ჰოლანდიური კლუბის ქართველი მცველის გამოსასყიდად 3,5 მილიონი ევროა საჭირო
არნემის "ვიტესმა" გურამ კაშიასთან ახალი კონტრაქტი რომ გააფორმა, "ლელო" ამაზე უკვე წერდა. 24 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდებოდა. კონტრაქტის გახანგრძლივება კი რამდენიმე თვის წინ შესთავაზეს, მაგრამ კაშია ფიქრობდა და თანხმობას არ ჩქარობდა.

"ვიტესის" კაპიტნის გადაწყვეტილებას ჰოლანდიური მედია გამოეხმაურა და საინტერესო შეფასებები გაკეთდა.

"თავიდან კაშიას მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ, მაგრამ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა ცენტრში გადაიყვანა და ძალიან ძლიერად ათამაშდა. კაშია არის "ვიტესის" კაპიტანი და ლიდერი, მოედანზეც და მის გარეთაც", - წერს gelderlander.nl.

კაშიამ "ვიტესში" უკვე 52 შეხვედრა ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და არნემელთათვის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალ კონტრაქტზე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ქართველმა მცველმა დაწერა - "ვიტესში" კიდევ 20 წელი ვითამაშებო.

ცნობილია, რომ ქართველ მცველს ერედივიზიეს ბევრად ძლიერ კლუბებში, "ტვენტესა" და "ეინდჰოვენში" იწვევდნენ. რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც კაშიამ არნემელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა - პირობები თუ ნაცნობ გუნდში ერჩივნა კარიერის გაგრძელება? ამ კითხვით კაშიას გუშინ მივმართეთ.

"ორივე ფაქტორმა იმოქმედა. "ვიტესს" ძალიან შევეჩვიე და ეს თქვენთან ორიოდე დღის წინაც ვთქვი. გუნდმა ბევრი შემძინა და თანაც, პროგრესირებს.

მერაბ ჟორდანია არნემში ამბიციურ კლუბს აყალიბებს და იმედია, მომავალში ამბიციურ "ვიტესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, არნემში ყველაფერი მაკმაყოფილებს და დარჩენაც ამიტომ გადავწყვიტე.

ცხადია, ახალი კონტრაქტით პირობებიც გამიუმჯობესეს. ამას გარდა, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბს, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია ჩემი ტრანსფერი გამოისყიდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან რაც უნდა მოხდეს, "ვიტესი" შეთანხმებულ თანხაზე მეტს ვერ მოითხოვს. მაგრამ ასევე ჩაიწერა, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერსად გადავალ, მერე კი თავისუფლად შემეძლება გადასვლა - ცხადია, თუ თანხას გადაიხდიან", - გვითხრა კაშიამ.

"ვიტესის" კაპიტანს კლუბთან შეთანხმებული თანხა არ დაუზუსტებია, მაგრამ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ლაპარაკია 3,5 მილიონ ევროზე. თუ გახსოვთ, სწორედ ამ პუნქტით ისარგებლა ალეკო ამისულაშვილმა, როდესაც შოთა არველაძის "კაისერიდან" რუსეთის პრემიერლიგელ "კრასნოდარში" გადავიდა - მას კონტრაქტში 3 მილიონი ევრო ეწერა. საერთოდ, ბოლო დროს, კონტრაქტის ამ პირობით გაფორმება "მოდაშია".

კაშია პირველი ქართველი არ გახლავთ, რომელიც უცხოურ კლუბს კაპიტნობდა: სამკლაურით გაჰყავდა მოედანზე სამარის "კრილია სოვეტოვი" დავით მუჯირს, ალეკო რეხვიაშვილს - "სკონტო", დავით გამეზარდაშვილს - ასევე "სკონტო", კახა ცხადაძეს - "ანჟი", ლევან კობიაშვილს - ჯერ "ფრაიბურგი", ახლა ბერლინის "ჰერტა", ალექსანდრე იაშვილს ეს პატივი წილად ხვდა "ფრაიბურგსა" და "კარლსრუეში", შოთა არველაძეს "ალკმაარში", ალეკო ამისულაშვილს - "კრასნოდარში", გია კვარაცხელიას "კაუნასში", მინსკის "მტზ-რიპოსა" და ბრესტის "დინამოში". პაოლო მალდინისა და ალესანდრო კოსტაკურტას ტრავმიანობის დროს, "მილანი" კაპიტნის რანგში მოედანზე რამდენჯერმე ვიცე-კაპიტან კახა კალაძესაც გაუყვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

antokeli
ყველაზე სტაჟიანი კაპიტანი დაგავიწყდათ, ვაჟა თარხნიშვილი
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]