ძლიერი ზურგი ქალაქის სამსახურში
სერხიო აგუერომ სეზონში მე-17 გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც პაბლო საბალეტას აქტიურობისა და ჩელსელი მიკაელ ესიენის ელემენტარული შეცდომის გამო დაინიშნა.

არგენტინელი მცველის მიერ ბურთის ჩაწოდების შემდეგ განელმა შუახაზელმა ინსტინქტურად თავდაცვითი პოზა მიიღო და გაშვერილი ხელებით თავდაცვა სცადა. მაიკ დინმა ეს მშვენივრად დაინახა და ამიტომაც იყო, რომ მისთვის ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენებია. ამასთან არბიტრს არ ჰქონდა უფლება, თერთმეტმეტრიანი არ დაენიშნა.

დინის გადაწყვეტილების გაპროტესტება "ლურჯებს" აზრად არ მოსვლიათ. არც "სიტის" ფეხბურთელებს გამოუთქვამთ პროტესტი, რომ ეპიზოდის ანტიგმირი ბარათს გადაურჩა. მოკლედ, ყველასთვის ყველაფერი ცხადი იყო.

აგუეროს გარდა, "სიტის" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ დავიდ სილვა. სწორედ ესპანელი იყო ის გამწევი ძალა, რომელიც თანაგუნდელებს შეტევებისკენ მიერეკებოდა.

ძალიან კარგი იყო სამირ ნასრიც, რომელმაც სეზონი ისე დაიწყო, რომ რობერტო მანჩინი უკეთესს ვერ ინატრებდა, მაგრამ მას მერე თამაშს ძალიან მოუკლო. ერთი ხანობა ისიც კი იწერებოდა, რომ მანჩესტერელებმა მისი შეძენისას ვერ გათვალესო.

თუკი ფრანგი ფინიშის სწორს ძველებურად ათამაშდება, უკეთესი აბა რა უნდა იყოს? საქმე მხოლოდ გადამწყვეტი გოლის ავტორობაში არ არის. სამირი მთელი თამაში აქტიური გახლდათ. პრაქტიკულად არ კარგავდა ბურთს და ხშირად ურტყამდა კარში. სულ მის ანგარიშზე 6 ასეთი მცდელობაა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგია.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ გვერდი ავუაროთ კარლოს ტევესის დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი იდეალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა, მან ერთი მოძრაობით დაუმტკიცა მთელ დუნიას, რომ მისი ნიჭი არსად გამქრალა. მანჩინის მთელი სიმდიდრეც სწორედ ეს არის - ტაქტიკური განსწავლულობა და კადრების წარმოუდგენლად ფართო არჩევანი.

ფულჰემი-სუონსი 0:3

საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)

უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 1:1

საუკეთესო: შონ მელონი (უიგანი)

ვულვზი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:5

საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ნიუკასლი-ნორვიჩი 1:0

საუკეთესო: დემბა ბა (ნიუკასლი)

ბლექბერნი-სანდერლენდი 2:0

საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)

მანჩესტერ სიტი-ჩელსი 2:1

საუკეთესო: ხუან მატა (ჩელსი)

ტოტენჰემი-სტოკ სიტი 1:1

საუკეთესო: ჯერმეინ პენანტი (სტოკ სიტი)

ევერტონი-არსენალი 0:1

საუკეთესო: რობინ ვან პერსი

ქუინზ პარკი-ლივერპული 3:2

საუკეთესო: სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

ტურის ნაკრები

ჯონ რადი (ნორვიჩი) - მარტინ ოლსონი (ბლექბერნი), ჯონათან ევანსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტომას ვერმალენი (არსენალი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი) - სამირ ნასრი (მანჩესტერ სიტი), გულფი სიგურდსონი (სუონსი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი) - კემერონ ჯერომი (სტოკ სიტი), ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA sports-ის მიხედვით

1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 682 ქულა

1. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 663

3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 542

4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 523

5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 488

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

289 მატჩი

219 მოგება

70 ფრე

151 მშრალად შენახული კარი

808 გოლი

4 220 ზუსტი დარტყმა კარში

3 277 აცილება

521 ფეხბურთელი

68 ეროვნების მოთამაშე

16 ჰეთ თრიკი

912 ყვითელი ბარათი

52 წითელი ბარათი

9 931 658 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი: ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)

ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ანტონიო ვალენსია მოედანს დაუბრუნდა თუ არა, უმალ ტურის გმირად იქცა. "მგლებთან" შეხვედრაში ფეხბურთელმა გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს, ზემოთ რატომ გვიწერია "ვულვზი"-"იუნაიტედის" შეხვედრაში საუკეთესოდ უეინ რუნი.

საქმე ის არის, რომ პრემიერლიგის ვებგვერდზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრები ასახელებენ (რასაც ხშირად სუბიექტურობამდე მივყავართ). რუნის პოპულარობამდე კი ეკვადორელს ბევრი უკლია.

ტურის მწვრთნელი: მარკ ჰიუზი (ქუინზ პარკი)

რატომ არის მარკ ჰიუზი 29-ე ტურის მწვრთნელი, ვფიქრობთ, დიდ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოსაზრების დასაბუთებას მაინც შევეცდებით.

"ლივერპული" მთელი წლის განმავლობაში რაც უნდა არასტაბილურ გუნდად რჩებოდეს, მასთან უეჭველ 3 ქულას პრემიერლიგის გრანდებიც ვერ გეგმავენ. "წითლებს" ყოველთვის შეუძლიათ აფეთქება და მეტოქის წალეკვა (ცუდია, რომ ეს სულ უფრო იშვიათად ხდება) და ზუსტად ამ დროს ლონდონური კლუბმა პეპე რეინას კარში 13 წუთში მოახერხა 3 გოლის გატანა.

ამ ეტაპზე უელსელი სპეციალისტის მუშაობას წარმატებულს ვერაფრით ვუწოდებთ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მე-9 შეხვედრაში სულ რაღაც მე-2 თამაში მოიგო, რისი წყალობითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა