"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა კოჭის ტრავმა გაირთულა, რისი მკურნალობაც ძალიან გაიწელა და კიდევ 2-3 თვე დასჭირდება
ESPN-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 27 წლის გოლკიპერის, ანდერს ლინდეგორისთვის სეზონი დასრულებულია. ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა გაირთულა, რისი მკურნალობაც ძალიან გაიწელა და, როგორც ამბობენ, კიდევ 2-3 თვე დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ დანიელს 14 იანვარს "ბოლტონთან" 3:0-ის შემდეგ არ უთამაშია. ის იყო, ფეხბურთელი სრულფასოვან ვარჯიშს უნდა შესდგომოდა, რომ მდგომარეობა კიდევ ერთხელ დამძიმდა. არადა, ფეხბურთელმა ლამის მთელი შემოდგომა დიდებულად ჩაატარა და დავიდ დე ხეას სკამზეც კი გადასვა.

ლენონს ბრალს სდებენ

ამის თაობაზე გუშინდელ ნომერში უკვე ვწერდით: "ოლდ ფირმ დერბის" შესვენებისას "სელტიკის" თავკაცი ნილ ლენონი არბიტრ კალუმ მიურეის მიეჭრა და გამოუცხადა, რომ შენი მუშაობით ძალიან უკმაყოფილო ვარო.

ამის გამო შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ 40 წლის სპეციალისტს ოფიციალურად წაუყენა ბრალი და გამოუცხადა, რომ თუკი ორგანიზაციას არგუმენტირებულ პასუხს 3 აპრილამდე არ მისწერს, რატომ მოიქცა ასე, მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელის.

ჩრდილოირლანდიელის მდგომარეობას ის ართულებს, რომ მას ანალოგიური ბრალდება რამდენიმე დღის წინ "კილმარნოკთან" შოტლანდიის ლიგის თასის ფინალის წაგების (18 მარტი. 0:1) შემდეგაც წაუყენეს. ლენონი მაშინ გაცეცხლებული უილი კოლუმს მიეჭრა და საქმის გარჩევა დაუწყო.

ბექზი ქონებას ყიდის

დევიდ ბექჰემმა გადაწყვიტა, ჰერტფორდშირის საგრაფოში მისი სახლის ავტოფარეხში "მტვერდადებული" მანქანების ნაწილი გაყიდოს. მათ შორის - 2 "ბენტლი", "რეინჯ როვერი", BMW 645 და "ლამბორგინი გალიარდო".

როგორც პრესა ირწმუნება, ინგლისელი ვარსკვლავი მათში არანაკლებ ნახევარ მილიონ ფუნტს იშოვის, თუმცა გამორიცხული არ არის, ისტორია განმეორდეს და მავანმა მყიდველმა რომელიმე "თოჯინაში" საბაზრო ფასზე მეტი მხოლოდ იმიტომ გადაიხადოს, რომ ის ბექზს ეკუთვნოდა.

მოსალოდნელია ისიც, რომ დევიდი მალე გაყიდის 100 ათასამდე ღირებულ "ჰარლი დევიდსონსაც". "დევიდს შესანიშნავი კოლექცია აქვს. ის მანქანები, რომელთაც ყიდის, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად უხმარია. ბექჰემი ამერიკაში ცხოვრობს და მანქანები იქაც ჰყავს, ბრიტანეთიდან კიდევ ამათი ტრანსპორტირება არაპრაქტიკული იქნება," - აცხადებს ფეხბურთელის ახლო მეგობარი.

"დეილი მეილის" ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ 1997 წელს 44 ათასად შეძენილი BMW M3 ვარსკვლავმა 2005 წელს 90 ათასად გაყიდა. ასე რომ, თუკი ჩვეულებრივ სიტუაციაში მანქანა დროსთან ერთად ფასს კარგავს, ბექზის ავტომობილებზე ეს წესი არ ვრცელდება.

ეკიპი: ბლანი თვეში მილიონად

ფრანგული გამოცემა "ეკიპი" ირწმუნება, რომ ლორან ბლანი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ჩელსის" ჩაიბარებს და ხელფასის სახით თვეში ერთ მილიონ ევროს მიიღებს.

ანდრე ვილაშ ბოაშის გაშვების შემდეგ "ლურჯებს" დროებით რობერტო დი მატეო თავკაცობს, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ლონდონელები ვერ ახერხებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას. თეორიულად ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ პრაქტიკულად წარმოდგენა კი ჭირს. ბლანს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება სწორედ ევროფორუმის შემდეგ ეწურება, რის შემდეგაც 46 წლის სპეციალისტი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.

აქვე ორიოდე სიტყვით სატრანსფერო ამბებს შევეხოთ: თუკი სეზონის დასრულების შემდეგ ეშლი კოული "ჩელსის" დატოვებს, "ლურჯები" ვეტერანის ნაცვლად "ჰამბურგიდან" გერმანიის ნაკრების 25 წლის წევრ დენის აოგოს გადაიბირებენ. HSV ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი