ზედიზედ მეორე მატჩის მოგება შეძლო "ბარსელონამ", თუმცა ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება
ორი მატჩით გაგრძელდა ევროლიგის პლეი ოფი კალათბურთში. მეორე მატჩები ჩატარდა "პანათინაიკოსი"-"მაკაბისა" და "ბარსელონა"-უნიქს-ის წყვილში.

სერიის პირველ მატჩში ოცი ქულით მოგების შემდეგ, "პანათინაიკოსი" "მაკაბისთან" მეორე შეხვედრაში ისევ ფავორიტად მიიჩნეოდა. მაგრამ, ისრაელის ჩემპიონმა მოასწრო ამ ორ დღეში შოკიდან გამოსვლა და სერიოზული ბრძოლა გაუმართა ბერძნულ გრანდს.

მთელი მატჩი თანაბარი თამაში მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

მხოლოდ მეოთხე მეოთხედში კოსტას კაიმაკოგლუს მონდომებით, საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე "პანათინაიკოსი" ექვსი ქულით გაიჭრა წინ, რაც ასეთი ხასიათის მატჩისთვის საკმაოდ სოლიდური უპირატესობა იყო. მაგრამ "მაკაბიმ" შეძლო მეტოქის დაწევა და დევიდ ბლუს სამქულიანით ორი ქულით წინ გასვლაც კი მოახერხა - 83:81.

"პანათინაიკოსი" იმავე კაიმაკოგლუმ გადაარჩინა, რომელმაც 14 წამით ადრე შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა.

დამატებით დროში კი ისევ დევიდ ბლუმ გაიბრწყინა, რომლის სამქულიანით "მაკაბი" წინ გავიდა და უპირატესობა ბოლომდე აღარ გაუშვა ხელიდან - 94:92 მოიგო ისრაელის ჩემპიონმა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ახლა ორი შეხვედრა თელ-ავივში გაიმართება.

"პანათინაიკოსისგან" განსხვავებით, შინ ზედიზედ მეორე მატჩის მოგება შეძლო "ბარსელონამ", თუმცა ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება. რუსეთის უნიქს-მა პირველ მატჩშიც გაუწია დიდი წინააღმდეგობა ესპანეთის ჩემპიონს, ახლა კი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.

"ბარსამ" ოთხიდან მხოლოდ ერთი მეოთხედი მოუგო უნიქს-ს - პირველ 10-წუთეულში ოთხქულიან უპირატესობას მიაღწია და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მატჩში.

"ბარსელონა" თავიდან 11:2 დაწინაურდა, მაგრამ რუსები მალე დაეწიენ მეტოქეს და ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში წავიდა. მეორე მეოთხედი უნიქს-მა ერთი ქულით მოიგო და შემდეგ ისევ ჩააგდო ტაიმის დასაწყისი. მეორე ნახევრის დებიუტში ლორბეკმა და ნავარომ 9 ქულით გაიყვანეს წინ "ბარსა".

მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი მოუხერხეს უნიქს-ის ლეგიონერ ჯავაის, რომლის აქტიურობის შემდეგ, რუსებმა საფინალო სირენამდე რვა წუთით ადრე წინ გასვლა მოახერხეს - 54:53. ოღონდ ეს რუსების ბოლო წარმატება იყო. "ბარსამ" ისევ დაიბრუნა ინიციატივა და კლასის ხარჯზე 63:61 გაიმარჯვა.

"ბარსელონა" 2:0 დაწინაურდა სერიაში. აქამდე, ევროლიგის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე გუნდს 0:2-დან მოეგო სერია, ასე რომ, უნიქსი განწირული ჩანს.

ამასობაში გაირკვა, რომ მეოთხედფინალის პირველი მატჩების საუკეთესო მოთამაშე. ეს არის "პანათინაიკოსის" 31 წლის მცველი დიმიტრის დიამანტიდისი.

გამთამაშებელმა "მაკაბისთან" მოგებულ მატჩში 15 ქულა დააგროვა, რასაც რვა შედეგიანი პასი, ხუთი მოხსნა, ორი ჩაჭრა და ორი დაფარება დაუმატა. ბერძენი ვეტერანის

ეფექტურობის კოეფიციენტი 31-ს ქულას შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი კოეფიციენტი "მონტეპასკის" მოთამაშეს დევიდ ანდერსონს ჰქონდა, მაგრამ მისმა 28 ქულამ იტალიურ კლუბს ვერ უშველა.

პანათინაიკოსი-მაკაბი 92:94 (ო)

24:20, 19:21, 15:20, 25:22, 9:11

პ: კაიმაკოგლუ (20), ბატისტი (16+9 მოხსნა+6 პასი), იასიკიავიჩუსი (15+4 პასიმ), ცარცარისი (12), კალატესი (12+5 მოხსნა+6 პასი).

მ: ლონგფორდი (17+4 პასიმ), ბლუ (16), ოჰაიონი (15+5 მოხსნა+5 პასი), სმიტი (15+9 მოხსნა).

სერია: 1-1

ბარსელონა-უნიქსი 66:63

17:13, 16:17, 18:18, 15:15

ბ: ნავარო (18), ლორბეკი (13), მიკელი (12).

უ: ჯავაი (21+10 მოხსნა), ნახბარი (16+5 მოხსნა).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების სავარაუდო მეტოქეები EUROBASKET 2025-ის საკვალიფიკაციოში ცნობილია
თურგაი დემირელის და კამილ ნოვაკის შეფასებები საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით
ევრობასკეტ 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა