"მანჩესტერ იუნაიტედის" ექიმებს ამჟამად რამდენიმე სერიოზულად დაშავებულ ფეხბურთელთან უხდებათ მუშაობა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექიმებს ამჟამად რამდენიმე სერიოზულად დაშავებულ ფეხბურთელთან უხდებათ მუშაობა - დარენ ფლეტჩერი, ანდერსონი, ანდერს ლინდეგორი, ნემანია ვიდიჩი, ტომას კლევერლი და მაიკლ ოუენი.

ამ დღეებში "ქუინზ პარკმა" საიჯარო ხელშეკრულება გააუქმა და სამკურნალოდ "იუნაიტედში" დააბრუნა 20 წლის იტალიელი ფედერიკო მაკედა.

მთავარ მწვრთნელად მარკ ჰიუზის დანიშვნის შემდეგ აპენინელი ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. რაკი ამას ტერფის მძიმე ტრავმაც დაერთო, ფეხბურთელთან გამოთხოვება მათი მხრიდან ლოგიკური იყო.

ზემოთ მაიკლ ოუენი ვახსენეთ. მიუხედავად პერმანენტული ტრავმებისა, 32 წლის ვარსკვლავი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

პრემიერლიგაში ბოლოს თავდამსხმელმა 24 სექტემბერს მე-6 ტურის შეხვედრაში ითამაშა "სტოკ სიტისთან". მას მერე რამდენჯერმე სათასო მატჩებშიც გამოჩნდა. ნოემბრის შემდეგ კი მკურნალობს. ცნობილია, რომ "იუნაიტედი" მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. სად განაგრძობს ოუენი კარიერას, მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ივანოვიჩი ვილასთან არ იქნება

შესაძლოა, "ჩელსის" 28 წლის უნივერსალმა ბრანისლავ ივანოვიჩმა უქმეებზე "ასტონ ვილასთან" ვერ ითამაშოს. გადაწყვეტილებას ექიმები მატჩის დღეს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ სერბმა მცველმა ბარძაყის ტრავმა 21 მარტს "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, რის გამოც რობერტო დი მატეოს მისი შეცვლა დასჭირდა. მას მერე ფეხბურთელს ორი შეხვედრა გაუცდა - "ტოტენჰემსა" და "ბენფიკასთან".

უკეთესი პირობები ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის

"დეილი მირორის" ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალი" მზადაა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ხელფასი გაუორმაგოს.

ამჟამად 18 წლის ფეხბურთელს "მეთოფეთა" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს – 25 ათასი ფუნტი კვირაში, რაც 50 ათასამდე გაიზრდება. ლონდონელები მარუან შამახის, სებასტიან სკილაჩის, ანდრეი არშავინის, ნიკლას ბენდტნერისა და მანუელ ალმუნიას გაშვებას აპირებენ, რაც სახელფასო ფონდში უზარმაზარ თანხებს გამოათავისუფლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სიტიმ" "ლიონისგან" შერკი შეიძინა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი "არსენალმა" "კრუზეიროში" გაასხვისა
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი