მსოფლიო კრივის ორგანიზაციის ვერსიით 23 წლამდელთა შორის ჩემპიონმა 21 ბრძოლიდან 20-ში გაიმარჯვა
პროფესიონალი მოკრივე ბორის მდინარიძე მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (UBO) ვერსიით 23 წლამდელთა შორის ჩემპიონის ქამრის მფლობელია.

მან ცოტა ხნის წინ მორიგი სარეიტინგო ორთაბრძოლა გამართა თბილისში და ისევ მოიგო. ეს იყო მე-20 გამარჯვება 21 შეხვედრიდან. მალე საჩემპიონო ქამრის დაცვა მოუწევს. მანამდე ვარიანში, კრივის კლუბ "ჩემპიონში" ვარჯიშობს პირად მწვრთნელ გია კობახიძესთან.

- ვიყავი საქართველოს ჩემპიონი კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის. მოგებული მაქვს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი. პროფესიულ რინგზე კი 17 წლის ასაკში გადავედი - გვითხრა ბორისმა.

- რატომ, რამ მიგიზიდა?

- პროფესიული კრივი უფრო დახვეწილია და ეფექტური, ტაქტიკურადაც მრავალფეროვნია. მეტია აზარტიც, უჩაფხუტოდ ვიბრძვით. ამასთან, ჩემპიონები პროფესიონალებში უფრო აღირებულნი არიან.

ბევრს ვშრომობ და, საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქმეც კარგად მიდის. პროფესიონალებთან მხოლოდ ერთადერთი ბრძოლა დავთმე. ფრანგ ბილელ ლატრეშთან მსაჯებმა გაფრთხილების შემდეგ მომხსნეს. ის ორთაბრძოლა დიჟონში (საფრანგეთი) IBF ვერსიით ახალგაზრდებს შორის სუპერსაშუალო წონაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გაიმართა.

- ამას წინათ თქვი, ბოლო სარეიტინგო ბრძოლა ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყოო...

- უკრაინელი ვოლდემარ ბოროვსკი ყველაზე ძლიერი და გამოცდილი მეტოქე გამოდგა. იგი სამჯერ შეხვდა სხვადასხვა ვერსიით ჩემპიონებს. მართალია, სამივე წააგო, მაგრამ მცირე უპირატესობით. 12-12 რაუნდი იბრძოლა. ჩვენი შეხვედრაც თანაბრად წარიმართა, მაგრამ მეშვიდე რაუნდში მაინც ნოკაუტით ვაჯობე.

- მომავალ მეტოქეებთან საპაექროდ კონკრეტული გეგმით ემზადები?

- რა თქმა უნდა. მე და ჩემი მწვრთელი გია კობახიძე მზადებას სამ ეტაპად ვგეგმავთ. ფიზიკური მომზადების შემდეგ გავადივართ ტაქტიკურ მეცადინეობაზე, ვეცნობით ვიდეოჩანაწერებს, ვამუშავებთ მოწინააღმდეგის სტილს, ბრძოლის მანერას, ბოლოს კი თავისუფალი ორთაბრძოლები გვაქვს. ბოროვსკისთან შეხვედრამდე ვარიანის დარბაზშიც ვმეცადინეობდით და გორის კრივის სკოლაშიც.

- მას შემდეგ, რაც საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის ეგიდით თბილისში სარეიტინგო შეხვედრების გამართვა დაიწყო, ჩვენი მოკრივეეების რეიტინგიც იზრდება.

- რასაკვირველია. რეიტინგში აღმასვლისთვის აუცილებელია საშეჯიბრო პრაქტიკა. რაც ხშირად ჩავატარებთ სარეიტინგო ორთაბრძოლებს, ქულების დამატების მეტი შანსი გევქნება. ამასთან იხვეწება სტილი, გვემატება გამოცდილება.

- უცხოეთშიც არაერთხელ გიასპარეზია. ჩვენი საკრივო გარემო რომელი ქვეყნებისას უფრო შეედრება?

- ჩვენთან პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსი საკრივო გარემოა. განსხვავებული უკრაინაა. იქ კლიჩკოები ყველასათვის კერპები არიან და საზოგადოებაც დამსახურებულ პატივს მიაგებს. საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში კი აშკარად შესამჩნევია, რომ პროფესიულ კრივი, პოპულარობის თვალსაზრისით, გაცილებით წინ დგას სამოყვარულოზე.

გია კობახიძე: "ბორისი ძლიერი, შრომისმოყვარე და მეტად პერსპექტიული მოკრივეა. მან თავისი შესაძლებლობები აქადე ჩატარებულ შეხვედრებშიც კარგად გამოავლინა. მჯერა, რომ მომავალში ტექნიკურ - ტაქტიკურად უფრო გაიზრდება და შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება.

უახლოეს მომავალში შევუდგებით სამზადისს UBO–ს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად. მოგეხსენებათ, შარშან შემოდგომაზე ეს ტიტული მან გორში, ტანზანიელ სელემან საიდთან ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა. მის დასაცავად ბორისი ისევ გორის რინგზე გავა. იმედია, ტიტულს შეინარჩუნებს.

ვარიანში კიდევ არაერთი ძლიერი პროფესიონალი მოკრივე ვარჯიშობს. მაგალითად, შალვა და ლევან ჯომარდაშვილები, მიხეილ ხუციშვილი, ბაჩო კვარაცხელია, ალექსანდრე ვახტანგაშვილი... ამ კლუბის ყველა წარმატება ასოცირდება გიორგი კანედელაკთან, რომელიც ძალას არ იშურებს მწვრთნელთა და მოკრივეთა პროფესიული წინსვლისათვის".

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა