ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მონპელიეს" თავკაცს მამუკა გორგოძის იმედი აქვს

"მონპელიეს" თავკაცს მამუკა გორგოძის იმედი აქვს

საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის საპლეიოფო ექვსეულში ქართველთა ხუთი გუნდია
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. საპლეიოფო ექვსეულში კი ქართველ მორაგებეთა ხუთი გუნდია: "ტულუზი", "კლერმონი", "ტულონი", "მონპელიე" და "კასტრი". მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აქვს კიდევ ერთ "ქართულ გუნდ" "აჟენს", რომელიც მეექვსეადგილოსან "მეტრო რასინგს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", სტუმრად ეთამაშება მეათეადგილოსან "ბორდოს", რომელსაც დივიზიონის დატოვების საფრთხე ემუქრება. ტულუზელები წელს ჩემპიონატის დასაწყისიდანვე ბრწყინვალედ ასპარეზობენ და პირველობის უმთავრესი ფავორიტები არიან.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრა "ტულუზმა" შინ დიდი ანგარიშით 56:6 მოიგო. ბრეგვაძე, რომელმაც ახლახან გუნდთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სათადარიგოთა შორისაა. გიორგაძე ტრავმირებულია.

დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც ამჟამად 69 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება შინ დაუპირისპირდება "პერპინიანს", რომელიც 34 ქულით თავისთვის უჩვეულო მე-11 ადგილზე იმყოფება და დივიზიონიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

"ვულკანები", რომლებსაც შინ ორი სეზონია არ წაუგიათ, ცხადია, ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან. ჩვენებურის გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე არ იცის მარცხის სიმწარე. "კლერმონს" ეროვნული ნაკრებიდან დაუბრუნდნენ ვესლი ფოფანა, ორელიან რუჟერი და ჟულიენ ბონერი. მასპინძელთა უპირატესობაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კლერმონელებმა წელს 37 ლელო გაიტანეს, "პერპინიანმა" კი - 20.

პირველ წრეში "კლერმონმა" სტუმრად 39:3 მოიგო. ზირაქაშვილის ტრავმირებულია და არ ითამაშებს.

საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი "სტად დე მაიოზე", სადაც მესამე ადგილოსანი დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" მეექვსეადგილოსან "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება. ტულონელები "ვულკანებს" 11 ქულით ჩამორჩებიან და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა პირდაპრ ნახავარფინალში თამაშის უფლება დაიბევონ.

"ტულონს" ვერ უხელმძღვანელებს მთავარი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი, რომელსაც საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 60-დღიანი დიკვალიფიკაცია მიუსაჯა. მასპინძლებს პარიზელებთან მატჩში სამხრეათაფრიკელი მესამეხაზელი ჯო ფან ნიკერკი უკაპიტნებს. საეჭვოა ბენჟამინ ლაპეირისა და ალექსის პალისონის თამაში.

პირველ წრეში "ტულონმა" სტუმრად "მეტრო რასინგის" დამარცხება შეძლო - 16:8. ქუბრიაშვილი თადარიგში იქნება.

21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრად მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიესა" და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დაპირისპირებაა აღიარებული.

ორივე ეს გუნდი პლეი ოფის პოტენციური მონაწილეები არიან. ბოლო ტურებში "მონპელიე" მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურება. გორგოძე და კომპანია საკმაოდ უხვლელოიანები არიან, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ხშირად ჯარიმდბიან. "კასტრს" კი საჯარიმოების გამოყენების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს. ამ გუნდის ფულბეკი რომენ ტულე საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია.

"მონპელიეს" თავკაცს ფაბიენ გალტიეს ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნებული მამუკა გორგოძისა და მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკის იმედი აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ამ ორი მოთამაშის ყოფნა გუნდში, თამაშს სრულიად გარდაქმნის და "მონპელიე" ბევრად უფრო მრისხანე ხდება.

პირველ წრეში "კასტრმა" სტუმრად "მონპელიეს" 21:16 მოუგო. გორგოძე, ჟღენტი და ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 44 ქულით მერვე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება სატურნირო ცხრილის მეზობელ "სტად ფრანსეს", რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება. ცხადია, ორივე პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის. უკეთეს მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, პარიზელები არიან. მათ რიგებში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებში მივლენილი მოთამაშეები დაბრუნდნენ.

ამასთან ერთად, "სტად ფრანსე" ლელოების რაოდენობითაც ორჯერ უსწრებს მეტოქეს. პირველ წრეში აჟენელბმა შინ დმაჯერებლად მოიგეს - 37:13. იგივეს გამეორება, ამჯერად ძალზედ გაუჭირდებათ. პირიქით, "სტად ფრანსესგან" ყველა დიდი ანგარიშით მოგებას ელოდება. მით უფრო, რომ გუნდის 25-ათასიან სტადიონზე ბილეთები ერთი დღით ადრე მთლიანად გაყიდული იყო.

შეყლაშვილი სათადარიგოთა შორისაა.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" სტუმრად დაუპირისპირდება ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ბაიონს". ჩვენებურთა გუნდს საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში ყველაზე გაუვალი დაცვის ხაზი ყავს, თუმცა ბრიველებს ოდნავ უჭირთ შეტევისას.

ბასკურ გუნდს დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე რეალურად ემუქრება და, სავარაუდოდ, მეტოქეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავს. პირველ წრეში "ბრივმა" შინ 30:10 მოიგო.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც 26 ქულით ბოლო ადგილზეა, შინ ეთამაშება ბასკურ "ბიარიცს", რომელსაც რვა ქულით ჩამორჩება. ლიონელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მდგომარეობა გამოასწორონ და გავარდნას გადარჩენენ. საამისოდ კი დიმიტრი იაშვილისა და კომპანიის აუცილებლად დამარცხება მართებთ.

I დივიზიონი

XXI ტური

ბორდო-ტულუზი, სტად ფრანსე-აჟენი, ლიონი-ბიარიცი, კასტრი-მონპელიე, კლერმონი-პერპინიანი, ტულონი-მეტრო რასინგი, ბაიონი-ბრივი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 73 ქულა, 2. კლერმონი - 69, 3. ტულონი - 58, 4. მონპელიე - 52, 5. კასტრი - 51, 6. მეტრო რასინგი - 49, 7. სტად ფრანსე - 47, 8. აჟენი - 44, 9. ბრივი - 37, 10. ბორდო - 37, 11. პერპინიანი - 34, 12. ბიარიცი - 34, 13. ბაიონი - 30, 14. ლიონი - 26.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა

დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]