ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველს საკლუბო პატრიოტიზმი დაუწუნა
პოპულარულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა რუსმა მწვრთნელმა, ოლეგ რომანცევმა ბოლო წლებში "სახალხო გუნდის" წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშეთა საკლუბო პატრიოტიზმის ნაკლებობა დაასახელა.

სწორედ ამ დროს ახსენა მან "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე:

"ჩემი აზრით, სპარტაკელ ახალგაზრდებს საკლუბო პატრიოტიზმი აკლიათ... ძირითად შემადგენლობაში ხვდებიან და თვლიან, რომ მორჩა, ეს მწვერვალია, აქვთ კონტრაქტი, რა საჭიროა ბევრი წვალება, შეკრებაზე ტანჯვა, რეჟიმის დაცვა, ბურთისთვის ბრძოლა - ტრავმის მიღების რისკი ხომ არსებობს...

ამიტომაც არ ვიცი, როდის გაიზრდებიან მომავალი ჩერენკოვები, გავრილოვები, სტრელცოვები, იაშინები, დასაევები.

არა იმიტომ, რომ ბუნებაში არ არიან, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები შეამცირეს. ვუყურებთ ვარჯიშებზე და მათ თვალებში აზარტს ვერ ვხედავ. როგორც კი ძირითად შემადგენლობას მიუახლოვდებიან, მაშინვე ჩერდებიან. ეს ეხება ანანიძეს, ძიუბას, იაკოვლევს, კოზლოვს. მათ სრულად ვერ მოახერხეს პოტენციალის რეალიზაცია.

ანანიძეს შანსი ბევრჯერ მისცეს, მაგრამ შანსს გამოყენება სჭირდება!"

რა თქმა უნდა, ქობულეთელი ანანიძე "წითელ-თეთრი" ფორმის სიყვარულით ვერ და არც გაიზრდებოდა, მაგრამ რომანცევის გულისტკივილი გასაგებია - ანანიძისგან ქართველი გულშემატკივარიც მეტს ელის. დროა, ამ ნიჭიერმა მოთამაშემ თავისი სიტყვა თქვას კლუბში.

თუმცა, ღმერთმა უწყის, რა უშლის ხელს, რა პრობლემები ექმნება, ან რა სატკივარი აქვს, "სპარტაკიდან" უცხოეთში წასვლა რომ სურდა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ginika
ანანიძე მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს
mesi
თუ აქ ანანიძეს თავი თამაშის უნდა წამოვიდეს სპარტაკიდან და ითამაშოს სხვა გუნდში იქ გამოჩნდება მისი სიძლიერე! მასე ბუქავდნენ ჟურნალისტები რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს და ახლა რეალურად სახეზე გორში ვერ თამაშობენ და ფოთს ვერ უგებენ-იქ "ვარსკვლავები" კი იყვნენ/
Shoda
საკლუბო პატრიოტიზმი - გაგიგიათ მსაგასი რამ. მესმის თქვა სიყვარული, ერთგულება, თავდადება. მგონი ყველანი გამოთაყვანების დიდ გზაზე ვადგავართ!
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი