საქართველოს პირველობაზე ოსტატთა პროგრამით სხვადასხვა კუთხის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი
პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მქონე ლუბა გოლოვინას, მსოფლიოს თასების მრავალგზის ფინალისტ თენგიზ კოშკაძეს ბატუტზე მხტომელთა ბევრ შეჯიბრებაში ფავორიტებად მიიჩნევენ, ეროვნულ ჩემპიონატში კი, ფაქტობრივად, კონკურენტები არ ჰყავთ.

ასე იყო ამჯერადაც საქართველოს პირველობაზე, სადაც ოსტატთა პროგრამით სხვადასხვა კუთხის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართალია, გოლოვინა და კოშკაძე ტრავმების გამო ორ თვეზე მეტია, მთელი დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ, მაგრამ მათთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა მაინც ვერავინ შეძლო, თუმცა ორთაბრძოლები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

ლუბამ ოქროს მედალი 52,04 ქულით მოიპოვა. ვერცხლის მედალი 12-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონ ანა ოდიშვილს (50,48) ერგო, თეონა ჯანჯღავა (49,98) კი მესამე იყო. ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. თენგიზ კოშკაძე (53,43), 2. ზურაბ ნოზაძე (48,56), 3. რუსტამ კალოევი (45,70).

ლუბა გოლოვინა:"წელის ტკივილის გამო ბევრი დრო გამიცდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვიბრუნებ სპორტულ ფორმას. დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე უკეთ მოვემზადები კონტინენტის ჩემპიონატისთვის, რომელიც 10 აპრილს დაიწყება სანკტ-პეტერბურგში.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა მაქვს მოპოვებული, უფროსებში კი მხოლოდ ერთხელ ვიასპარეზე 2007 წელს და მეცხრე ადგილი დავიკავე. მართალია, წლევანდელი შეჯიბრება ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენო, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მედლებისთვის არ ვიბრძოლებ. ევროპის შემდეგ ივნისში მსოფლიოს თასის ორ ეტაპზეც გამოვალ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ლონდონში პეკინის შედეგი გავაუმჯობესო".

თენგიზ კოშკაძე:"შარშან კანადის თასზე მეორე, მსოფლიოს თასზე კი მეექვსე ადგილი დავიკავე. კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მძიმე ტრავმა მივიღე და ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის ოცნება აუხდენელი დამრჩა. ჯერ 25 წლის ვარ და იმედებს არ ვკარგავ. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ინტენსიური ვარჯიში განვაახლე. ევროპის ჩემპიონატზე, ვფიქრობ, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შემიძლია".

ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრები ახლა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე საწვრთნელ შეკრებაზეა. სანკტ-პეტერბურგს 9 აპრილს გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა