბოლო წლებში საკმაოდ კარგად აქვთ დაცდილი. ამ არენაზე მათ გასულ წელსაც მოიგეს (2:1), 2008-შიც (2:0) და 2007-შიც (2:0). ასე რომ, მათი წარმატება არც ხვალინდელ თამაშში იქნება მოულოდნელი.

საფრანგეთი. XXIX ტური

24 მარტი

აიაჩო-ლორიანი 22:00

ბრესტი-ნანსი 22:00

ევიანი-ლილი 22:00

ლიონი-სოშო 22:00

მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00

ნიცა-მარსელი 22:00

ვალანსიენი-რენი 00:00

25 მარტი

დიჟონი-კანი 19:00

ტულუზი-ოსერი 19:00

პსჟ-ბორდო 23:00

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 28 17 8 3 52-29 59

2. მონპელიე 28 17 6 5 52-27 57

3. ლილი 28 13 11 4 50-31 50

4. ტულუზი 28 13 8 7 30-24 47

5. ლიონი 28 14 4 10 44-35 46

6. სტ. ეტიენი 28 13 7 8 35-30 46

7. რენი 28 12 8 8 37-32 44

8. ბორდო 28 10 10 8 34-31 40

9. მარსელი 28 10 9 9 35-29 39

10. ევიანი 28 9 9 10 41-40 36

11. ვალანსიენი 28 8 7 13 28-34 31

12. ლორიანი 28 7 10 11 27-36 31

13. ბრესტი 28 5 15 8 23-26 30

14. ნანსი 28 7 9 12 26-36 30

15. დიჟონი 28 8 6 14 34-48 30

16. აიაჩო 28 7 9 12 30-48 30

17. კანი 28 7 8 13 32-42 29

18. ნიცა 28 6 9 13 26-33 27

19. სოშო 28 6 9 13 28-43 27

20. ოსერი 28 4 12 12 33-43 24

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი