28 მარტს "სელტიკის" ვებ-გვერდზე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უეფამ ის 25 ათასი ევროთი დააჯარიმა
28 მარტს "სელტიკის" ვებ-გვერდზე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უეფამ ის 25 ათასი ევროთი დააჯარიმა 15 დეკემბერს "ფრიულიზე" "უდინეზესთან" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრისას (1:1) "გულშემატკივართა მხრიდან მიუღებელი საქციელის გამო".

აღნიშნულ მატჩზე გლაზგოელმა ფანებმა "სტადიონზე" პიროტექნიკა შეიტანეს და რაც მთავარია, თავად უეფასადმი მიძღვნილი ბანერი (იხილეთ ფოტო) გადმოკიდეს.

აღნიშნული შეურაცხყოფა ციურიხელმა ფუნქციონერებმა 3 ნოემბერს "რენთან" მატჩის დროს (3:1) ფანების მიერ "უცენზურო სიმღერების" დაგუგუნების გამო "სელტიკის" 15 ათასი ევროთი დაჯარიმების წყალობით "დაიმსახურეს".

უეფას დისციპლინური კოდექსი კი ღაღადებს, რომ კლუბები დაისჯებიან, თუკი მათი გულშემატკივრები "არადანიშნულებისამებრ გამოიყენებენ პიროტექნიკას და სხვა საგნებს; ასევე გამოიყენებენ ჟესტებს, სიტყვებს, საგნებს და აზრის გამოხატვისთვის განკუთვნილ სხვა საშუალებებს, რაც სპორტულ ღონისძიებასთან იქნება შეუსაბამო. განსაკუთრებით, თუკი ის პოლიტიკური, აგრესიული ან პროვოკაციული ხასიათის იქნება".

შოტლანდიური პრესა უეფასგან ბევრად უფრო მძიმე სანქციას ელოდა, მაგრამ "კათოლიკები" გადარჩნენ. იტალიაში მავანმა შოტლანდიელმა გულშემატკივარმა ერთ-ერთ სტიუარდზეც კი გაიწია, თუმცა ჩხუბი თავად შოტლანდიელებმა აღკვეთეს. ამის მიუხედავად, "სელტიკმა" ამ ადამიანის ვინაობა გამოარკვია და მას ცხოვრების ბოლომდე აუკრძალა "სელტიკ პარკზე" დასწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...