ლეგენდარულმა სამოელმა მოკრივემ დევიდ ტუამ აქტიური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
ლეგენდარულმა სამოელმა მოკრივემ დევიდ ტუამ აქტიური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"იძულებული ვარ, კრივი მივატოვო, - განაცხადა ტუამ. - დიახ, მიყვარს ეს სპორტი და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დიდ პატივისცემას ვგრძნობ ჩემი გულშემატკივრების მიმართ, მაგრამ დღეს პროფესიული კრივი მაღალ მოთხოვნებს აყენებს, რომელსაც მე ვეღარ ვაკმაყოფილებ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. არაფერს ვნანობ".

ტუა თანამედროვე სუპერმძიმე წონის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი იყო. "ტუამენის" მომაკვდინებელი მარცხენა ჰუკი ყველას დიდხანს ემახსოვრება. ტუას დამარცხებული ჰყავს ჯონ რუისი, ჰასიმ რაჰმანი, ოლეგ მასკაევი... დევიდი მეტოქეებს არ ინდობდა. ოკეანეთის წარმომადგენელს კარიერაში 43 ნოკაუტი დაუგროვდა.

დევიდი ძალიან მყარად იდგა ფეხზე. მხოლოდ მონტე ბარეტმა შეძლო 2011 წლის აგვისტოში სამოელის ნოკდაუნში გაგზავნა. ეს ბრძოლა ბოლო აღმოჩნდა ტუას კარიერაში. მას თავის 20-წლიან კარიერაში პროფესიულ რინგზე ნოკაუტით არასოდეს წაუგია. მოყვარულებში კი ასეთი რამ ერთხელ მოხდა: 1992 წლის ოლიმპიადაზე დევიდმა ლეგენდარული ფელიქს სავონის დარტყმებს ვერ გაუძლო.

სულ ტუას ანგარიშზე 4 წაგებაა. ბარეტის გარდა (სამოელმა ამერიკელს კინაღამ მოუგო - მე-12 რაუნდში მონტეს ყბა გაუტეხა), დევიდს მოუგო აიკუ იბეაბუჩიმ, კრის ბერდმა და სახელოვანმა ლენოქს ლუისმა საჩემპიონო ბრძოლაში.

ტუასა და იბეაბუჩის დაპირისპირებას თამამად შეიძლება ისტორიული ვუწოდოთ. მოწინააღმდეგეებმა ნამდვილი "ჩეხვა" მოაწყვეს, რაც სუპერმძიმე კატეგორიას არასოდეს უნახავს. ჯამში 1700 (!) დარტყმა შესრულდა, რითაც დაემხო "მანილას თრილერის" რეკორდი. 90-იან წლებში იბეაბუჩის ახალ მაიკ ტაისონს უწოდებდნენ, მაგრამ მისი კარიერა სავალალოდ დასრულდა. ნიგერიელი გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც დღემდე იმყოფება.

გარეგნულად 110-კილოგრამიანი ტუა დიადი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის კაციჭამიას ჰგავს, მაგრამ დევიდი - შემოქმედებითი ნატურაა. თავისუფალ დროს სამოელი ხატავს, გიტარაზე უკრავს და ლექსებს თხზავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა