საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ესპანელებთან მატჩის შემდეგ შეკითხვებს უპასუხა
საქართველოსა და ესპანეთის 17-წლამდელთა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტი დენია არ გამოცხადებულა, რადგან მატჩის დასრულებისთანავე ეროვნული სტადიონისკენ, ინგლისი-უკრაინის სანახავად გასწია; ქართველ 17-წლამდელთა თავკაცმა ვასილ მაისურაძემ კი მედიის ინტერესი ამომწურავად დააკმაყოფილა.

- რომ ვთქვა, გამარჯვებაც შეგვეძლო-მეთქი, ძალიან უნდა გავკადნიერდე. რა თქმა უნდა, მოგებასთან უფრო ახლოს ესპანელები იყვნენ, მაგრამ პაპუნაშვილს ის მომენტი რომ გამოეყენებინა, ორბურთიანი სხვაობით დავწინაურდებოდით და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრება ძალიან გაუჭირდებოდა.

ბიჭებს დავავალეთ, მეტოქისთვის სივრცე მაქსიმალურად შეეზღუდათ და ესპანელთა შეცდომებს დალოდებოდნენ. ამ ასაკში უშეცდომო გუნდი არ არსებობს და სწორედ ამის წყალობით დავწინაურდით.

ესპანეთის ნაკრები ბურთს ჩვენზე უკეთ რომ ფლობს, ეს წინასწარ ვიცოდით და როგორც ველოდით, სათამაშო უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ამას შეუპოვარი ხასიათი და დიდი ბრძოლა დაუპირისპირეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

"მიხეილ მესხზე" თამაში კი მაინც გაგვიჭირდა, რადგან ჩვენს ფეხბურთელებს, ესპანელებისგან განსხვავებით, ამხელა სტადიონებზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ.

- აბურჯანიამ რა სახის დაზიანება მიიღო?

- მას სახეში მეტოქის მუშტი მოხვდა და თვალთ დაუბნელდა. გიორგის ეს პირველად არ მოსვლია, მაგრამ წესით, საგანგაშო არაფერი უნდა იყოს და მან მომავალ მატჩში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

- თავდამსხმელების თამაშით კმაყოფილი ხართ?

- მათ მეტი შეუძლიათ და მეტი მოეთხოვებათ. ისე კი, ნერვიულობის ფაქტორს მაინც ვერ გავექეცით. ესპანეთი მაინც ესპანეთია.

- რა ინფორმაციას ფლობთ მომავალ მეტოქე ინგლისზე?

- ინგლისის ნაკრები უფრო ფეთქებადი გუნდია, ვიდრე ესპანეთი. თუკი ესპანელები მთელი მოედნის კონტროლს ცდილობენ, ინგლისელები ეპიზოდურად, მაგრამ უფრო მწვავედ უტევენ. ინგლისთან მატჩამდე ორიოდე დღე დარჩა და იმედია, ძალების სრულად აღდგენას მოვასწრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vova
მარიაჟს და ქულების ჩამოყრას ჯობდა შენც ინგლისი უკრაინის თანაშისთვის გეყურებინა და დემაგოგობა ტურნირის ბოლოს გაგემართა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...