კიევის "არსენალის" ქართველი ნახევარმცველი, "მეტალისტთან" გატანილი გოლის მიუხედავად, თავს მატჩის გმირად არ მიიჩნევს
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძისთვის უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტური ერთობ წარმატებული გამოდგა.

გარდა იმისა, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ხარკოვის "მეტალისტს" ანგარიშით 4-2 აჯობა და ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე აღზევდა, თავად ქართველი ამ უხვგოლიანი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.

სანდრომ მატჩის 84-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ბოლომდე იბრძოლა, თითქოს უიმედო სიტუაციაში ბურთი მოიპოვა და თითქმის კუთხურის ხაზიდან ხარკოველთა წინ გამოსულ მეკარეს გაუტანა (იხილეთ ვიდეო) ."არსენალი" დაწინაურდა - 3:2, ამის შემდეგ კი "მეთოფეებმა" კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ 4:2 იმარჯვეს.

- ეს სენსაცია იყო? - ჰკითხეს თამაშის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს.

- არა. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელიც ევროპალიგის მეოთხედფინალამდე გავიდა, მაგრამ ეს შედეგი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

- ხარკოველებთან სათამაშოდ განსაკუთრებული განწყობით გახვედით?

- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ქულები ჰაერივით გვჭირდება და მეორეც, "მეტალისტი" ისეთი გუნდია, რომელთანაც სამი ქულის მოპოვება ძალიან რთულია. მაგრამ, თუკი თითოეულ მატჩში მიზნად გამარჯვებას არ დავისახავთ, მაშინ რა იქნება ჩვენი ფასი?

- თამაშმა არ დაგიტოვათ ისეთი გრძნობა, რომ ხარკოველებმა საკადრისად არ შეაფასეს "არსენალი"?

- ვერ გეტყვით. მივიჩნევ, რომ ჩვენ არ უნდა გვანაღვლებდეს ის, თუ როგორ გვაფასებს მეტოქე. ეს მისი პრობლემაა.

- გახსოვთ, "არსენალმა" ოთხი გოლი ბოლოს როდის გაიტანა?

- (ეღიმება). სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება.

- მთავარმა მწვრთნელმა უშუალოდ თქვენ რა დაგავალათ?

- მე შეტევაში თამაში უნდა გამემწვავებინა, საკუთარ თავზე უნდა ამეღო ინიციატივა... აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სიძლიერე, უპირველესად, გუნდურობაშია.

დავალება ყველა მოთამაშეს ჩვენ-ჩვენი გვქონდა და მათი შესრულებით შედეგი მივიღეთ.

- თქვენ გამარჯვების გოლი გაიტანეთ. თავს მატჩის გმირად მიიჩნევთ?

- არა, ასე არ ვფიქრობ. ბრწყინვალედ სანია კოვპაკმა ითამაშა, რომელმაც ორი ბურთი შეაგდო. საერთოდ კი, გმირი მთელი გუნდია. პარტნიორების დახმარების გარეშე ვერც მე და ვერც კოვპაკი ვერაფერს გავხდებოდით.

- "მეტალისტთან" მატჩი "მეთოფეებისთვის" საუკეთესოა ამ სეზონში?

- სეზონის საგაზაფხულო ნაწილში - ნამდვილად. წინა სამი თამაში არასტაბილურად ჩავატარეთ, მაგრამ "მეტალისტთან" გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, "არსენალი" უკეთ ათამაშდება.

- აქამდე რა გიშლიდათ ხელს?

- ეს ფეხბურთია. ხდება, რომ ერთ თამაშში ყველაფერი გამოგდის, მეორეში - პირიქით.

- თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა გასახდელში მოგაკითხათ?

- დიახ და გამარჯვებისთვის მადლობა გადაგვიხადა.

- გაზრდილ პრემიალურებს დაგპირდათ?

- (ეცინება). ეს უკვე შიდა სამზარეულოა.

- "მეტალისტთან" გამარჯვების შემდეგ "არსენალისთვის" ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსები უფრო რეალური გახდა?

- ვფიქრობ, კი. ჩემი აზრით, კარგი შანსი გვაქვს, ევროთასებზე გავაღწიოთ. თუკი ყოველ თამაშში ისე გავირჯებით, როგორც "მეტალისტთან", ევროპალიგაში აუცილებლად მოვხვდებით.

მომზადებულია sport-express.ua-ს მიხედვით

რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...